საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ვლადიმერ ბოჟაძე) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 1
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
2024 წლის 25 ნოემბერი 16:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტის სასახლე,
(C კორპუსი, მე-5 სართული ოთახი N518)
დღის წესრიგი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების შემუშავება;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე - მაია ბითაძე;
2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე - მაია ბითაძე.
ოქმი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N1
ქ. თბილისი, 2024 წლის 25 ნოემბერი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე მაია ბითაძე - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: ვლადიმერ
ბოჟაძე, გიორგი ჭყონია, ნოდარ ტურძელაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, გოდერძი
ჩანქსელიანი, დიმიტრი ხუნდაძე; კომიტეტის აპარატის უფროსი - დენის სალუქვაძე,
კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ანი სისორდია - სხდომის მდივანი.
დღის წესრიგი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების შემუშავება;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე;
2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე.
მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია დღის წესრიგით განსაზღვრული პირველი
საკითხის - კომიტეტის დებულების შემუშავების თაობაზე. როგორც ქ-მა მაია ბითაძემ
აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე და 33-ე მუხლებით
დადგენილი წესების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი
რესურსების
კომიტეტის
დებულება
განსაზღვრავს
აღნიშნული
კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებსა და უფლებამოსილებებს, ისევე, როგორც
მისი
მუშაობის
ორგანიზებასთან
დაკავშირებულ
საკითხებს.
მომხსენებელმა
კომიტეტის წევრებს მოკლედ გააცნო დებულების პროექტი, მათ შორის, კომიტეტის
უფლებამოსილებები და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, ისევე,
როგორც კომიტეტის საქმიანობის ძირითადი თავისებურებები. მაია ბითაძის
ინფორმაციით,
კომიტეტის
დებულება
სრულ
შესაბამისობაშია
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტსა და საქართველოს კონსტიტუციასთან.
მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე
საკითხის - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის თაობაზე.
როგორც ქ-მა მაია ბითაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე
მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, კომიტეტმა პირველ საორგანიზაციო
სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის
წევრთაგან უნდა აირჩიოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მან
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა
ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურა.
კომიტეტის წევრების მხრიდან სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა.
კომიტეტის შემადგენლობაში ირიცხება 11 დეპუტატი;
სხდომას დაესწრო 7 დეპუტატი;
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 7 დეპუტატმა.
გადაწყვიტეს:
1. დამსწრე კომიტეტის წევრებმა, ღია კენჭისყრით, ერთხმად დაუჭირეს მხარი
კომიტეტის დებულების პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი წარდგენა
საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის დასამტკიცებლად.
2. დამსწრე დეპუტატებმა, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ერთხმად აირჩიეს ვლადიმერ
ბოჟაძე.
სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე
სხდომის მდივანი ანი სისორდია