საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი შატაკიშვილი) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 1
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
11/25/24, 9:06 PM
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
25 ნოემბერი 2024 15:30
2024 წლის 25 ნოემბერი, 15:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
არჩევა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულების შემუშავება;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3047?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 25 ნოემბერი 15.30 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
1.
2.
სხდომის ოქმი
N1
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ
მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა;
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: ქეთევან ფუტკარაძე - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულების შემუშავება.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ
პირველ საკითხთან დაკავშირებით
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად
დაასახელა ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულების შემუშავება
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დებულების ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დებულება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე წარმოდგენილი დებულების გადამუშავებულ
პროექტზე აზრი გამოთქვეს: გიორგი კახიანმა და გურამ მაჭარაშვილმა.
კენჭისყრები:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე რომ ირაკლი შატაკიშვილი არჩეულ იქნეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ
მოადგილედ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
ირაკლი შატაკიშვილი არჩეულ იქნეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
კომიტეტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულების ახალ პროექტს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დებულების ახალი პროექტი დასამტკიცებლად.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ქეთევან ფუტკარაძე
სხდომის მდივანი
2