საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - დავით შერაზადიშვილი) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 1
📜 ტექსტი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N1
2024 წლის 25 ნოემბერი 1500 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N331
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
(დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, ედიშერ თოლორაია, სამველ მანუკიანი, სუმბატ
კიურეღიანი, დავით შრაზადიშვილი.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი.
დღის წესრიგი (პროექტი)
1
1. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულების
შემუშავება.
(მომხსენებელი: გელა სამხარაული – საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
2. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.
(მომხსენებელი: გელა სამხარაული – საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I.მოისმინეს:
გელა სამხარაულის ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულების
შემუშავების თაობაზე. დებულება განსაზღვრავს კომიტეტის საქმიანობის
ძირითად მიმართულებებს და უფლებამოსილებებს, კომიტეტის მუშაობის
ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომიტეტის თავმჯდომარემ
ისაუბრა კომიტეტის ძირითად მიმართულებებზე, (სახელმწიფოს აგრარული
პოლიტიკის
ძირითადი
მიმართულებების
განსაზღვრა;
აგრარული
რეფორმების, სასურსათო უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული
განათლებისა
და
მეცნიერების,
აგრომომსახურებისა
და
ფერმერთა
საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავება; ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
საქართველოს
კანონმდებლობის
მიახლოება/ჰარმონიზება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სტრატეგიების
განხორციელებაზე
კანონმდებლობის
აღსრულების
ეფექტიანი
ზედამხედველობა
კონტროლი;
აგრარულ
და
სექტორში
რეფორმების გატარების, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის
პოტენციალის სრულად გამოყენების, მისი დარგების აღორძინებისა და
დინამიური განვითარების ხელშეწყობა; საბიუჯეტო ზედამხედველობის
უზრუნველყოფა; ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი
მექანიზმების გამოყენებით, ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების
(SDGs
2030)
ხელშეწყობა;
დღის
წესრიგის
კომიტეტის
განხორციელებისა
ღიაობის,
და
გამჭვირვალობის,
მონიტორინგის
მოქალაქეთა
ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა). მომხსენებელმა
კომიტეტის წევრებს გააცნო დებულების ძირითადი მუხლები, რომლებიც
ეხება კომიტეტის უფლებამოსილებებს, კომიტეტის აქტებს, შემადგენლობას,
2
მუშაობის ორგანიზაციას და კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ
უზრუნველყოფას.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის შვიდმა (7) წევრმა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის თანახმად,
განიხილა აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულება და მიზანშეწონილად
ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის ბიუროზე დასამტკიცებლად.
II.მოისმინეს:
გელა
სამხარაულის
თავმჯდომარის
კომიტეტის
ინფორმაცია
მოადგილის
წევრებს
გააცნო
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
არჩევასთან
დაკავშირებით,
რომელმაც
ინფორმაცია
თავმჯდომარის
მოადგილის
თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დავით შერადაზიშვილის
კანდიდატურის წარდგენის შესახებ. აღნიშნულ კანდიდატურას კომიტეტის
წევრებმა უყარეს კენჭი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის შვიდმა (7) წევრმა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, ღია კენჭისყრით თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით, ერთხმად აირჩია
კომიტეტის წევრი - დავით შერადაზიშვილი.
სხდომის თავმჯდომარე:
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი:
ივერი ახალბედაშვილი
3