საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გივი ჭიჭინაძე) და დებულება

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15195/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 1

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
11/25/24, 9:31 PM საქართველოს პარლამენტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა თარიღი 25 ნოემბერი 2024 16:00 2024 წლის 25 ნოემბერი, 16:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N118 (C კორპუსი, I სართული) დღის წესრიგი 1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა; 2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა. https://parliament.ge/print/announcement/3052?local=true 1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი N1 2024 წლის 25 ნოემბერი, 16:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, N118) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ილია ინჯია, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ეკატერინე ჭიჭინაძე, ვიქტორ ჯაფარიძე. სხდომას არ ესწრებოდა: გივი ჭიჭინაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი 1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა; 2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრებს, მოკლედ გააცნო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დარგობრივი პრიორიტეტები. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატად დაასახელა კომიტეტის წევრი - გივი ჭიჭინაძე. ამასთან, ცნობის სახით აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას და არც უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7 კაციან ჯგუფს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები წარმოდგენილი არ ყავთ. კომიტეტის წევრებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძის არჩევას. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ შემუშავებულია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულება, რომელიც განსახილველად წარდგენილი ჰქონდათ კომიტეტის წევრებს. სხდომაზე დებულების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა და ერთხმად დაუჭირეს მხარი, დასამტკიცებლად დებულების პროექტის საქართველოს პარლამენტის ბიუროსათვის გადაგზავნას. აღინიშნა, რომ საპარლამენტო საქმიანობის პროცესში შესაძლებელი იქნება მასში ცვლილებების შეტანა. კომიტეტმა გადაწყვიტა 1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმდჯომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს გივი ჭიჭინაძე; 2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა კომიტეტის დებულება, რომელიც დასამტკიცებლად გადაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ზარქუა სხდომის მდივანი: თამარ მარგველანი