საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თენგიზ შარმანაშვილი, მოადგილე - გია ბენაშვილი) და დებულება

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-15200/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 1

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
11/25/24, 9:05 PM საქართველოს პარლამენტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თარიღი 25 ნოემბერი 2024 15:15 2024 წლის 25 ნოემბერი, 15:15 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე; 2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე. https://parliament.ge/print/announcement/3044?local=true 1/2
ოქმი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის ოქმი N1 2024 წლის 25 ნოემბერი, 15:15 საათი პარლამენტის სასახლე რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 სხდომის თავმჯდომარე: ალექსანდრე ტაბატაძე; სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, დავით კაჭარავა, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ხელაძე, აკაკი ალადაშვილი. დღის წესრიგი 1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ალექსანდრე ტაბატაძე; 2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: ალექსანდრე ტაბატაძე. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობდა და კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სხდომის დღის წესრიგს. ალექსანდრე ტაბატაძემ, კომიტეტის წევრებს მიულოცა XI მოწვევის პარლამენტის წევრობა. მან ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობა სწორედ ამ ამოცანების შესრულებას დაეთმობა. დღის წესრიგით განსაზღვრულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში მან ამ თანამდებობაზე წარადგინა თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურა. რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომიტეტის ერთ თავმჯდომარეს წარადგენს უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი იქნა გია ბენაშვილის კანდიდატურა. კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ დამსწრე პირებს გააცნო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები. კომიტეტის თავმჯდომარის შენიშვნები არ გამოთქმულა. მოადგილეების კანდიდატურებთან დაკავშირებით კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თენგიზ შარმანაშვილის არჩევას. მომხრე - 7; წინააღმდეგი - 0. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის კვოტით წარმოდგენილ გია ბენაშვილის კანდიდატურას. მომხრე - 7; წინააღმდეგი - 0. 2. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულ მეორე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის დებულების პროექტი, რომელთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა და ერთხმად დაუჭირა მხარი. მომხრე - 7; წინააღმდეგი - 0. სხდომის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სხდომის მდივანი სოფიო ბაბუნაშვილი