საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ზვიად შალამბერიძე, მოადგილე - ნიკა ელისაშვილი) და დებულება

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-15218/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 1

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
11/26/24, 2:16 PM საქართველოს პარლამენტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა თარიღი 26 ნოემბერი 2024 11:00 2024 წლის 26 ნოემბერი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული) დღის წესრიგი 1. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე; 2. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე. https://parliament.ge/print/announcement/3050?local=true 1/2 11/26/24, 2:16 PM https://parliament.ge/print/announcement/3050?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
Mსაქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საორგანიზაციო სხდომის ოქმი N1 26 ნოემბერი 2024 წ ქ. თბილისი რუსთველის გამზ. 8 სხდომის დაწყების დრო: 11 00 სთ. კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C. კორპუსი, IV სართული) სხდომას თავმჯდომარეობდა: სხდომის მდივანი: ირაკლი ქადაგიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) ბელა ქველაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), ვლადიმერ ბოჟაძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ზვიადი შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე; სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის უფროსი სულიკო ბეჟანიძე, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, თ. ტყეშელიაძე, ც. კაკაბაძე, გ დოლიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. თხლაშიძე, მოწვეული სპეციალისტები: დ. გოგოლაძე, ი. ქველაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის 7 წევრის დასწრებით. (კვორუმი 4) და დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის არჩევა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი - (კომიტეტის თავმჯდომარე) 2. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულების შემუშავება და დამტკიცება (პროექტი) მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი - (კომიტეტის თავმჯდომარე) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. 1 I. განიხილეს: კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაასახელა ბატონ ზვიადი შალამბერიძის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: (მომხრე - 7, წინაღმდეგი - 0) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ღია კენჭისყრით, არჩეულ იქნას ბატონი ზვიადი შალამბერიძე. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციის ,,ქართული ოცნების“ წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა ბატონ ნიკა ელისაშვილის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: (მომხრე - 7, წინაღმდეგი - 0) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ღია კენჭისყრით, არჩეულ იქნას ბატონი ნიკა ელისაშვილი. II მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულების შემუშავების თაობაზე. A კომიტეტის წევრებმა მოიწონეს კომიტეტის დებულების პროექტი და ერთხმად დაუჭირეს მხარი მის პარლამენტის ბიუროზე დასამტკიცებლად წარდგენას. კომიტეტმა გადაწყვიტა: (მომხრე - 7, წინაღმდეგი - 0) ა) მიღებულ იქნას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება. ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება და პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ოქმს თან ერთვის კომიტეტის დებულება. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე 2
დებულება
პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებსა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტის მეშვეობით. მუხლი 3. კომიტეტების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. II კომიტეტის უფლებამოსილებები მუხლი 4. 1. კომიტეტი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით განსაზღვრული მიმართულებების ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; 1 გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს; ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; 3) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ი) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე; კ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომიტეტის საქმიანობა საკონტროლო მიმართულებით ა) კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. ბ) კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. გ) კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სასამართლო პრაქტიკას და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად იღებს შესაბამის ზომებს. დ) კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა 2 სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათი შესრულების მდგომარეობა. ე) კომიტეტი მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ამოწმებს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. თუ აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ არის დადგენილი, ვადას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას კომიტეტი უდგენს. ვ) კომიტეტი უფლებამოსილია, აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ. 3. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს/სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, კომიტეტის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. 4. კომიტეტთან, მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, მისი საქმიანობის ვადა და წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს მხოლოდ იმავე კომიტეტის წევრი. III კომიტეტის შემადგენლობა მუხლი 5. 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 3 2. კომიტეტი შედგება, კომიტეტის თავმჯდომარის, სამი მოადგილის (მათ შორის ერთი პირველი მოადგილის) და კომიტეტის წევრთაგან. 3. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. მუხლი 6. კომიტეტის თავმჯდომარე ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; მის გარეთ და შესაბამის გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ვ) კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს ყოველი წლის შედეგების მიხედვით; ზ) გამოსცემს განკარგულებებს შიდა საკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 8. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 4 IV. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზება მუხლი 9. 1. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის ან პარლამენტის ბიუროს დავალების შემთხვევაში არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის სხდომის მოწვევის ინიციატორის მიერ განსაზღვრული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. 3. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის სხდომა შეიძლება გაიმართოს კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-3 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე, აგრეთვე კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადების შემთხვევაზე. 4. კომიტეტის სხდომა საჯაროა. კომიტეტის საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დაიხუროს. კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა. 5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 6. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისას კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა დაუშვებელია, გარდა საქართველოს 5 კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. 7. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით მიეწოდება ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 8. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 10. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 10. კომიტეტის აქტები 1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. 2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის 6 შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება. 3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია პარლამენტს წარედგინოს ან რეაგირებისთვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს. V. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა მუხლი 11. 1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად შექმნილია კომიტეტის აპარატი, რომელიც არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული. 2. კომიტეტის აპარატი: ა) მონაწილეობს კომიტეტის სამუშაო გეგმების, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში, აგრეთვე მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა მომზადებასა და ორგანიზებაში; ბ) კომიტეტის დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას; გ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების, საკომიტეტო მოსმენების, კომიტეტში სამუშაო/საკონსულტაციო თათბირებისა და საქმიანი შეხვედრების მომზადებას, უზრუნველყოფს მათი მსვლელობის დადგენილი წესით დაფიქსირებასა და მიღებული გადაწყვეტილების საოქმო გაფორმებას; დ) კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წინადადებებს და შენიშვნებს; 7 ამზადებს სათანადო დასკვნებს, ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტში მოქალაქეთა მიღებას, კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილავს მოქალაქეთა წერილებს, საჩივრებსა და განცხადებებს, აგრეთვე კომიტეტში შესულ სხვა კორესპონდენციას ვ) წარმართავს კომიტეტის საქმისწარმოებას, ამზადებს, აღრიცხავს, დადგენილი წესით ანაწილებს და გზავნის კომიტეტში შესულ და კომიტეტიდან გასულ კორესპონდენციას, უზრუნველყოფს საიდუმლოების შემცველ ინფორმაციის კანონმდებლობის წესით დაცვას; ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 12. 1. კომიტეტის აპარატს ჰყავს კომიტეტის აპარატის უფროსი. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. კომიტეტის აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის აპარატს; ბ) წარმართავს კომიტეტის აპარატის საქმიანობას. გ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას; მიღებული დ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები: ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს; 8 ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს; გ) ასრულებენ კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 9 აპარატისა და