საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა - 2025-2028, „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-2/2; 25.11.2024) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-28
ბიუროს ნომერი 2
📜 ტექსტი
დასკვნა
2-15264/24
26-11-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის
ნდობის გამოცხადების თაობაზე (07-2/2; 25.11.2024)
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 26
ნოემბერს განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის
მიერ
ნდობის
გამოცხადებისათვის
წარმოდგენილი
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „2025 –2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით ევროპისკენ“.
განხილვის ფარგლებში კომიტეტმა მოუსმინა საგარეო საქმეთა მინისტრობის
კანდიდატს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტს გააცნო
მთავრობის საგარეო პოლიტიკის ხედვები და პრიორიტეტები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
კომიტეტმა, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მხარი დაუჭირა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის
გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და
სამთავრობო პროგრამას „2025 –2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით
ევროპისკენ“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge