საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა - 2025-2028, „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-2/2; 25.11.2024) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-28
ბიუროს ნომერი 2
📜 ტექსტი
დასკვნა
2-15290/24
26-11-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს
საქართველოს
პრემიერმინისტრობის
პარლამენტისთვის
კანდიდატის
წარდგენილი
ირაკლი
კობახიძის
საქართველოს
მიერ
მთავრობის
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის
,,მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ ( 07-2/2, 25.11.2024)’’
თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2024 წლის 26
ნოემბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის
ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა ,,მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით,
კეთილდღეობით
ევროპისკენ’’
და
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
კომიტეტს მიაჩნია, რომ სამთავრობო პროგრამა შედგენილია საქართველოს წინაშე
არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე და მისი
მიზანია ქართული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება და ქართველი ხალხის
ინტერესების
რეალიზება.
წარმოდგენილი
ხედვა,
უზრუნველყოფს
ქვეყანაში
სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპების შემდგომ განმტკიცებას,
ეკონომიკის გაძლიერებას, სოციალური პოლიტიკის შემდგომ დახვეწას, ჯანდაცვისა და
განათლების სისტემების გაძლიერებას, კულტურისა და სპორტის განვითარებას, ქვეყანაში
უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური
პოზიციებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
საქართველოს ორ უმთავრეს
ეროვნულ მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და
საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა რჩება.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
სამთავრობო პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის 4 ძირითად მიმართულებას
მოიცავს:
დემოკრატიული
განვითარება;
ეკონომიკური
განვითარება;
სოციალური
პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
კომიტეტი გაეცნო მინისტრობის კანდიდატების ბიოგრაფიულ მონაცემებს და მათ
ხედვებს, მოისმინა მინისტრობის კანდიდატების პასუხები კომიტეტის წევრების მიერ
დასმულ შეკითხვებზე და მიაჩნია, რომ მინისტრობის კანდიდატების მიერ სამთავრობო
პროგრამით
გათვალისწინებული
მიზნები
და
ამოცანები
ეფექტიანად
იქნება
შესრულებული.
კომიტეტმა წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით, მხარი
დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარდგენილი
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ალექსანდრე ტაბატაძე
საქართველოს
მთავრობის