საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა - 2025-2028, „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-2/2; 25.11.2024) თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.11.2024
ავტორი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15369/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-28
ბიუროს ნომერი 2

📜 ტექსტი

დასკვნა
2-15369/24 27-11-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის - ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (07-2/2; 25.11.2024) ნდობის გამოცხადების თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 27 ნოემბრის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის - ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობის გამოცხადების საკითხი. კომიტეტი გაეცნო საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების შესახებ მონაცემებს და მოისმინა ინფორმაცია წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის თაობაზე. კომიტეტმა, კენჭისყრაში მონაწილე წევრთა მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომას ესწრებოდა კომიტეტის 7 წევრი, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 7 წევრმა, მხარი დაუჭირა 7 წევრმა), ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge