საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა - 2025-2028, „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-2/2; 25.11.2024) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-28
ბიუროს ნომერი 2
📜 ტექსტი
დასკვნა
2-15365/24
27-11-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის
ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის „მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ თაობაზე
(№07-2/2; 25.11.2024).
საქართველოს
პარლამენტის
გარემოს
დაცვისა
და
ბუნებრივი
რესურსების
კომიტეტმა, 2024 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, საქართველოს კონსტიტუციის 56-ე
მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის
ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის
წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო
პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.
კომიტეტი გაეცნო საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიულ
ცნობებს და მოისმინა ინფორმაცია წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მიზნებისა და
ძირითადი მიმართულებების თაობაზე.
აღნიშნული სამთავრობო პროგრამის მიზანია ქართული სახელმწიფოს შემდგომი
გაძლიერება და ქართველი ხალხის ინტერესების რეალიზება. პროგრამაში ასახულია
საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში
სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპების შემდგომ განმტკიცებას,
ეკონომიკის გაძლიერებას, სოციალური პოლიტიკის შემდგომ დახვეწას, ჯანდაცვისა და
განათლების სისტემების გაძლიერებას, კულტურისა და სპორტის განვითარებას, ქვეყანაში
უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური
პოზიციებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობა
განაგრძობს რეფორმებს. მთავრობის გარემოსდაცვითი პოლიტიკა ორიენტირებულია
ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური
მდგრადობის უზრუნველყოფაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის მდგრად
განვითარებას. მომდევნო წლებში დაგეგმილი ქმედებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის
პოლიტიკის
შემდგომ
წარმატებას.
გარემოსდაცვითი
სტანდარტები
სრულად
დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით
განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის ძირითადი
მიმართულებების მიხედვით დასახული ამოცანების შესრულება ხელს შეუწყობს
პროგრამის მიზნების მიღწევას, მათ შორის გარემოს დაცვას, მისი მდგრადობის
შენარჩუნებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.
იმავდროულად, კომიტეტმა, მოისმინა და დადებითად შეაფასა საქართველოს
მთავრობის წევრობის კანდიდატების ხედვები სამთავრობო პროგრამის შესაბამისად მათი
პრიორიტეტების, სამომავლო გეგმებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
კომიტეტმა, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მხარი დაუჭირა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს
პარლამენტში
ნდობის
გამოცხადებისთვის
წარდგენილ
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით ევროპისკენ“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე