საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა - 2025-2028, „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-2/2; 25.11.2024) თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-15371/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-28
ბიუროს ნომერი 2

📜 ტექსტი

დასკვნა
2-15371/24 27-11-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ გამოსაცხადებლად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ნდობის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და თანდართული სამთავრობო პროგრამის მშვიდობით, „მხოლოდ ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ თაობაზე (N07-2/2; 25.11.2024) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის საქართველოს პარლამენტში კანდიდატის ნდობის ირაკლი კობახიძის გამოსაცხადებლად მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და თანდართული სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, საქართველოს მთავრობის წევრობის ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“. კომიტეტი გაეცნო კანდიდატების ბიოგრაფიულ ცნობებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების თაობაზე. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა შედგენილია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე და თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge მისი მიზანია ქართული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება და ქართველი ხალხის ინტერესების რეალიზება. აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიზნები და ამოცანები, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. პროგრამაში ასახულია საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლებრივი პრინციპების შემდგომ განმტკიცებას, პოლიტიკის შემდგომ დახვეწას, სახელმწიფოსა ეკონომიკის ჯანდაცვისა და და დემოკრატიის გაძლიერებას, სოციალური განათლების სისტემების გაძლიერებას, კულტურისა და სპორტის განვითარებას, ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პოზიციებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. საქართველოს ორ უმთავრეს ეროვნულ მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა რჩება. სამთავრობო პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგ 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. დემოკრატიული განვითარება; 2. ეკონომიკური განვითარება; 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; 4. საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა. 1. დემოკრატიული განვითარება წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ძლიერი, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს თანასწორი შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ემსახურებიან მათ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით, რაც მოიცავს, მათ შორის, შემდეგ საკითხებს:  საჯარო სამსახურის სრულყოფა და ამ მიზნით საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;  სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი არსებული დოკუმენტების იმპლემენტაციის გაგრძელება, აგრეთვე, სამთავრობო დაწესებულებათა მიერ პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ხარისხის გაუმჯობესება, პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა;  სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისათვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის შექმნა;  ციფრული მმართველობისა და სერვისების განვითარება, მათ შორის, სერვისის სახით „სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაციის“ შესაძლებლობა, „გონიერი კონტრაქტის“ განვითარება, სანდო მომსახურების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან (eIDAS 2.0) ჰარმონიზაცია, საქართველოს ციფრული რუკისა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) გეოპორტალის შექმნა;  დამისამართებისა და მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესების დასრულება;  დეცენტრალიზაციის, რეგიონული განვითარებისა და გათანაბრების ეფექტიანი პოლიტიკის, ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების წარმატებული განხორციელება. პროგრამის თანახმად, მთავრობის ურყევ პრიორიტეტად რჩება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება, რომელიც ეფუძნება დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, ყველა მოქალაქისთვის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებათა დაცვის მყარ სისტემას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებას. ადამიანის უფლებები და მათი დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები მოიცავს, მათ შორის, შემდეგ საკითხებს:  ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება;  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესების დასრულება;  კრიმინალური პოლიციის რეფორმის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც, გაძლიერდება საგამოძიებო კომპონენტები და გაიზრდება გამოძიების ხარისხი;  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის განახლება, ეფექტიანი ნარკოპოლიტიკის განხორციელება და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა;  საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის რეფორმების გაგრძელება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება;  მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული სამართალწარმოების გაძლიერება;  მიგრაციული ნაკადების მართვისა და რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულების გაძლიერება;  პენიტენციურ სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დანერგვისა და პრობაციის სამსახურის განვითარების გაგრძელება. 2. ეკონომიკური განვითარება წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის ჩარჩოს გაძლიერებას, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესებასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის მყარი ფუნდამენტის შექმნას. ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად პროგრამა ითვალისწინებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შემდეგი მიმართულებებით:  მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება;  ეკონომიკური რეფორმები;  დასაქმება (მეწარმეობის განვითარება, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება);  საგარეო სავაჭრო ურთიერთობები; ტურიზმი;  ენერგეტიკა;  ტრანსპორტი და ლოგისტიკა;  ინტერნეტიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია;  სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება;  ინფრასტრუქტურა (საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, სივრცითი განვითარება და სამშენებლო პოლიტიკა);  გარემოს დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობასა და ინტეგრირებას ეკონომიკურ აქტივობაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შესაძლებლობებისა და შეფარდებითი უპირატესობების ეფექტიანი ენერგოუსაფრთხოების გამოყენება, ხელშეწყობას, რომელიც, ქვეყნის თავის მხრივ, ეკონომიკური მოიცავს: ფუნქციების დივერსიფიკაციასა და ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიების განხორციელება. მათ შორის:  ქვეყნის ბიუჯეტი გაიზრდება 40 მილიარდ ლარამდე;  ეკონომიკური ზრდა გახდება კიდევ უფრო ინკლუზიური და მაღალი ეკონომიკური აქტივობისა და სტრუქტურული გაუმჯობესების პარალელურად, ქვეყანაში დამატებით  200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება; გაგრძელდება სიღარიბის შემცირების ტენდენცია;  გაგრძელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვისა და მისი გამჭვირვალობის მიმართულებით;  გაგრძელდება ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ბიზნესგარემოს მუდმივი გაჯანსაღებისა და სრულყოფის მიზნით;  გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება;  სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, გაუმჯობესდება სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კერძო სექტორის განვითარებასა და სამეწარმეო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას;  გაგრძელდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში ფართო დანერგვის, ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისა და სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით;  განხორციელება ბაზრებზე ქმედებები, ქართული რომლებიც პროდუქციის ხელს შეუწყობს ხელმისაწვდომობასა საერთაშორისო და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას;  გაგრძელდება მთავრობის ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი კომპანიებისთვის უცხოურ ბაზარზე წვდომას;  აქცენტი გაკეთდება ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;  ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიზნით, გაგრძელდება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა;  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება გაზისა და ელექტროენერგიის არმქონე სოფლების გაზიფიცირება და ელექტროფიცირება;  გაგრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა (ქარის, მზის, ბიომასის ენერგიები) და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;  ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი რეალიზების მიზნით, საკვანძო ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, გაგრძელდება შესაბამისი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება;  განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი;  მოწესრიგდება და დარეგულირდება ქვეყანაში შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი;  ინტერნეტიზაციის განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიზნით, განხორციელდება სხვადასხვა ინიციატივა, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ციფრული სერვისების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად;  განხორციელდება ქმედებები საქართველოში მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის შესაძლებლობების გაზრდისთვის;  განხორციელდება მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებისთვის;  გაგრძელდება ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ინტეგრაცია და ციფრული ბაზრის რეგულაციების ჰარმონიზებაზე მუშაობა;  იგეგმება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და რეალიზაციის პროცესების გაუმჯობესება, ასევე ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის ამაღლება და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა;  ხელშეწყობილ იქნება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების ხელმისაწვდომობა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განვითარება;  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე;  გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;  გაგრძელდება მუშაობა ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით. დაინერგება თანამედროვე საინფორმაციო სისტემები. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზნად დასახულია საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო, ენერგეტიკული და ციფრული ტრანსფორმაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ამ პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს მომდევნო წლებში ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში და თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ეკონომიკურ როლს გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში. 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ხედვაა, უზრუნველყოს ძლიერი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კეთილდღეობას. ხსენებული ხედვისა და მიზნების მისაღწევად, სამთავრობო გეგმით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართულებით, კვლავ პრიორიტეტული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანი განხორციელება. დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. გაგრძელდება სამედიცინო დაწესებულებების ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვა; უწყვეტად გაგრძელდება მოსახლეობისთვის ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება. დაინერგება მედიკამენტების შესყიდვის ეფექტიანი მექანიზმები, რათა კიდევ უფრო გაფართოვდეს მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლეების სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანმრთელობა დემოგრაფიული პოლიტიკა, და დედათა რისთვისაც და ჯგუფები. ბავშვთა გაუმჯობესდება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. უფრო მეტი ადამიანისთვის გაიზრდება ხელმისაწვდომობა მედიკამენტების კიდევ უფრო გაფართოებულ ნუსხაზე. უახლესი თაობის მთავრობა გააგრძელებს სოციალური დაცვის ისეთი მიმართულებების განვითარებას, რომლებიც შესაძლებელს ხდის უფრო მეტი სოციალური დახმარების მიმართვას ყველაზე უფრო მოწყვლად, განსაკუთრებით, ბავშვიანი ოჯახებისკენ. სხვადასხვა სოციალური დახმარების პარალელურად, გაგრძელდება დასაქმებისა და მხარდამჭერი სოციალური მომსახურებების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებები. შემუშავდება და დამტკიცდება შრომისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგია. გაგრძელდება სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესაწყობად. შესაძლებლობის ხელი შეეწყობა ზრდასრულ შეზღუდული მქონე პირთა დიდი ზომის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას ახალი პანსიონატების ალტერნატიული მომსახურებების განვითარებით. გაფართოვდება ორი ახალი მომსახურება, „შინ მოვლა“ და „პერსონალური ასისტენტი“. გაგრძელდება პენსიის ოდენობის ზრდა, ინდექსაციის შესაბამისად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/ბავშვთათვის გაგრძელდება სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა, ინდექსაციის წესის შესაბამისად. გაუმჯობესდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა სოციალური და საცხოვრებელი პირობები. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული განათლების სისტემის განვითარებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, მიიღოს განათლება თავისი უნარების მაქსიმალური განვითარებისთვის. ყოველწლიურად გაიზრდება ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და დაფინანსება. გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. საქართველოში პირველად განხორციელდება საბავშვო ბაღების ავტორიზაცია. ყველა არაქართულენოვან სახელმწიფო ბაღში დაინერგება ბილინგვური სწავლება. ყოველწლიურად გაიზრდება ზოგადი განათლების დაფინანსება. შემუშავდება სკოლის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სკოლის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ავტონომიას და მაღალ ნიშნულზე აიყვანს დეცენტრალიზაციის პროცესს. მომდევნო წლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჯარო სკოლის სრული ინფრასტრუქტურული გამართულობა. სრულად განახლდება ყველა საგნობრივი პროგრამა და სასკოლო სახელმძღვანელოები. მოხდება ყველა საჯარო სკოლის უზრუნველყოფილი ავტორიზება. პირველად, საგანმანათლებლო იქნება აკადემიური მოსწრების სკოლის სივრცეში გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის. მთავრობა ხელს შეუწყობს სპეციალური მორგებული სასწავლო საგანმანათლებლო გარემოსა და საჭიროების შესაბამისი მქონე სერვისების მოსწავლეზე განვითარებას. გაძლიერდება სახელმწიფო ენის სწავლება ყველა არაქართულენოვან სკოლაში. „უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ფსიქოსოციალური სერვისებით. ყოველწლიურად გაიზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება. განვითარდება კოლეჯების ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილი იქნება მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პროფესიულ განათლებაში კიდევ უფრო წახალისდება საჯარო-კერძო პარტნიორობა. შეიქმნება და დამტკიცდება პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი, შედეგებზე დაფუძნებული მოდელი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, განვითარდება მოქნილი და მხარდამჭერი, მრავალფეროვანი სერვისები. ყოველწლიურად გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება. სრულად განახლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა. ჩამოყალიბდება სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია. ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, განისაზღვრება და დაფინანსდება პრიორიტეტული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. გაიზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა დაფინანსება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმაღლეს განათლებაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, განვითარდება უფრო მოქნილი და ეფექტიანი მხარდამჭერი სერვისები. გაიზრდება მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დაფინანსება. სრულად განახლდება კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა. გაფართოვდება სამეცნიერო კოლაბორაცია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. გაძლიერდება და გამრავალფეროვნდება მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მკვლევართა და ინოვატორთა მხარდამჭერი მიზნობრივი პროგრამები. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება და გაფართოვდება ახალგაზრდული სერვისები. გაგრძელდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების მიზნობრივი პროგრამები. მთავრობა გააგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას − ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, ვიზუალური ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ეროვნული კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით. ამასთანავე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება. მთავრობა მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქართული სპორტის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო სარბიელზე. ამისთვის გაიზრდება სახელმწიფოს მიერ მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსება. გაგრძელდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატების/ტურნირების საქართველოში მასპინძლობისათვის აქტიური მხარდაჭერა. განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. 4. საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა სამთავრობო პროგრამის თანახმად, მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად გამოყოფილია საგარეო პოლიტიკა და თავდაცვის საკითხები. პროგრამის თანახმად, საქართველოს მთავრობის ხედვა საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის მიმართულებით ორიენტირებული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. სამთავრობო პროგრამის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაში, კვლავაც გარანტირებული იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ურყეობა, მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. საქართველოს მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იქნება. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელება;  საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგება და ნდობის აღდგენა;  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციის აღკვეთა;  თანამშრომლობის საერთაშორისო გაგრძელება ცალკეულ და შესაბამის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციებთან ქვეყნებთან დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხებად გასათვალისწინებლად;  სახელმწიფო ინტერესების დაცვის გაგრძელება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად;  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოგებული სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების ღონისძიებების გაგრძელება;  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაგრძელება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;  ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული საკითხებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერისა და ძალისხმევის უზრუნველყოფა;  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელების ხელშეწყობა;  საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცება;  90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის გაგრძელება;  საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის აქტიურად გახორციელება;  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დიპლომატიური მხარდაჭერა და მისთვის, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გაგრძელება;  აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება;  სამეზობლო პოლიტიკის დაბალანსებულად, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და დამყარებით განხორციელება; სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებზე  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მაღალი/უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლა, ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გაძლიერება;  საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში ქართული მხარის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა, ამ ორგანიზაციების ფარგლებში ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზაციის გაგრძელება;  ქართული დიასპორის მიმართ ყურადღებისა და ხელშეწყობის გაძლიერება და ამ მიმართულებით ახალი პროგრამების ამოქმედება;  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ქსელის გაფართოება. სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რეგიონული კვლავ და რჩება საერთაშორისო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უსაფრთხოების გარემოს გაძლიერება. გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ინტენსიური დანერგვა. თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:  მართვისა და სისტემების, კონტროლის, კავშირგაბმულობისა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო და კომპიუტერული თავდაცვის, არტილერიის, დაზვერვის, საინჟინრო და სატრანსპორტო კომპონენტების შესაძლებლობების გაძლიერება;  კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარება;  კიბერსარდლობის ჩამოყალიბება;  სპეციალური ოპერაციების სარდლობის შესაძლებლობების განვითარება;  სპეციალური ოპერაციების სარდლობის ინფრასტრუქტურის განვითარება;  ტერიტორიული თავდაცვის სისტემის განვითარება;  საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებთან დაკავშირებით;  თავდაცვის ძალებში სამსახურისა და ჯარის პოპულარიზაციის მიმართულებით აქტივობების გაგრძელება;  წვევამდელთა გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემების დახვეწა;  სპეციალისტთა რეზერვის პროგრამის განვითარების მიმართულებით მუშაობის და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების რეზერვისტებით (აქტიური რეზერვით) დაკომპლექტების გაგრძელება;  სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების გაგრძელება;  სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელება;  თანადაფინანსებით სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის გაგრძელება;  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიესალმება წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულობას, რაც დასტურდება ოთხივე ძირითად მიმართულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებებით. კომიტეტი აღნიშნავს განსაკუთრებულ აქცენტს, რაც უკავშირდება მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. დემოკრატიული განვითარების მიმართულებით სიახლეს წარმოადგენს ციფრული მმართველობისა და სერვისების განვითარების თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების/სერვისების შეთავაზება მოქალაქეებისათვის. ასეთი მიდგომები ხელს უწყობს მოქალაქეებისათვის სერვისების მისაწვდომობის გაზრდას და მათ თავსებადობას მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებთან. მისასალმებელია, რომ იგეგმება პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომლის საშუალებით ციფრულ სივრცეში მოექცევა მთავრობის ყველა პოლიტიკის დოკუმენტი. პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირდება საჯარო კონსულტაციების გამართვის მოდულიც, რაც ახალ შესაძლებლობას აჩენს ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის წარმოებისათვის და ქმნის ქმედით პლატფორმას მოქალაქეებთან მჭიდრო ინტერაქციისთვის. აღსანიშნავია, დაგეგმვისა და რომ სამთავრობო აღსრულების პროგრამაში პროცესებში პოლიტიკის/რეფორმების ხაზგასმულია მთავრობის მზაობა ითანამშრომლოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან, რაც მიუთითებს პროცესების დემოკრატიულობაზე. საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამასთან წევრობის კანდიდატებსა და წარმოდგენილ დაკავშირებით მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატები, მათი კომპეტენციის, გამოცდილებისა და ხედვების გათვალისწინებით, შეძლებენ უზრუნველყონ სამთავრობო გეგმით გაცხადებული მიზნებისა და ამოცანების სათანადო აღსრულება. კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების ხედვები სამთავრობო პროგრამის შესაბამისად მათი პრიორიტეტების, სამომავლო გეგმებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი