საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა - 2025-2028, „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-2/2; 25.11.2024) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-28
ბიუროს ნომერი 2
📜 ტექსტი
დასკვნა
2-15379/24
27-11-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კულტურის კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს
პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის
შემადგენლობისა და თანდართული სამთავრობო პროგრამის - 2025–2028 „მხოლოდ
მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (07-2/2; 25.11.2024) შესახებ.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მიმდინარე წლის 27 ნოემბრის
სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად,
დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
ირაკლი
კობახიძის
მიერ
საქართველოს
პარლამენტში
ნდობის
გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და
თანდართული სამთავრობო პროგრამა - 2025–2028 „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით ევროპისკენ“ (07-2/2; 25.11.2024).
წარმოდგილი სამთავრობო პროგრამა შედგენილია საქართველოს წინაშე არსებული
გამოწვევებისა და ქვეყნის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე და მისი მიზანია
ქართული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება, ასევე ქართველი ხალხის ინტერესების
რეალიზება.
სამთავრობო პროგრამა სამთავრობო პოლიტიკის 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს,
კერძოდ:
დემოკრატიული განვითარება;
ეკონომიკური განვითარება;
სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
კულტურის ხელშეწყობისა და ხელოვნების დარგების განვითარების მიმართულებით
საქართველოს
მთავრობის
ხედვა
ეფუძნება
კულტურული
თვითგამოხატვის
მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ხელშეწყობას, ეროვნული იდენტობის დაცვას,
კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვასა და ქვეყნის კულტურული და შემოქმედებითი
პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. საქართველოს
მთავრობა გააგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის
ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას − ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს,
ვიზუალური
ხელოვნების,
ფოლკლორის,
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის,
კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურის ხელმისაწვდომობისა და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით. დოკუმენტის მიხედვით,
საქართველოს
კულტურის
სამინისტროს
მიერ
განსახორციელებელი
პროექტების
დაფინანსება გაიზრდება ყოველწლიურად.
პროგრამის
მიხედვით,
თვითგამოხატვის
კულტურის
მრავალფეროვნების
ხელმისაწვდომობისა
ხელშეწყობის
და
მიზნით,
კულტურული
ყოველწლიურად
განხორციელდება 450-ამდე პროექტი, მათ შორის იქნება პროექტები, რომლებიც ხელს
შეუწყობს მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში,
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა, აგრეთვე ქალების, ბავშვების,
ახალგაზრდების,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირების,
ეთნიკური
უმცირესობების კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას.
2025 − 2028 წლებში სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში გატარდება ღონისძიებები
საგანმანათლებლო პროგრამების კულტურის სფეროს საჭიროებებთან შეთავსების, ახალი
პროგრამების, მათ შორის, პროფესიული პროგრამების ხელშეწყობის კუთხით. 2025 − 2028
წლებში გაგრძელდება სკოლისგარეშე (არაფორმალური) სახელოვნებო სასწავლებლების
დაფინანსება და მათი ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა, ასევე სასწავლებლების
ინფრასტრუქტურული
და
მატერიალური
ბაზებისა
და
ფონდების
განახლების
მხარდაჭერა. ამასთან, ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების მიმართულებით,
კონკურსებისა და არასაკონკურსოდ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ხელი
შეეწყობა 250-ამდე ხელოვანსა და ორგანიზაციას, ასევე პროფესიული კონკურსებისა და
ფესტივალების ჩატარებას.
დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება შემოქმედებითი ინდუსტრიის ხელშეწყობისა და
განვითარების მიმართულებით კონკურსებისა და პროექტების დაფინანსება. სახელოვნებო
განათლების
ხელმისაწვდომობის
მიმართულებით,
წლის
განმავლობაში,
როგორც
საკონკურსო, ისე არასაკონკურსო გზით, დაფინანსდება 30-ამდე პროექტი, სამუსიკო
სასწავლებლებში კი გაგრძელდება ინსტრუმენტების ბაზის განახლება.
მუზეუმების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ღონისძიებები
სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვისა და სამუზეუმო
ფონდებისთვის ნამუშევრების შესაძენად. გაგრძელდება სამუზეუმო ფონდების შევსება
ხელოვნების ნიმუშებითა და არტეფაქტებით, თანამშრომლობა დამყარდება მსოფლიოს
სხვადასხვა ცნობილ მუზეუმთან, ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ ქართული კულტურული
მემკვიდრეობის/სახვითი ხელოვნების გამოფენების ჩატარებას, გაგრძელდება მუზეუმებში
კადრების
განახლება
ყოველწლიურად,
და
ქართული
გადამზადება.
კულტურა
მომდევნო
წლების
განმავლობაში,
წარმოდგენილი
იქნება
საზღვარგარეთ
ფესტივალსა და სხვადასხვა სახელოვნებო ფორუმზე. ქართული კულტურის და ქართველ
ხელოვანთა პოპულარიზაციის მიზნით, ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ არანაკლებ 15
პროექტის განხორციელებას. გაგრძელდება ლევილის მამულის ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაცია და ის ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა
ევროპაში. გაგრძელდება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა,
სახელმწიფო ხელს შეუწყობს საქართველოს სახალხო არტისტების, საქართველოს სახალხო
მხატვრების, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატების, ლიტერატურისა და
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეების ღვაწლის დაფასებას, სოციალური და
შემოქმედებითი პირობების გაუმჯობესებას.
ამრიგად, კომიტეტი დადებითად აფასებს წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამასა და
მთავრობის შემადგენლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კულტურის კომიტეტმა განხილვის
შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი
კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ
საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და თანდართულ სამთავრობო პროგრამას 2025–2028 „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (07-2/2;
25.11.2024).
პატივსიცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი გაბუნია