საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (სამთავრობო პროგრამა - 2025-2028, „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-2/2; 25.11.2024) თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-28
ბიუროს ნომერი 2
📜 ტექსტი
დასკვნა
2-15410/24
28-11-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის
გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის შესახებ (N07-2/2; 25.11.2024)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის 26 ნოემბრის
სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად,
დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და
სამთავრობო პროგრამა 2025-2028 − მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით
ევროპისკენ (N07-2/2; 25.11.2024).
I. სამთავრობო პროგრამის მოკლე მიმოხილვა
სამთავრობო პროგრამა შედგენილია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და
ქვეყნის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოს
სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების
რეალიზება. სამთავრობო პროგრამაში ასახულია საქართველოს მთავრობის ერთიანი
ხედვა, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის
პრინციპების შემდგომი განმტკიცებისაკენ, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებისა და
ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერებისაკენ, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებისაკენ,
კულტურისა და სპორტის განვითარებისაკენ, ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური
გარემოს
უზრუნველყოფისაკენ,
ქვეყნის
საგარეო-პოლიტიკური
პოზიციებისა
და
თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისაკენ.
საქართველოს 2 უმთავრეს ეროვნულ მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის
მშვიდობიანი გზით აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა რჩება.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
სამთავრობო პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგ 4 ძირითად მიმართულებას
მოიცავს:
დემოკრატიული
განვითარება;
ეკონომიკური
განვითარება;
სოციალური
პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
სამთავრობო პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო ინსტიტუტების
სიმტკიცისა და შემდგომი გაძლიერების საკითხებზე. ამ მხრივ სამთავრობო პროგრამაში,
სხვადასხვა საკითხთან ერთად, აღნიშნულია, რომ გაგრძელდება საჯარო მმართველობის
რეფორმა და საჯარო სამსახურის სრულყოფისკენ მიმართული ღონისძიებები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო სერვისების
უზრუნველყოფისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით. გაგრძელდება პენიტენციურ
სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვა და მათი გაუმჯობესება.
არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით გაგრძელდება
სათანადო ღონისძიებების გატარება. საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის
მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს საქართველოს კანონმდებლობის
ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს. გაგრძელდება მუშაობა სამთავრობო
პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის საკითხებზე.
სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ გაგრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
შემდგომი
განვითარება.
გაგრძელდება
კრიმინალური
პოლიციის,
საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის რეფორმა. კიდევ უფრო გაღრმავდება
თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო ორგანოებთან. გაგრძელდება საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება. დაინერგება ახალი საპოლიციო
ციფრული პროდუქტები და დისტანციური მომსახურების სერვისები. ამასთანავე,
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ბრძოლა ორგანიზებული
დანაშაულის (მათ შორის, ნარკოტიკული დანაშაულის) წინააღმდეგ.
სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ორგანიზება
„ტოტალურ თავდაცვას“ ეფუძნება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს
„ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ინტენსიურ დანერგვას. ამ მხრივ, სამთავრობო
პროგრამაში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს კონცეპტუალური ბაზის გადახედვის (განახლების) პროცესსა და
მის ფარგლებში თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის განახლებაზე,
„თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“-ის განხორციელებაზე, „თავდაცვის სტრატეგიული
მიმოხილვა 2021-2025“ და „თავდაცვის ძალები 2030“ დოკუმენტებით განსაზღვრული
ვალდებულებების შესრულების შეფასებაზე, ამ შეფასებისა და თანამედროვე თავდაცვითი
საბრძოლო მოქმედებების ანალიზის საფუძველზე გრძელვადიანი განვითარების გეგმების
განახლებაზე.
სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე სამოქალაქო თანასწორობისა და
ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების საკითხებს. ეს
საკითხები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის (განურჩევლად მისი ეთნიკური
წარმომავლობისა) განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, საზოგადოებრივი და
პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის პირობებისა და
თანასწორი და ინკლუზიური გარემოს განმტკიცებას ემსახურება. ამ მხრივ სამთავრობო
პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის
2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, რომელიც
საქართველოს სტრატეგიული განვითარების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და
საქართველოს ევროპული არჩევანის კონტექსტში განიხილება.
II. კომიტეტის შეფასება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დადებითად აფასებს წარმოდგენილ მთავრობის
შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. კომიტეტს მიაჩნია, რომ სამთავრობო
პროგრამა ემსახურება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ადამიანის ძირითადი
უფლებების დაცვის გაუმჯობესების, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების,
სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
ქვეყნის დეოკუპაციისთვის შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, საქართველოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის მიზნებს.
კომიტეტი გაეცნო ასევე მთავრობის წევრობის შესაბამის კანდიდატთა ხედვებს და მიიჩნია,
რომ ისინი ჯეროვნად შეასრულებენ სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ამოცანებს.
ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის
გათვალისწინებით მხარს უჭერს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის
ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს (N07-2/2; 25.11.2024).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი კახიანი