„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
(საქართველოს
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
11.11.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
010320000.05.001.017921) 1261 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე
პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და
წახალისების მიზნებისთვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი,
გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის
გათვალისწინებით, 2022 წლის 16 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს
პარლამენტს წარედგინა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (თანმდევ
კანონპროექტებთან ერთად) (№07-2/213). კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების
ვადად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რაც უკავშირდებოდა კანონპროექტის ძირითადი
ნაწილის ძალაში შესვლამდე, გარდამავალი პერიოდით გათვალისწინებული მოსამზადებელი
სამუშაოების განხორციელებას, კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
წარდგენის დროს განისაზღვრა კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2 წლიანი
გარდამავალი პერიოდი და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების
ჩამონათვალი, როგორებიცაა: შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების ვალდებულება,
სსიპ-ებისთვის კატეგორიების მიკუთვნება, სსიპ-ებში დასაქმებული პირების სამართლებრივი
სტატუსის განსაზღვრა, რაც ემსახურება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებისათვის სათანადო პირობების შექმნას
და პრაქტიკაში მის უხარვეზო განხორციელებას.
ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (თანმდევ კანონპროექტებთან
ერთად) (№07-2/213) არ ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული
წესით განხილვას და შესაძლებელია მისი მიღება ვერ მოესწროს 2025 წლის 1 იანვრამდე, ასევე,
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის 2025 წლის 1 იანვრამდე მიღების
შემთხვევაშიც, საჭირო იქნება ძალაში შესვლამდე
გარკვეული გარდამავალი პერიოდის
გათვალისწინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში -
კანონპროექტი) მიღება და კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გაგრძელება 2027
წლის 1 იანვრამდე განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
განხილვის, მისი მიღების და შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე
გავრცელებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების საჭიროებით, რათა შეიქმნას
სათანადო პირობები კანონის უხარვეზო იმპლემენტაციასთან მიმართებაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის განხილვის, მიღების და შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე
გავრცელებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობით.
ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (თანმდევ კანონპროექტებთან
ერთად) (№07-2/213) არ ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული
წესით განხილვას და შესაძლებელია მისი მიღება ვერ მოესწროს 2025 წლის 1 იანვრამდე, ასევე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის 2025 წლის 1 იანვრამდე მიღების
შემთხვევაშიც, შესაძლებელია საჭირო გახდეს ძალაში შესვლამდე გარკვეული გარდამავალი
პერიოდის გათვალისწინება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1
იანვრამდე, რა დროსაც განხორციელდება წარდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის განხილვა, მიღება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველ პუნქტში და დადგენილი ზოგადი გარდამავალი
პერიოდი ხანგრძლივდება 2 წლით - 2027 წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
იქონიებს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სსიპ-ების კატეგორიზაციას და მათში დასაქმებულ პირთა
სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას შეიძლება გავლენა მოეხდინა დასაქმებული პირების
შრომის ანაზღაურებაზე, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე შესაბამისი დასაქმებული პირების მიერ გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადის კუთხით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
თუმცა,
კანონპროექტის მიღების დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი რეგულაციების ამოქმედება,
რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საჯარო დაწესებულბების ბიუჯეტზე, საჭირო იქნება
მინიმუმ არსებული ფორმით გაწერილი ბიუჯეტის სხვაგვარი კორექტირება, სადაც
გათვალისწინებული იქნება ყველა ის ხარჯი იმ მოცემულობით, რაც აუცილებელია ახალი
რეგულაციების ამოქმედებისთვის. ამასთან, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას,
გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არ დადგება ბიუჯეტის
გაზრდისა თუ სხვაგვარი კორექტირების საჭიროება, რომელსაც შესაძლოა ადგილი ქონდეს
გარდამავალი პერიოდის გადავადების შეუძლებლობის შემთხვევაში. საჯარო სამართლის
იურიდიულ პირთა კატეგორიზაცია, რომელიც
მათ განსხვავებული რეგულაციების
პირობებში მოაქცევს, ერთი მხრივ, დასაქმებულ პირთა სამათლებრივ სტატუსზე იქონიებს
გავლენას, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთან მიმართებაში ბიუჯეტით
გაწერილ შრომის ანაზღაურების საკითხზე, რაც პირდაპირ კავშირშია დაწესებულების
ბიუჯეტთან. ამასთან, გარდამავალ პერიოდში რიგი აქტივობების განხორციელებას შესაძლოა
თან სდევდეს გარკვეული სახის ხარჯები, რომელიც ინდივიდუალურად იქნება შესაფასებელი
დაწესებულების რესურსებისა და საჭიროების გათვალისწინებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე
კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
დაწესებულებებში
დასაქმებულ
სუბიექტთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტით გარდამავალი პერიოდი
გახანგრძლივდება. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღება არ მოხდება, დაწესებულებაში
დასაქმებულ სუბიექტთა სამართლებრივი სტატუსის სხვაგვარი მოწესრიგება, ახლებურად
მოითხოვს მათი როლისა და ადგილის არსებულ სტრუქტურაში განსაზღვრას, რაც
ინსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად ფინანსური გავლენის მატარებელი შეიძლება
აღმოჩნდეს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
და
სხვა
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.