„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- სპორტის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004,
მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) კულტურის;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ 1) სპორტის;“.
მუხლი 2.
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს
კულტურის სამინისტროდ და საქართველოს სპორტის სამინისტროდ.
2. კულტურის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს კულტურის სამინისტროს და
საქართველოს კულტურის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს
უფლებამონაცვლედ
კულტურის
მიმართულებით
საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
3. სპორტის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს სპორტის სამინისტროს და
საქართველოს სპორტის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს
უფლებამონაცვლედ
სპორტის
მიმართულებით
საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. კულტურის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს კულტურის
სამინისტრო, ხოლო სპორტის მიმართულებით საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების
კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ - საქართველოს სპორტის სამინისტრო.
5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სხვა,
შესაბამისი
უწყებების
საქმიანობასთან
დაკავშირებით
მიღებული/გამოცემული
სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული
შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების
მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების
შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის
უფლებამონაცვლე უწყებებს.
6. ამ კანონის ძალაში შესვლისას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში
დასაქმებული პირები (საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირები) უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ საქართველოს კულტურის სამინისტროში ან
საქართველოს სპორტის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის
ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში,
ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - მის ტოლფას თანამდებობებზე.
7. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეიქმნას კომისია, რომელიც
განსაზღვრავს შესაბამის უფლებამონაცვლე სამინისტროს, რომელშიც გადაყვანილ უნდა იქნეს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამ კანონის ძალაში შესვლისას
დასაქმებული თითოეული პირი (საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირი). ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისია გადაწყვეტილებას იღებს
საჯარო მოხელის/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის განხორციელებული
საქმიანობის,
სამსახურებრივი
ფუნქცია-მოვალეობებისა
და
კვალიფიკაციის
გათვალისწინებით.
8. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი
კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო
მონაცემების მიხედვით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს სპორტის
სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის გადაცემას.
ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
9. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული
პირების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოვალეობები გადაეცეს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის სფეროში
მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით, ხოლო საქართველოს
სპორტის სამინისტროს სპორტის სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან
მიმართებით.
10. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, უფლებამონაცვლე სამინისტროები,
უფლებამოსილი არიან დაიწყონ სამინისტროში ან/და მათ სისტემაში (სტრუქტურაში),
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სათანადო
ღონისძიებების
განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად,
რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი.
11. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის
ვადაში, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო უწყებების წარდგინებით, უზრუნველყონ
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების
შემთხვევაში სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული
აქტების) მიღება/გამოცემა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, აგრეთვე, მე-2 მუხლის პირველი - მე-6 პუნქტებისა და
მე-8 - მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი, აგრეთვე, მე-2 მუხლის პირველი - მე-6 პუნქტები და მე-8 - მე11 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში
სტრუქტურული ცვლილების განხორციელების საჭიროებით. საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება საქართველოს
კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის
მიმართულებით გადაეცემა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხოლო სპორტის
მიმართულებით - საქართველოს სპორტის სამინისტროს.
საქართველოში კულტურისა და სპორტის დარგების განვითარება სახელმწიფო
პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული მიმართულებებია, არსებული
სამინისტროს ნაცვლად დარგობრივი სამინისტროების დამოუკიდებლად შექმნა კი
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კულტურისა და სპორტის სფეროებში სახელმწიფოს
გაცხადებული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და დასახული ამოცანების ეფექტიანად
განხორციელებას. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია ბოლო პერიოდში სპორტის სფეროში
ქართველი სპორტსმენების გამორჩეული მიღწევები და წარმატებები, რამაც კიდევ უფრო
გაზარდა სპორტის მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა. ამასთან, როგორც
სპორტის, ასევე კულტურის დარგში ცალკე სამინისტროს შექმნა ამ უმნიშვნელოვანესი
დარგების კიდევ უფრო სწრაფი განვითარების დამატებითი მექანიზმი იქნება და სახელმწიფო
მხარდაჭერის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება დადებითად აისახება მაღალი
მიღწევების სპორტის შედეგებსა და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე. აღნიშნული
ცვლილებებით სპორტის სფეროში არსებული მენეჯმენტის სისტემა მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფინანსების ეფექტიან ხარჯვას და ამ
სფეროში ჩართული სუბიექტების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
კულტურის სფეროს მასშტაბისა და თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოს
კულტურის სამინისტროს გამოყოფა საფუძველს შექმნის, რომ უფრო მეტად განვითარდეს
კულტურის შესაბამისი დარგები და ჩამოყალიბდეს მათი მართვის თანამედროვე მოდელი.
აღნიშნული ორიენტირებული იქნება კულტურის ხელმისაწვდომობაზე, კულტურული
მემკვიდრეობის დაცვასა და ხელოვანთა მხარდაჭერაზე.
გარდა ამისა, ორივე სფერო განსხვავდება თავისი სპეციფიკით, რაც დარგობრივი პოლიტიკის
განხორციელებისას განსხვავებული მიდგომების გამოყენებას საჭიროებს, შესაბამისად,
სამინისტროს, როგორც ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის
განმახორციელებელ ორგანოს ფუნქციები მეტად ეფექტიანად განხორციელდება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორად გაყოფის შემთხვევაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს სამინისტროებს განსაზღვრავს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, შესაბამისად,
არსებული სამინისტროს რეორგანიზაციისა და ახალი სამინისტროების შექმნისათვის
საჭიროა ცვლილების განხორციელება ამავე კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება საქართველოს კულტურის სამინისტრო და
საქართველოს სპორტის სამინისტრო, ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება ამ
ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-14 მუხლის მე2 პუნქტში, კერძოდ, ახლებურად ყალიბდება „ე1“ ქვეპუნქტი და ნორმას ემატება „თ1“
ქვეპუნქტი, შესაბამისად, სამინისტროების ჩამონათვალში საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ნაცვლად, აისახება საქართველოს კულტურის სამინისტრო და
საქართველოს სპორტის სამინისტრო.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად:
დგინდება სამინისტროთა უფლებამონაცვლეობის საკითხი, კერძოდ, საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის
მიმართულებით გადაეცემა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხოლო სპორტის
მიმართულებით - საქართველოს სპორტის სამინისტროს და შესაბამისად, ეს სამინისტროები
ჩაითვლებიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ
შესაბამისი დარგობრივი მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მათთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ანალოგიურად, საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება
საქართველოს კულტურის სამინისტრო კულტურის, ხოლო საქართველოს სპორტის
სამინისტრო სპორტის მიმართულებით.
სამართლებრივ აქტებთან მიმართებით დგინდება, რომ საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების
საქმიანობასთან
დაკავშირებით
მიღებული/გამოცემული
სამართლებრივი
აქტები
შეინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი
სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ
აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭებათ შესაბამის
უფლებამონაცვლე უწყებებს.
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით განისაზღვრება, რომ კანონის ძალაში
შესვლისას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული პირები
(საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) უკონკურსოდ
იქნებიან გადაყვანილი საქართველოს კულტურის სამინისტროში ან საქართველოს სპორტის
სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე
ეკავათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო ასეთი თანამდებობის
არარსებობის შემთხვევაში, თანამშრომლები გადაყვანილი იქნებიან შესაბამის ტოლფას
თანამდებობებზე. ამ მიზნით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში
შეიქმნება კომისია, რომელიც კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრავს თუ რომელ
უფლებამონაცვლე სამინისტროში უნდა იქნეს გადაყვანილი საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროში კანონის ძალაში შესვლისას დასაქმებული თითოეული პირი (საჯარო
მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). კომისია გადაწყვეტილებას
მიიღებს
საჯარო
მოხელის/შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებული
პირის
განხორციელებული
საქმიანობის,
სამსახურებრივი
ფუნქცია-მოვალეობებისა
და
კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტივებსა და ვალდებულებებთან
მიმართებით, საქართველოს მთავრობას დაევალება კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში
შესაბამისი კომისიის შექმნა, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს
კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და
საქართველოს სპორტის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე
ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი
საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული
სამინისტროებისთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა.
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ
პირებთან მიმართებით დგინდება, რომ ამ საწარმოების მართვის უფლებით გადაცემის
თაობაზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლება-მოვალეობები გადაეცემა საქართველოს
კულტურის სამინისტროს კულტურის სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ
პირებთან მიმართებით, ხოლო საქართველოს სპორტის სამინისტროს - სპორტის სფეროში
მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით.
კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უფლებამონაცვლე სამინისტროები
უფლებამოსილნი იქნებიან, დაიწყონ რეორგანიზაცია (მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის
საფუძველზე ოპტიმიზაცია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს დაევალებათ, კანონის
ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში (საჭიროების შემთხვევაში, სათანადო უწყებების
წარდგინებით) უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ნორმატიული აქტების (მათ
შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის მიღება ემსახურება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517
დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიით“
კულტურისა და სპორტის სფეროებში საქართველოს მთავრობის მიერ დასახული მიზნებისა
და ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას.
ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების დამოუკიდებლად ფუნქციონირება
გათვალისწინებულია „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“
სამთავრობო პროგრამით (2025-2028).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლისა, აგრეთვე, მე-2 მუხლის პირველი - მე-6 პუნქტებისა და
მე-8 - მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება, რათა კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ამოქმედების საფუძველზე,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში კანონის ამოქმედებისას
დასაქმებულმა
თანამშრომლებმა
უწყვეტად
განაგრძონ
საქმიანობა
კანონით
გათვალისწინებულ უფლებამონაცვლე სამინისტროებში. კანონის პირველი მუხლი, აგრეთვე,
მე-2 მუხლის პირველი - მე-6 პუნქტები და მე-8 - მე-11 პუნქტები ამოქმედდება 2025 წლის 1
იანვრიდან, რაც დაკავშირებულია ახალი კალენდარული წლის დასაწყისთან. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რამდენადაც
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება და მოსამზადებელი
ღონისძიებების დასრულება 2025 წლის 1 იანვრამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის ამოქმედებისა და საშუალოვადიანი პერიოდის ფინანსური წყაროა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ვინაიდან, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს აპარატის (33 01 01) შრომის
ანაზღაურება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის (მეორე წარდგენა) თანახმად შეადგენდა 6,028,000 ლარს, ხოლო თითოეულ სამინისტროს ნაწილში ჯამურად განისაზღვრა -
8,220,400.00 ლარით, მათ შორის: კულტურის სამინისტრო (33 01 01) - 5 126 300 ლარი, სპორტის
სამინისტრო (34 01 01) - 3,094,100 ლარით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები ნარჩუნდება
მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა
შესაბამისი რესურსი. ამასთან აღსანიშნავია, რომ სპორტის სამინისტრო საწყის (ფორმირების)
ეტაპზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში განთავსებული იქნება კულტურის
სამინისტროს შენობაში. ამასთან, სამინისტროების მიერ მათი ძირითადი ფუნქციების
გატარებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების
ოპტიმიზაციის მიმართულებით საჭიროებები გამოიკვეთება ეტაპობრივად 2025 წლის
განმავლობაში.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენისთვის) მიხედვით კულტურის
სამინისტროს ბიუჯეტი (33 00) განსაზღვრა 297,649,500 ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს
(34 00) ბიუჯეტი 298,465,500 ლარით, მათ შორის სპორტის სამინისტროს პროგრამები მოიცავს:
1) 34 01 საქართველოს სპორტის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და
პროგრამების მართვა - 4,574,500 ლარი;
2) 34 02 მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია 236,670,000 ლარი;
3) 34 03 სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 40,940,000 ლარი;
4) 34 04 სპორტის დაწესებულებების ხელშეწყობა - 6,281,000 ლარი
5) 34 05 სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა 10,000,000 ლარი.
ორივე სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმა ჯამში შეადგენს - 596,115,000
ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება (გარდა სამინისტროს გაყოფის შემდეგ, თითოეული
სამინისტროს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით არსებულ ვაკანტურ
თანამდებობებზე შემდგომში დანიშნული პირების შემთხვევისა) რამდენადაც კანონის ძალაში
შესვლისას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული პირები
(საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) უკონკურსოდ
იქნებიან გადაყვანილი საქართველოს კულტურის სამინისტროში ან საქართველოს სპორტის
სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე
ეკავათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო ასეთი თანამდებობის
არარსებობის შემთხვევაში - მის ტოლფას თანამდებობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.