„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 20/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.102125) მე-2 მუხლის
მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „გ“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
ავტორობით
მომზადებული
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (2231-IXმს-Xმპ) და „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2232-IXმს-Xმპ)
საქართველოს კანონები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
119-ე
მუხლს
დაემატა
ახალი
სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა იმ სატრანსპორტო
საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ
ნორმებს აღემატება. სანქციის სახით განისაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის
შემცირება 10 ქულით, სანქცია აგრეთვე დაწესდა მითითებული ქმედების განმეორებით
ჩადენისთვის. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებით მიეთითა, რომ სატრანსპორტო
საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით,
ხოლო
სატრანსპორტო
საშუალების
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის წესი −
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 15 დეკემბერს მიღებული
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
(4010-XIIIმს-Xმპ),
სატრანსპორტო
საშუალების
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღად
განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი.
მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის
დასაშვები ნორმები და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის
დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი ხმაურის შემოწმებისას აუცილებელია შესაბამისი ხელსაწყოს შეძენა, რა მიზნითაც
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს ბაზარზე არსებული სპეციალური
ხელსაწყოების ტექნიკურ მახასიათებლებსა და მათ საბაზრო ღირებულებას. ამჟამად ხელსაწყოს
ზუსტი სახე და მისი საბაზრო ღირებულება დადგენილი არ არის. მითითებული კვლევის
დასრულების შემდეგ მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და
სათანადო ხელსაწყოების შეძენა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკანონმდებლო ცვლილებებით
განსაზღვრული სამართალდარღვევის მარეგულირებელი ნორმების ეფექტური აღსრულება.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
აუცილებელია,
რომ
მოცემული
სამართალდარღვევისთვის დაწესებული პასუხისმგებლობა ამოქმედდეს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი ხელსაწყოს შეძენისა და სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების მიღების შემდეგ, რაც საჭიროებს რეგულაციის ამოქმედების ვადის
გადაწევას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი
ნორმების ამოქმედების გადავადებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში (4010-XIIIმს-Xმპ).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმები ამოქმედების ვადა გადაიწევს 2026 წლის 1
იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიხედვით,
ცვლილება
შედის
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის (4010-XIIIმს-Xმპ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და
სამართალდარღვევა, რომლითაც დგინდება პასუხისმგებლობა იმ სატრანსპორტო საშუალების
მართვისთვის,
რომლის
ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი
ხმაური
დადგენილ
ნორმებს
აღემატება, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, კანონში არსებული მითითება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის
დადგენილებით უნდა განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანებით − სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ
ნორმებთან შესაბამისობის დადგენის წესი, ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან (ნაცვლად 2025
წლის 1 იანვრისა).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის
საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების თანახმად,
სატრანსპორტო
საშუალების
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა
გადაიწევს. კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება
საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც წესდება პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების
მართვისთვის,
რომლის
ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი
ხმაური
დადგენილ
ნორმებს
აღემატება. აღნიშნული სამართალდარღვევა სანქციის სახით ითვალისწინებს 100 ლარის
ოდენობით ჯარიმის გადახდას. დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო მისი მესამე და ყოველი შემდეგი განმეორებისთვის
სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
საგულისხმოა, რომ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის სამართალდარღვევათა
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ
სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკანონმდებლო
ცვლილება
გავლენას
მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული დარღვევებისთვის
დაწესებული
ჯარიმის
გადახდისას,
სამართალდამრღვევის
მიერ
თანხის
ჩარიცხვა
განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე, პირის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის
გადაუხდელობისას
მას
მოუწევს
საურავის
გადახდაც.
იმის
გათვალისწინებით,
რომ
დასახელებული ნორმები 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან,
დასახელებული ჯარიმისა და საურავის ოდენობა გავლენას მოახდენს არა 2025 წლის ბიუჯეტზე
არამედ, 2026 წლის 1 იანვრიდან გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ხოლო
აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილების
თანახმად,
სატრანსპორტო
საშუალების
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა
გადაიწევს. კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება
საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც წესდება პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების
მართვისთვის,
რომლის
ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი
ხმაური
დადგენილ
ნორმებს
აღემატება. აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო უზრუნველყოფს სათანადო მახასიათებლების ხელსაწყოს შეძენას, რომლითაც
შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის
გაზომვა. საგულისხმოა, რომ შესაბამისი შესყიდვის განხორციელებამდე საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო სწავლობს ბაზარზე არსებულ სპეციალურ ხელსაწყოებს, იკვლევს მათ
ტექნიკურ მახასიათებლებსა და საბაზრო ღირებულებას. ამჟამად ხელსაწყოს ზუსტი სახე და
მისი საბაზრო ღირებულება დადგენილი არ არის. სწორედ აღნიშნული ბაზრის კვლევის
საფუძველზე მოხდება შესაბამისი რაოდენობის სპეციალური ხელსაწყოების შესყიდვა. იმის
გათვალისწინებით, რომ ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური ხელსაწყოების ტექნიკურ
მახასიათებლებსა და საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებული კვლევა, დასახელებული
ხელსაწყოს ღირებულება ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის. ხოლო, აუცილებელი ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საკუთარი შემოსავლების
ფარგლებში.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2025 წლის 1
იანვრამდე პერიოდისა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები,
ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით − სატრანსპორტო საშუალების
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის წესი,
აღნიშნული დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, რომელთა დაფინანსება
განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში.
ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ არის შემუშავებული, ამ
ეტაპზე
არ
არის
განსაზღვრული
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ის
სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვას. ამასთან, კანონით გათვალისწინებულ
ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს არსებული ადამიანური რესურსის
გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების
თანახმად,
სატრანსპორტო
საშუალების
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა
გადაიწევს. კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება
საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც წესდება პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების
მართვისთვის,
რომლის
ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი
ხმაური
დადგენილ
ნორმებს
აღემატება. აღნიშნული სამართალდარღვევა სანქციის სახით ითვალისწინებს 100 ლარის
ოდენობით ჯარიმის გადახდას. დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო მისი მესამე და ყოველი შემდეგი განმეორებისთვის
სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
საგულისხმოა, რომ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის სამართალდარღვევათა
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ
სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისთვის პირები
2025 წლის 1 იანვრიდან აღარ დაჯარიმდებიან, რაც გავლენას მოახდენს მათ ფინანსურ
მდგომარეობაზე. დასახელებული ცვლილებები 2026 წლის 1 იანვრიდან გავლენას მოახდენს იმ
პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც აღნიშნული ქმედებისთვის დაჯარიმდებიან.
ამასთან, თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, მას დამატებით დაეკისრება საურავის გადახდაც.
ყოველწლიური ფინანსური დანახარჯის ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევათა
ჩადენის სიხშირეზე.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის
მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის გადაწევა გავლენას ახდენს პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ მათ 2026 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2025 წლის 1
იანვრამდე პერიოდისა) მოუწევთ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი
ხმაურის გამომწვევი ხარვეზების აღმოფხვრა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა
მდგომარეობაზე.
გენდერული თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.