„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
14.12.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 189-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, რეგლამენტის 28ე მუხლის პირველი და 61 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებს და შემადგენლობას
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო.”.
2. 190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 190. მეგობრობის ჯგუფები
1. სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის
დასამყარებლად პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.
2. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს და შემადგენლობას
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო.
3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტი,
რომელიც
გაწეული
საქმიანობის
ანგარიშს
ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
4. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში
ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას,
ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს
10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.“.
3. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 202. ოლქის დელეგატის ბიურო
1. მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან
კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის
მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული
ოლქის დელეგატის ბიურო.
2. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი,
აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც
პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები
ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან და ექვემდებარება ჩამოწერას ოლქის
დელეგატის ბიუროს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვისთანავე. ოლქის დელეგატი
ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს
წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს
ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.“.
4. 210-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 210. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატების
შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი
1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი
კომისიის 3 წევრი ინიშნება პარლამენტის წევრთაგან, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი
კომისიის 2 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით ნიშნავს
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი
პარლამენტის წევრია გაერთიანებული, ხოლო ერთ წევრს თავის წევრთაგან, თავის
მიერვე დადგენილი წესით − საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქცია,
რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალი შესაბამისი ფრაქცია საპენსიო ფონდის მმართველობითი
საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრს ვერ დანიშნავს,
შესარჩევი კომისიის წევრის დანიშვნის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე
მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი
რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც
პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
3. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი
კომისიის ახალი წევრი უნდა დაინიშნოს ახალი მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო
შესაბამისი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 30
კალენდარული დღისა. თუ შესარჩევი კომისიის ახალი წევრის დანიშვნისას ამ
მუხლით განსაზღვრული ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის
სესიებს შორის პერიოდს, ვადები შესაბამისი დროით გაგრძელდება.“.
მუხლი 2.
1.
ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საერთაშორისო
საპარლამენტთაშორისო
ორგანიზაციებთან
რეგულარული
ურთიერთობისთვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შექმნის შესახებ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით. აგრეთვე სხვა სახელმწიფოების
პარლამენტებთან
რეგულარული
ურთიერთობის
დასამყარებლად
პარლამენტში
დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები. რომელთა შემადგენლობა, ასევე,
მტკიცდება პარლამენტის დადგენილებით. გამომდინარე იქედან, რომ მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები ხშირად
იცვლება, მართებულია არსებობდეს მათი ხელმძღვანელებისა და შემადგენლობების
ცვლილების
პარლამენტის
უფრო
მოქნილი
და
დადგენილებით
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
ხელმძღვანელები
და
მარტივი
მექანიზმი,
დამტკიცებისა.
შესაბამისად,
დელეგაციებისა
შემადგენლობები
ნაცვლად
და
საგარეო
ცვლილების
მიზანშეწონილია
მეგობრობის
ჯგუფების
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს პარლამენტის ბიურომ.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებით მოხდა
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რის შემდგომაც აღარ
იარსებებს რეგიონალური წარმომადგენლობის - მაჟორიტარების ინსტიტუტი. თუმცა,
მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და კომპეტენტური რეაგირების
მოხდენის მიზნით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები უფლებამოსილნი
იყვნენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე
მუხლის
61
პუნქტით
განსაზღვრული
წესით
ჰყოლოდათ
თავიანთი
ოლქის
დელეგატობის კანდიდატი და შემდგომ დელეგატი.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო
დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში
ოლქის დელეგატის მონაწილეობის მიზნით საჭიროა ადგილზე შეიქმნას
ოლქის
დელეგატის ბიურო. მსგავსად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის
წევრის ბიუროსი (იხ.: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის
მოქმედი რედაქცია), ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და
საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა საჭიროა განისაზღვროს
დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს
პარლამენტის ბიურო. ამასთან, საჭიროა განისაზღვროს ოლქის დელეგატის ბიუროს
1
ხარჯების ანაზღაურების წყარო, გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშგებისა და სხვა
საკითხები.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 27 ივნისს მიღებული „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო
ფონდის
მმართველობითი
შესარჩევი
კომისია
შეარჩევს
საბჭოს
პირველად
მმართველობითი
საბჭოს
დაკომპლექტებისთვის
შესაბამისი
წევრობის
კანდიდატებს. შესარჩევი კომისია შედგება 8 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები
არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
მინისტრი,
საქართველოს
პარლამენტის 3 წევრი და 2 დამოუკიდებელი წევრი. შესაბამისად, საჭიროა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის
მმართველობითი საბჭოს შესაბამისი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის
წევრების (საქართველოს პარლამენტის 3 წევრი) დანიშვნის წესს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად:
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
შემადგენლობას
საგარეო
დელეგაციების
ურთიერთობათა
ხელმძღვანელებს
კომიტეტის
და
თავმჯდომარის
წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
მეგობრობის
ჯგუფების
ურთიერთობათა
ხელმძღვანელებს
კომიტეტის
და
თავმჯდომარის
შემადგენლობას
წარდგინებით
საგარეო
დაამტკიცებს
პარლამენტის ბიურო.
ადგილზე, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს
ნაცვლად იფუნქციონირებს ოლქის დელეგატის ბიურო და განსაზღვრული იქნება
ოლქის ბიუროს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული იქნება საპენსიო
ფონდის მმართველობითი საბჭოს შესაბამისი წევრობის კანდიდატების შესარჩევი
კომისიის წევრების (საქართველოს პარლამენტის 3 წევრი) დანიშვნის წესი.
2
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის თანახმად, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების
ხელმძღვანელებს
და
შემადგენლობას
თავმჯდომარის
წარდგინებით
საგარეო
დაამტკიცებს
ურთიერთობათა
პარლამენტის
კომიტეტის
ბიურო.
აგრეთვე
მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს და შემადგენლობას საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ამასთან,
მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან
კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის
მონაწილეობის მიზნით ადგილზე, ნაცვლად მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროსი, იფუნქციონირებს საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული ოლქის
დელეგატის ბიურო; ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და
საქმიანობის
წესი,
აგრეთვე
დაფინანსების
წესი
და
ოდენობა
განისაზღვრება
დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს
პარლამენტის ბიურო; ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯები, მსგავსად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს
ხარჯებისა ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან და დაექვემდებარება ჩამოწერას
ოლქის დელეგატის ბიუროს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვისთანავე. ოლქის დელეგატი
ვალდებულია
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტს
წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია
ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. ასევე, საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
განსაზღვრული
იქნება
საპენსიო
ფონდის
მმართველობითი საბჭოს შესაბამისი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის
წევრების (საქართველოს პარლამენტის 3 წევრი) დანიშვნის წესი.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის
მიმართ.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგლამენტის, გარდა მისი პირველი მუხლის მე-3
პუნქტისა, სრულად ასამოქმედებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელება ან/და
დრო არ არის საჭირო, ის ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამ რეგლამენტის პირველი
3
მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. რეგლამენტის პროექტი არ
ითვალისწინებს რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია
მიმდინარე საშემოდგომო სესიის დასრულების მოახლოებით.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყაროა პარლამენტის ასიგნებები.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რაც გამოხატული იქნება ოლქის დელეგატის ბიუროში პოტენციურად
დასასაქმებელ პირთა საშემოსავლო და კანონით დადგენილი სხვა გადასახადების
შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
4
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღებას ფინანსური გავლენა ექნება იმ ფიზიკურ პირებზე,
რომლებიც დასაქმდებიან ოლქის დელეგატის ბიუროში.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
რეგლამენტის
პროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ახდენს
გავლენას
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
5
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის
მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
რეგლამენტის
პროექტის
მსგავსი
კანონის
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი,
გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი,
გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა.
6