„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა
ნომერი
#07-3/2/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები, მაღალმთიანი რეგიონების ცალკეული წარმომადგენლები: შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ნახევარს უნდა შეადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერების, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატების შეყვანის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა მიზნად ისახავს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტთან. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებით მოხდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რის შემდგომაც აღარ იარსებებს რეგიონალური წარმომადგენლობის - მაჟორიტარების ინსტიტუტი. თუმცა, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და კომპეტენტური რეაგირების მოხდენის მიზნით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები უფლებამოსილნი იყვნენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული წესით ჰყოლოდათ თავიანთი ოლქის დელეგატობის კანდიდატი და შემდგომ დელეგატი. შესაბამისად, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ნაცვლად „შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებისა“ უნდა მიეთითოს საქართელოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატები“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. 1 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრების შესაბამისი წარმომადგენლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, მთის განვითარების საბჭოში შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების ნაცვლად წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილების სრულად ასამოქმედებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელება ან/და დრო არ არის საჭირო, ის ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში არ შეფერხდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა შესაბამისი წარმომადგენლობა. 2 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის რაიმე დამატებით ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული მოხდენასთან. 3 ფინანსური გავლენის ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ 4 წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა. 5