„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.11.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/7/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.102129) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის ის გრაფები, რომლებშიც მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36 ნაწილები, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე პროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, დასახელებული რეგულაციები 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 15 დეკემბერს მიღებულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (4011-XIIIმს-Xმპ), რომლითაც გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება. დასახელებული კანონით, აღნიშნული რეგულაციების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი. ვინაიდან მოცემული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესებული პასუხისმგებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდარღვევის ჩადენისთვის ქულების შემცირების მექანიზმიც ძალაში შევიდეს აღნიშნული თარიღის შესაბამისად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, სანქციის სახით დაწესებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირების ამოქმედების გადავადებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (4011-XIIIმს-Xმპ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის ის გრაფა, რომელშიც მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 344, 35 და 36 ნაწილები, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანი მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით სამართალდარღვევა, რომელიც პასუხისმგებლობას აწესებს იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად სანქციასთან ერთად ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირებას. საგულისხმოა, რომ სამართალდამრღვევს, რომელსაც ქულების ამოწურვის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა, ეს უფლება აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე. ამასთან, პირს მართვის უფლება ვადამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის დადგენილია გარკვეული საფასური, რომელიც გადაიხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. დასახელებული საფასური მოიცავს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული და თეორიული გამოცდის საფასურს, რაც განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით და დიფერენცირებულია სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით. ამასთან, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის გადაწევა, 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შემოსავლების ზრდა არ მოხდება. მოსალოდნელია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან გაიზარდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები იმ შემთხვევებში, როდესაც მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების ამოწურვისას პირი აირჩევს მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით პასუხისმგებლობას აწესებს იმ სატრანსპორტო სამართალდარღვევა, საშუალების მართვისთვის, რომელიც რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად სანქციასთან ერთად ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირებას. პირი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან ჩაიდენს მითითებულ სამართალდარღვევას და რომელსაც ქულების ამოწურვის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა, ეს უფლება აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე. ამასთან პირს, მართვის უფლება ვადამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის დადგენილია გარკვეული საფასური, რომელიც გადაიხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. დასახელებული საფასური მოიცავს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული და თეორიული გამოცდის საფასურს, რაც განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით და დიფერენცირებულია სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, სანქციის სახით პირებს 2025 წლის 1 იანვრიდან აღარ შეუმცირდებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა, ამიტომ ამ საფუძვლით მათ აღარ მოუწევთ მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის მიზნით გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა. წარმოდგენილი პროექტით, 2026 წლის 1 იანვრიდან გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით აირჩევენ მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.