„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი
ნომერი
#07-3/3/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/12/2022 სარეგისტრაციო კოდი: 470120010.05.001.020760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 41-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდეს ამ კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;“; ბ) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად უანგარობის პრინციპის დაცვა; დ) 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა. ამ მიზნით აღნიშნულ თარიღამდე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრულ ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარუდგინოს სათანადო განცხადება და ახალ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ თარიღამდე სისხლის დაწესებულებაზე (სისხლის გადასხმის დაწესებულებაზე/სისხლის ბანკზე) ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ლიცენზიის გამცემი შესაბამისი ორგანო ამ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და განსაზღვრულ ვადაში. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.“; გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. 3. 2026 წლის 1 აპრილამდე პირს უფლება აქვს, სისხლი ან სისხლის კომპონენტი გაიღოს ფულადი ანაზღაურებით ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 1 2. 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მიიღოს დადგენილებები: ა) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დონორის წახალისების მექანიზმების განსაზღვრის შესახებ, საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესისა და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების ზღვრული ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ყოველწლიურად გადაანგარიშებული ზღვრული ფასების დამტკიცების შესახებ; გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარების, კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების დანერგვის შესახებ. 2. მინისტრმა 2025 წლის 1 ოქტომბრამდე გამოსცეს: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ტრანსფუზიის განხორციელების მეთოდოლოგიისა და კლინიკური ჩვენებების დამტკიცების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანება სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის წესის დამტკიცების შესახებ; გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჰემოზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ; ბრძანება დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების, აგრეთვე მათთან შესაბამისობის წესის დამტკიცების შესახებ; ე) ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ; ბრძანება ვ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ; ზ) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების წესების დამტკიცების შესახებ; თ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ლაბორატორიული დიაგნოსტიკური მომსახურებების მიწოდებისადმი მოთხოვნების აღწერილობის დამტკიცების შესახებ; ი) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება/ბრძანებები სისხლისა და მისი კომპონენტების ტესტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და პროცედურების (მათ შორის, ტრანსფუზიით გადამდებ ინფექციებზე სეროლოგიურ, მოლეკულურ, იმუნოჰემატოლოგიურ და სხვა ლაბორატორიულ ტესტირებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და პროცედურების) დამტკიცების შესახებ; კ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადებისა და ხარისხის კონტროლისადმი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; ლ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ეტიკეტირების წესების, აგრეთვე ავტოლოგიური სისხლისა და მისი კომპონენტების ეტიკეტირების წესების დამტკიცების შესახებ; 2 მ) ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტისა და იმპორტის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ; ნ) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. 3. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი−მე-9 მუხლები, მე-11 მუხლის მე-2−მე-6 და მე-8−მე-10 პუნქტები და მე-12−მე-40 და 43-ე მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. კანონის მოქმედი რედაქციის გარდამავალი დებულების მიხედვით, ამავე კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც ფუნქციონირებს „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების წლის დარეგისტრირდეს ამ შესაბამისად, კანონით ვალდებულია გათვალისწინებული 2024 არასამეწარმეო 1 დეკემბრამდე (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. დღეისათვის ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს მხოლოდ 8. აღნიშნული დაწესებულებების მიერ უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება საშუალოდ 95 000 დონაცია, საიდანაც მზადდება 215 000მდე სისხლის კომპონენტი, რაც სრულად ფარავს ქვეყნის საჭიროებას სისხლსა და სისხლის კომპონენტებზე. დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესისა და კანონით გათვალისწინებული ფასიანი რუტინული დონორობის სრულად უანგარო პრინციპით ჩანაცვლებისთვის საჭირო ღონისძიებების მხედველობაში მიღებით, იმისათვის, რათა ორგანიზაციულმა საკითხებმა ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს და არ განაპირობოს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების რაიმე ფორმით შეფერხება, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილი ვადის (2024 წლის 1 დეკემბერი) გადაწევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად დამუშავების ეტაპზეა სახელმწიფოს მიერ ცენტრალური სისხლის დაწესებულების შექმნისა და ჩამოყალიბების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილია კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის დადგენილი ვადების ხელახლა განსაზღვრა და 4 კანონის ცალკეული ნაწილების ამოქმედების გონივრული პერიოდით, პროპორციულად გადავადება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროა კანონის ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებები (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ვალდებული იქნებიან, 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ ამავე კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, ნაცვლად 2024 წლის 1 დეკემბრისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს თანმდევი ვალდებულებების პროპორციულ გადავადებას. შედეგად, ამ დროის განმავლობაში სამედიცინო სექტორი უკეთ მოემზადება ზემოთ აღწერილი მნიშვნელოვანი ცვლილებების გასატარებლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის (2024 წლის 1 დეკემბერი) ცვლილებას. კერძოდ, პროექტის თანახმად, უსაფრთხოების „ადამიანის შესახებ“ სისხლისა საქართველოს და კანონის მისი კომპონენტების ამოქმედებამდე ხარისხისა მოქმედი და სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც ფუნქციონირებს „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ვალდებული იქნებიან, 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ ამავე კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. აღნიშნული მიდგომის პარალელურად, ცვლილებები ასევე შეეხება თანმდევი ღონისძიებების პროპორციულ გადავადებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის მიზნიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. 5 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია მთელი რიგი ახალი მიდგომები, როგორიცაა სისხლის დაწესებულებების არსებობა მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით, დონორობის უანგარობა, სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის ნორმების უზრუნველყოფა, ექსპორტ - იმპორტის რეგულირება და ა.შ. მოცემული ვალდებულებების შეუსრულებლობა, დაკავშირებული იქნება პასუხიმგებლობის შესაბამის ზომებთან და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენებთან, გადახდილი საჯარიმო სანქციების შესაბამისად, მოცემული ეტაპისთვის, რამდენადაც ხდება ზემოაღნიშნული დებულებების გადავადება, პროპორციულად გადავადდება, მაგალითად, ის შესაძლო გალენებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათი შეუსრულებლობისათვის არსებულ სანქციების დაკისრებასთან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღების შედეგად, ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება დარჩება უცვლელი, რადგან მაგალითისთვის, დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შემთხვევაში, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, არ შეიცვლება არსებული მდგომარეობა, რამდენადაც დაწესებულება, სადაც ისინი არიან 6 დასაქმებული არსებული სამართლებრივი სტატუსით შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას 2025 წლის 1 სექტემბრამდე ასევე, იმ პირთა ფინანსური მდგომარეობა, რომელებიც სარგებლობენ დაწესებულების სერვისებით დარჩება უცვლელი. თავად დაწესებულებებისთვის მოხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად გარდაქმნისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივება - 2025 წლის 1 სექტემბრამდე, რა ვადის განმავლობაშიც, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, უცვლელი დარჩება ფინანსური გავლენები კანონის სხვა ვალდებულების მიმართულებებითაც, ისეთები როგორიცაა განახლებული სალიცენზიო პირობების და უსაფრთხოების რეგულაციების დაკმაყოფილება, ექსპორტ - იმპორტის პროცედურები, უანგარო დონაცია და სხვა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ გადასახდელის დადგენას. ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული ზეგავლენის შეფასება თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან 7 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტების ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი 8