„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი
ნომერი
#07-3/3/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 15092 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2025 წლის 1 სექტემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წინამდებარე კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების განხორციელებას, რაც განპირობებულია „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტში განსახორციელებელი ცვლილებით. „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლის დაწესებულება შეიძლება შეიქმნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით. ამასთანავე, აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც შექმნილია „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ვალდებულია 2024 წლის 1 დეკემბრამდე დარეგისტრირდეს ამ კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით. აღნიშნული დაწესებულებები ფუნქციონირებენ მეწარმე სუბიექტების (სამეწარმეო იურიდიული პირების) სამართლებრივი ფორმით. დღეს ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელთაგან ფუნქციონირებს არასამეწარმეო მხოლოდ 8. (არაკომერციული) იმისათვის, რომ იურიდიული დაწესებულებების პირის ფორმით ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების ეტაპზე ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადის (2024 წლის 1 დეკემბერი) გადავადება. აქვე, დამატებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს მიერ ცენტრალური 2 სისხლის დაწესებულების შექმნისა და ჩამოყალიბების ორგანიზაციულ- სამართლებრივ საკითხებზე. შესაბამისად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ დარგში მომუშავე ორგანიზაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის დარეგისტრირებული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ასეთ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ საქმიანობის შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხებები სისხლის მიწოდების პროცესში. ამდენად, მიზანშეწონილია ორგანიზაციულმა საკითხებმა არ განაპირობოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ხელყოფა და „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად, ცვლილება შევიდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და შესაბამის სისხლის დაწესებულებებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის შესაძლებლობა განესაზღვროთ ასევე 2025 წლის 1 სექტემბრამდე, როგორც ეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით არის გათვალისწინებული. აღნიშნული ვადის გადადება კი უკავშირდება თანმდევი პროცესებისთვის განსაზღვრული ვადების პროპორციულ გადავადებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონის ამოქმედების გარდამავალ ეტაპზე გამოიკვეთა რიგი წინაპირობები და მიზანშეწონილი გახდა განხორციელდეს ცვლილება „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში და აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის (მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) საქმიანობის რეგულირება გარდამავალ პერიოდში) ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა - ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც ფუნქციონირებს „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის ვალდებულება კანონისა და დარეგისტრირდეს სათანადო ამ სამართლებრივი კანონით აქტების გათვალისწინებული შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით გადავადდეს 2025 წლის 1 სექტემბრამდე, საჭირო გახდა ცვლილების მომზადება ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ საქართველოს კანონში, რათა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდგომ არ გაჩნდეს შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ ორ კანონს შორის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ ვადასთან (2025 წლის 1 სექტემბერი) აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის საკითხში. 3 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და ახალი რედაქციით ყალიბდება 15092 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც ადგენს მოქმედი სისხლის დაწესებულების არასამეწარმეო (სისხლის (არაკომერციულ) გადასხმის იურიდიულ დაწესებულების/სისხლის პირად რეგისტრაციის წესს. ბანკის) კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 1509 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვადა ამ მუხლის 2 პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით ნაცვლად 2024 წლის 1 დეკემბრისა, განისაზღვრება 2025 წლის 1 სექტემბრით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო წინამდებარე კანონპროექტის მიღებით რაიმე ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს კანონის ამოქმედებისათვის მოქმედი სისხლის დაწესებულებების (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), ვალდებულებას, 2024 წლის 1 დეკემბრამდე, დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმით. ამასთან, კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 4 საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოიყენოს იმავე კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი კანონი ადგენს რომ ,,კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ლიცენზიის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.“ შესაბამისად, მაგალითისთვის, ამ კუთხით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლო გავლენა იქნებოდა დაწესებულების მიერ კანონის ზემოხსენებული დანაწესის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არსებულ პასუხიმგებლობის ზომების (ჯარიმა/ლიცენზიის გაუქმება) გამოყენება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ხდება დაწესებულებების არსებული აღნიშნული ვალდებულების გადავადება, მოხდება ასევე, მოცემული პასუხისმგებლობის ზომის, დარღვევის შემთხვევაში, შესაძლო გამოყენების საკითხის გადავადებაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღების შედეგად, ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება დარჩება უცვლელი, რადგან მაგალითისთვის, დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შემთხვევაში, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, არ შეიცვლება არსებული მდგომარეობა, რამდენადაც დაწესებულება, სადაც ისინი არიან დასაქმებული არსებული სამართლებრივი სტატუსით შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას 2025 წლის 1 სექტემბრამდე, ასევე, იმ პირთა ფინანსური მდგომარეობა, რომელებიც სარგებლობენ დაწესებულების სერვისებით დარჩება უცვლელი. თავად დაწესებულებებისთვის მოხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად გარდაქმნისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივება - 2025 წლის 1 სექტემბრამდე, რა ვადის განმავლობაშიც, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5 ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი განსაზღვრის პრინციპი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ან სხვა და ოდენობის ბიუჯეტში სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 6 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი 7