„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 84 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 84. საქართველოს კულტურის სამინისტროს
შემოქმედებითი უმაღლესი განათლების სფეროში
კომპეტენცია
სახელოვნებო-
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
სახელოვნებო-შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი
კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;
ე)
უზრუნველყოფს
სახელოვნებო-შემოქმედებითი
დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას;
უმაღლესი
საგანმანათლებლო
ვ)
მონაწილეობს
სახელოვნებო-შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.“.
2. 84 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 მუხლი:
„მუხლი 85. საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი
განათლების სფეროში
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
სასპორტო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის
ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;
ე) უზრუნველყოფს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ
დაფინანსებას;
ვ) მონაწილეობს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა
და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.“.
3. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო
განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია შესაბამისად
საქართველოს კულტურის სამინისტროს ან საქართველოს სპორტის სამინისტროსთან და
სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ კანონითა და თავისი წესდებით განსაზღვრული წესით,
დამხმარე საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს სკოლისგარეშე სახელოვნებოშემოქმედებითი/სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამების
სწავლება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის.“.
4. 85-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება რეგენტთა საბჭოს (საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამისად, საქართველოს კულტურის სამინისტროს ან
საქართველოს სპორტის სამინისტროს, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს) თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და
სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის
მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო
საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.“.
5. 861 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ შესაბამისად სამინისტრო,
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და
საქართველოს სპორტის სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. წინამდებარე კანონპროექტის მიღება
განპირობებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ცვლილებით,
კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის მიხედვით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად
შეიქმნება საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ კულტურის
მიმართულებით ჩაითვლება საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო სპორტის
მიმართულებით - საქართველოს სპორტის სამინისტრო. შესაბამისად, წარმოდგენილ
კანონპროექტში
იცვლება
სამინისტროს
სახელწოდება
ზემოთ
მითითებული
უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულია საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს არსებული სახელწოდება, მის ნაცვლად ახალი
სამინისტროების შექმნა განაპირობებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის საჭიროებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით, კანონპროექტის
თანახმად ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 84
მუხლში, კანონს ემატება 85 მუხლი, ასევე ცვლილება შედის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში, 85-ე
მუხლის მე-6 პუნქტსა და 861 მუხლის მე-2 პუნქტში და სამინისტროს სახელწოდება
შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ნაცვლად მიეთითება უფლებამონაცვლე სამინისტროების დასახელებები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარს. კანონპროექტის ძალაში შესვლის
თარიღი განისაზღვრა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღის შესაბამისად.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან
გამომდინარე კანონპროექტების ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2025 წლის 1
იანვარი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
დაფინანსებასთან.
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დაწესებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.