„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- სპორტის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
28.07.2020,
სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) 27-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში
უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურის ნებისმიერი
სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული
ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის ხელმისაწვდომობას და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:
ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების,
ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, კულტურის ინფრასტრუქტურის
ხელმისაწვდომობას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად
თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში
მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ
კადრების გადამზადებას.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის ნებისმიერი სფეროს
ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში
მონაწილეობას, რაც გულისხმობს:
ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების,
ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, სპორტის ინფრასტრუქტურის
ხელმისაწვდომობას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე
კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების
გადამზადებას.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს სპორტის სამინისტრო ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული მიზნების
მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა
მონაწილეობით შეიმუშავებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. წინამდებარე კანონპროექტის მიღება
განპირობებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ცვლილებით,
კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის მიხედვით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად
შეიქმნება საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ კულტურის
მიმართულებით ჩაითვლება საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო სპორტის
მიმართულებით - საქართველოს სპორტის სამინისტრო. შესაბამისად, წარმოდგენილ
კანონპროექტში
იცვლება
სამინისტროს
სახელწოდება
ზემოთ
მითითებული
უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში
მითითებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს არსებული
სახელწოდება, მის ნაცვლად ახალი სამინისტროების შექმნა განაპირობებს მოცემულ კანონში
ცვლილების შეტანის საჭიროებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით, კანონპროექტის
თანახმად, ცვლილება შედის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლში, რომლის მოქმედი რედაქციით, მათ შორის,
განსაზღვრულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურისა და სპორტის სფეროების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. წარმოდგენილი პროექტით გაიმიჯნება
აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროსათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ, ახლებურად
ჩამოყალიბდება კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც გაითვალისწინებს კულტურის
მიმართულებით საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ
ღონისძიებებს, ხოლო მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატება 21 პუნქტი, რომელშიც აისახება
სპორტის მიმართულებით საქართველოს სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებები.
ცვლილება ეხება ასევე ამავე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლითაც გათვალისწინებულია
უფლებამოსილება პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციების შემუშავების
თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნულ პუნქტში საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს სპორტის სამინისტრო. ამასთან,
წარმოდგენილი ცვლილებებით, მუხლის სათაურში სამინისტროს სახელწოდება
განისაზღვრება, როგორც - საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის
სამინისტრო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარს. კანონპროექტის ძალაში შესვლის
თარიღი განისაზღვრა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღის შესაბამისად.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან
გამომდინარე კანონპროექტების ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2025 წლის 1
იანვარი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალო
ვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
დაფინანსებასთან.
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დაწესებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.