„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 1221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული
ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც
არ აქვს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში
აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, −
გამოიწვევს
სპორტული
დანიშნულების
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.
ავტომობილის
მესაკუთრის/მფლობელის
2. 239-ე მუხლის:
ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურის სამინისტროს საამისოდ
უფლებამოსილი პირები ან იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ
დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“;
ბ) 181 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„181.
ამ
კოდექსის
17314
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის
სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილი პირები.“;
გ) 68-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„68.
ამ
კოდექსის
1726
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავისი/თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს/ადგენენ
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,
საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს,
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. წინამდებარე კანონპროექტის მიღება
განპირობებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ცვლილებით,
კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის მიხედვით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად
შეიქმნება საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ კულტურის
მიმართულებით ჩაითვლება საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო სპორტის
მიმართულებით - საქართველოს სპორტის სამინისტრო. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტით
იცვლება
სამინისტროს
სახელწოდება
ზემოთ
მითითებული
უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მითითებულია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს არსებული სახელწოდება, მის
ნაცვლად ახალი სამინისტროების შექმნა განაპირობებს მოცემულ კანონში ცვლილების
შეტანის საჭიროებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით, კანონპროექტის
თანახმად ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში, რომელიც ითვალისწინებს სპორტული
დანიშნულების ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად,
მოცემულ ნორმებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად
მიეთითება მისი უფლებამონაცვლე შესაბამისი სამინისტრო – საქართველოს სპორტის
სამინისტრო. ცვლილება ეხება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 239-ე მუხლის მე-10, 181 და 68-ე ნაწილებს, კერძოდ, მე-10 ნაწილში საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს კულტურის
სამინისტრო, აღნიშნული ნორმით კულტურის სფეროს მიმართულებით განსაზღვრული
კომპეტენციების გათვალისწინებით. ამავე მუხლის 181 და 68-ე ნაწილებში საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება უფლებამონაცვლე
სამინისტროების დასახელებები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარს. კანონპროექტის ძალაში შესვლის
თარიღი განისაზღვრა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღის შესაბამისად.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რამდენადაც
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების ამოქმედების თარიღად
გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვარი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
დაფინანსებასთან.
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დაწესებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.