საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა „2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტზე (№1-10271/24; 30.09.2024) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-15561/24/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა „2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტზე (№1-10271/24; 30.09.2024) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 3

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 12/4/24, 3:25 PM საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა თარიღი 04 დეკემბერი 2024 12:00 2024 წლის 4 დეკემბერი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი (1-10271/24; 30.09.2024); მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/3/11; 25.11.2024); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე; მომხსენებელი: საქართველოს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი; - საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე; https://parliament.ge/print/announcement/3068?local=true 1/2 12/4/24, 3:25 PM საქართველოს პარლამენტი მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (1-10977/24; 31.10.2024); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე. https://parliament.ge/print/announcement/3068?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი N3 ქ. თბილისი. 4 დეკემბერი, 2024 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ხელაძე ირაკლი, წაქაძე ბეჟანი, ბერაძე რამინა (რიმა), კოდუა დავითი, ინჯია ილია, ობოლაშვილი ანტონი. მოწვეული სტუმრები: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ვიცეპრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ბექა დოჭვირი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; საქართველოს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 7 წევრის დასწრებით (კვორუმი - 4). დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი (1-10271/24; 30.09.2024). /მომხსენებელი: ნათია თურნავა/ 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/3/11; 25.11.2024). /მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე/ - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე. /მომხსენებელი: ცოტნე ყავლაშვილი/ 1 - საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე. /მომხსენებელი: ეკატერინე მიქაბაძე/ 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (110977/24; 31.10.2024). /მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: ნათია თურნავამ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი და უპასუხა პარლამენტის წევრების შეკითხვებს. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, რიმა ბერაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ილია ინჯიამ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და უპასუხა შეკითხვებს. - ცოტნე ყავლაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე. - ეკატერინე მიქაბაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: რიმა ბერაძემ, ბეჟან წაქაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, პაატა კვიჟინაძემ. 2 დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ III საკითხთან დაკავშირებით: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ილია ინჯიამ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: წარმოდგენილი დოკუმენტი მიღებულ იქნას ცნობად. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 04.12.2024წ. სხდომის ოქმს თან ერთვის. აუდიო სხდომის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე სხდომის მდივანი ჩანაწერი ირინა ლომია 3