„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/8/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 322 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“. 2. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის 302 და 311 მუხლები მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომ – ორგანული კანონი) 322 მუხლის რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის აღდგენის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის დროებით უფლებას. აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით განსაზღვრული აქვთ 2024 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლება მაღალი მოთხოვნით სარგებლობს საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებში, რასაც ცხადყოფს 2021-2024 წლების სტატისტიკა. კერძოდ:  2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიმართა 1073-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 5286-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;  2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 3064-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 13406-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;  2023 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1999-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 6016-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;  2024 წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1776-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 7588-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ კვლავ მაღალია საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მსურველთა რაოდენობა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს და საქართველოს იმ მოქალაქეებისეთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შენარჩუნდეს დროებითი უფლება, მოითხოვონ, შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. გარდა ზემოაღნიშნულისა, ორგანული კანონის 302 მუხლი ადგენს ცალკეული პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის შესაბამისად მოიპოვებენ, მიიჩნევა: 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნული პირობების საფუძველზე მოქალაქეობის დასადგენად საჭიროა კანონით განსაზღვრულ პერიოდში საქართველოში პირის ცხოვრების ფაქტის დადასტურება. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მექანიზმი საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. იმ პირებისთვის კი, რომლებმაც ვერ დაიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა ამავე ორგანული კანონის 302 მუხლის საფუძველზე, ორგანული კანონის 311 მუხლი ადგენს მოქალაქეობის მოპოვების ხელსაყრელ, გამარტივებულ პირობებს. კერძოდ, ორგანული კანონის 302 მუხლით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით, თუ ისინი დადგენილ ფარგლებში ფლობენ სახელმწიფო ენას, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებს და მათ მიმართ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები. როგორც საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ისე საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების, შესაძლებლობა ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულმა რეგულაციებმა დადებითი ზეგავლენა იქონია და ხელი შეუწყო მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობის შემცირებას საქართველოში. ამ ტენდენციის შენარჩუნების მიზნით მიზანშეწონილია დასახელებული ნორმების მოქმედების ვადის გახანგრძლივება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება აუცილებელია, რათა საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე ან რომლებმაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, შეუნარჩუნდეთ უფლება – მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ან აღდგენა. ცვლილება აუცილებელია იმ მიზნითაც, რომ ორგანული კანონის 302 და 311 მუხლებით გათვალისწინებულ პირებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად და სპეციალური წესით საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად, რაც შეამცირებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობას. ამასთან, ვადა, რომლის განმავლობაშიც მოქალაქეებს შესაბამისი უფლებები აქვთ მინიჭებული, ორგანული კანონით არის განსაზღვრული, რის გამოც ამ უფლებებით სარგებლობის ვადის გახანგრძლივება ორგანულ კანონში ცვლილებით არის შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შესაძლებლობა ექნებათ 2027 წლის 1 იანვრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით. გარდა აღნიშნულისა, ორგანული კანონის 302 და 311 მუხლებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2027 წლის 1 იანვრამდე მოიწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად, რაც გააგრძელებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების ტენდენციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანული კანონის 322 მუხლის პირველსა და მე-6 პუნქტებში, რომელთა მიხედვით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრიდან გაუხანგრძლივდებათ 2027 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით, აგრეთვე, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება ორგანული კანონის 302 და 311 მუხლების მოქმედების ვადა, რომლებიც ადგენენ ამავე გათვალისწინებული პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცი ირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღების შედეგად საჭირო ხარჯების დაფინანსების წყაროა სააგენტოს ასიგნებები საკუთარი შემოსულობების სახით და მუნიციპალიტეტების ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის და ასევე სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, განცხადებების საფასურის კუთხით, ვინაიდან შესაბამის პირებს, რომლებიც მიმართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, მოუწევთ შესაბამისი მომსახურების საფასურის – 500 ლარის გადახდა. მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახდელი იქნება 325 ლარი, ხოლო მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შემთხვევაში საფასური შეადგენს 65 ლარს. საფასურის სახით გადახდილი ეს თანხები მიემართება სააგენტოს ბიუჯეტში. ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლებიდან გადასახდელი 10%-ის სახით, ხოლო დღგ-ს სახით გადასახდელი აისახება სახელმწიფო ბიუჯეტისა და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის რაოდენობაზე. შესაბამისი უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით გასული წლების მიმართვიანობის სტატისტიკა: პერიოდი საქართველოს საქართველოს მოქალაქეობის მოქალაქეობის შენარჩუნება აღდგენის მოთხოვნა 2021 წელი 1073 5286 2022 წელი 3064 13406 2023 წელი 1999 6016 2024 წელი1 1776 7588 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას გასცემენ მუნიციპალიტეტები. შესაბამისად, ამ მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ასიგნებების ფარგლებში. ხარჯების გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის რაოდენობაზე. ხარჯები, რომლებიც საჭირო იქნება სააგენტოს მიერ მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის ან მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების პროცედურების მომსახურებისთვის, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება. 1 მოცემულია პერიოდი 2024 წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირ დაპირი გავლენა : კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით განსაზღვრულ პირებზე, რომლებიც მიმართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის ან სპეციალური წესით მინიჭების მოთხოვნით, ვინაიდან მათ მოუწევთ მომსახურების შესაბამისი საფასურის (500 ლარი, 325 ლარი, 65 ლარი) გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა.