„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/9/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პენიტენციური კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) 144-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბრალდებულის /მსჯავრდებულის პაემანი /პაემნის შეცვლა 2026 წლის 1 იანვრამდე “; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. 2026 წლის 1 იანვრამდე მსჯავრდებულს ხანმოკლე პაემანი შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ სატელეფონო საუბრით, ამ კოდექსით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : 2024 წლის 1 იანვრიდან ახალი პენიტენციური კოდექსის ამოქმედებამ გააუმჯობესა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, მსჯავრდებულს გაუფართოვდა პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით (უფლებით) ჩანაცვლების შესაძლებლობა. კერძოდ, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე ხანმოკლე პაემანი შეიძლება შეეცვალოს არა მხოლოდ სატელეფონო საუბრით, არამედ, 2025 წლის 1 იანვრიდან – ვიდეოპაემნითაც. აღნიშნული შესაძლებლობის რეალიზება აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიებასთან, ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარების საჭიროებასთან არის დაკავშირებული, კერძოდ, ამ ეტაპზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური მზადყოფნის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მოსალოდნელია ხანმოკლე პაემნების ამ ფორმით ჩანაცვლების მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, ვერ მოხერხდება ხანმოკლე პაემნების ვიდეოპაემნით ჩანაცვლება, რის გამოც, მიზანშეწონილია აღნიშნული საკანონმდებლო გარანტიის ერთი წლით გადავადება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი წესი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულისთვის 2025 წლის 1 იანვრამდე მსჯავრდებულს ხანმოკლე პაემანი შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ სატელეფონო საუბრით, 2025 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, ხოლო აღნიშნული ვადის დადგომისთანავე მსჯავრდებულს წარმოექმნება ხანმოკლე პაემნის ვიდეოპაემნით შეცვლის უფლება, რომლით სარგებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება, აუცილებელია აღნიშნული დროებითი წესის ერთი წლით გახანგრძლივება, რაც, თავის მხრივ, მხოლოდ მითითებულ კოდექსში ცვლილებით არის შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სათანადო დრო მიეცემა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკური მოწესრიგების უზრუნველსაყოფად, რათა შემდგომ ყველა მსჯავრდებულმა თანაბრად შეძლოს ხანმოკლე პაემნის ვიდეოპაემნით შეცვლის უფლებით სარგებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ერთი წლით გახანგრძლივდება პენიტენციური კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დროებითი წესი. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მსჯავრდებულს ხანმოკლე პაემანი მხოლოდ სატელეფონო საუბრით შეიძლება შეეცვალოს 2026 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა. შესაბამისი ვადა იცვლება ამავე მუხლის სათაურშიც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან მხოლოდ ვადის ცვლილებას უკავშირდება და არ საჭიროებს რაიმე ორგანიზაციული ქმედებების განხორციელებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება 2025 წლისა და შემდგომი წლების წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტს გავლენა არ ექნება 2025 და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ ვიდეოპაემნის განხორციელებას პენიტენციურ დაწესებულებებიდან და იუსტიციის სახლებიდან უზრუნველყოფენ სპეციალური პენიტენციური მოსამსახურეები. საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, 2026 წლის 1 იანვრიდან მოსალოდნელია ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც დამატებით ადამიანური რესურსის მობილიზებასთან/დასაქმებასთან იქნება დაკავშირებული. ეს გარემოება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და საპენსიო ფონდში შენატანების ზრდის მხრივ, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის საჭირო ადამიანური რესურსი იქნება საჭირო და მისგან გამომდინარე შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობა (შესაბამისად, გადასახადებისა და საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობაც). კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : ვიდეოპაემნის ორგანიზებას, ასევე მის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (ვიდეოპაემნის ჩასატარებლად სივრცის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება კომპიუტერებით) სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს/განახორციელებს. ამ ეტაპზე, ვიდეოპაემნები ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებათა მნიშვნელოვან ნაწილში, ხოლო საამისო სივრცე მოეწყო 7 პენიტენციურ დაწესებულებაში და ტექნიკური ინფრასტრუქტურა განახლდა 9 პენიტენციურ დაწესებულებაში. შედეგად, ვიდეოპაემნის განსახორციელებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურა არსებობს პენიტენციურ დაწესებულებათა მხოლოდ ნაწილში (4 პენიტენციურ დაწესებულებაში), თუმცა არა – ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. რაც შეეხება ვიდეოპაემანში მოქალაქეთა ჩართვას, საამისოდ სათანადო სივრცე ჯერჯერობით რამდენიმე იუსტიციის სახლსა და ერთერთი პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ შენობაშია გამოყოფილი. დაგეგმილია სათანადო სივრცეების მოწყობა სხვადასხვა რეგიონში არსებულ რამდენიმე იუსტიციის სახლშიც. ვიდეოპაემნის განსახორციელებლად დაგეგმილია 5 ტექნიკური კომპლექტის შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 32 000 ლარია. ამასთან, მიმდინარეობს დაგეგმვის ღონისძიებები საჭირო ადამიანური რესურსის გასაზრდელად, რათა იუსტიციის სახლებში ვიდეოპაემნების სრულად ორგანიზება, ზედამხედველობა და კონტროლი უზრუნველყოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. პენიტენციურ დაწესებულებებშიც და იუსტიციის სახლებშიც ვიდეოპაემნის ორგანიზებას (მათ შორის, ადამიანური რესურსის გამოყოფას) და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური. აღსანიშნავია, რომ ადამიანური რესურსი გაიზრდება არა იუსტიციის სახლებში, არამედ პენიტენციურ სამსახურში. აქ იგულისხმებიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც იუსტიციის სახლებიდან უზრუნველყოფენ ვიდეოპაემნების განხორციელებას (ვიდეოპაემანზე მისული სტუმრის შემოწმებას, პაემნის მსვლელობის კონტროლს და ა.შ.). ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა და საჭირო ადამიანური რესურსის მოძიება დაგეგმვის პროცესშია და საამისო ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ცნობილი გახდება 2025 წლის ბოლოს, 2026 წლის საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით. ამასთან, 2026 წლიდან და შემდგომ წლებში მოსალოდნელია ვიდეოპაემნების გამოყენების მკვეთრი ზრდა (დამოკიდებულია მსჯავრდებულთა მიერ შესაბამისი უფლების გამოყენების შემთხვევათა რაოდენობაზე). აღნიშნული ღონისძიებები დაფინანსდება შესაბამის წლების საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, ამავე სამსახურისთვის საამისოდ განკუთვნილი ხარჯების გათვალისწინებით. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის სატელეფონო საუბრით ჩანაცვლებას, რომლის უფლებაც მსჯავრდებულებს ახლაც აქვთ და სულ მცირე საშუალოვადიან პერიოდში კვლავაც ექნებათ, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრები ხორციელდება მათი საკუთარი ხარჯით და სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში არ ფინანსდება. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები სამსახურის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში ხორციელდება მათ მიერ მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : კანონპროექტის მიღება, სავარაუდოდ, მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, მსჯავრდებულები ვიდეოპაემნით სარგებლობენ საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო მათი სატელეფონო საუბრები ხორციელდება მათი ხარჯით (გარდა რამდენიმე დაწესებულების ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებისა). აქედან გამომდინარე, 2026 წლის 1 იანვრიდან, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ ხანმოკლე პაემნის არა სატელეფონო საუბრით, არამედ ვიდეოპაემნით შეცვლას, შესაბამისი კომუნიკაციის ხარჯებს არ გადაიხდიან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირებდა რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა.