„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებები 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე“.
2. 49-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს
საქმიანობები, რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და
მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ვალდებულებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონ ის პროექტზე
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
კანონპროექტის მიღება განპირობებულია ნარჩენების მართვის კოდექსით (შემდგომ
კოდექსი)
გათვალისწინებული
ზოგიერთი
ვალდებულების
გადავადების
მიზანშეწონილობით, კერძოდ, კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 49-ე მუხლის 21
ნაწილით განსაზღვრული იმ ვალდებულებების გადავადების, რომლებიც უკავშირდება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
საქმიანობების
განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ: გარემოსდაცვითი
მმართველის დანიშვნას, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენას, აღრიცხვასა და ანგარიშგების
წარმოებას.
კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად: ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის
საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან
ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი ან ფიზიკური პირის შემთხვევაში − 1 000
ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − 400 ტონაზე
მეტი ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების
მართვის გეგმა. კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „მე-14 მუხლით
გათვალისწინებული პირი ვალდებულია განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი. მისი
ვინაობის შესახებ ინფორმაცია (კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველის სახელი და გვარი)
დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს“. ხოლო ამავე კოდექსის 29 -ე მუხლის პირველი
ნაწილის მიხედვით: „ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი
ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ: ა) ამ კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით
გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს; ბ) ნარჩენების
წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე
მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის
სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება.“.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებისთვის, პირებს, რომელთა
საქმიანობის შედეგად მცირე ოდენობის ნარჩენი წარმოიქმნება ორგანიზაციულ და
სამართლებრივ ტვირთად აწვებათ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ
პირები
გათავისუფლებული არიან 2025 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის
პროექტით საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება საქმიანობები რომლებზეც 2028
წლის 1 იანვრამდე არ გავრცელდება ზემოაღნიშნული ვალდებულებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
ვინაიდან
კოდექსით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
განსაზღვრულია კანონით, აუცილებელია კანონშივე შევიდეს ცვლილება.
ვადები
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება 48-ე მუხლის მე-6
ნაწილისა და 49-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება
და შენარჩუნდება არსებული მდგომარეობა. კანონპროექტით ხორციელდება შესაბამისი
საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ
გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნის, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენის, აღრიცხვის
და ანგარიშგების წარმოების ვალდებულებების გადავადება, რომლებიც ჯერ კიდევ არ
ამოქმედებულა. შესაბამისად, პირებს 2028 წლის 1 იანვრამდე ექნებათ დრო რათა
უზრუნველყონ მოცემული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 48-ე
მუხლის მე-6 ნაწილსა და 49-ე მუხლის 21 ნაწილში, კერძოდ, 2028 წლის პირველ იანვრამდე
(ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა), კოდექსის მე-14, მე-15 მუხლებით და 29-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების,
გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრისა და ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების
წარმოების ვალდებულებები არ გავრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე იმ კუთხით რომ, თუ არ მოხდებოდა ამ კანონპროექტის მიღება და კოდექსის მე-14,
მე-15 მუხლებისა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
ვალდებულებების გადავადება, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში
ნარჩენების მართვის კოდექსის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლები ითვალისწინებს ჯარიმებს 200-დან
5000 ლარამდე და თუ პირებს დაეკისრებოდათ ეს ფულადი ჯარიმები, შესაბამისად,
სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებდა შემოსავლებს, რაც აღარ მოხდება 2028 წლამდე.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოხდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
აღნიშნული გამომდინარეობს იქედან, რომ კანონპროექტით არ ხდება რაიმე სახის
ვალდებულების შემოღება, რომელიც გავლენას მოახდენდა რომელიმე ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კანონპროექტით ხდება მოქმედი რეგულაციის მოქმედების გახანგრძლივება 2028
წლის 1 იანვრამდე, რაც გამორიცხავს მის გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. იმ შემთხვევაში
თუ არ მოხდება კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება ამ
ვალდებულებების შესრულებაზეც კონტროლს განახორციელებს სსდ - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი დამატებითი ხარჯებისა და ადამიანური რესურსის
გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, ვისზეც
ვრცელდება კანონის პროექტი. კერძოდ, მათ 2028 წლის 1 იანვრამდე აღარ მოუწევთ იმ
ვალდებულებების შესრულება, რომელთა გადავადებაც ხდება. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ
ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, რაც ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
ასევე, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან კანონის 42-ე,
43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ოდენობის თანხებით. ფინანსური შედეგების
გაანგარიშება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით
დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღებას
თანასწორობის მდგომარეობაზე.
მდგომარეობაზე
არა
აქვს
კანონპროექტის
მოსალოდნელი
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის
ის სამართლებრივი
აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი ;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.