„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/11/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 613 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 3. პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა. 4. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი, უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სალომე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : ინკლუზიური განათლება ეფუძნება პრინციპს, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი. ხარისხიანი ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში სპეციალური მასწავლებელი ერთ-ერთი მთავარი აქტორია, რომლის პროფესიული უნარები და ცოდნა პირდაპირ გავლენას ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებაზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სპეციალური პედაგოგი/სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, უნდა ჩაითვალონ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი აღარ უნდა ჰყავდეს სისტემას და მოქმედი სპეციალური მასწავლებლები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, 2025 წლის 1 იანვრიდან სკოლაში ვეღარ იმუშავებენ. დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 528 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების სისტემიდან გასვლა ხელს შეუშლის ინკლუზიური განათლების დანერგვას სკოლებში, განსაკუთრებით, საქართველოს მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლების საჯარო სკოლებში, სადაც ისედაც არსებობს კადრების დეფიციტი, რაც მომავალში უფრო შეაფერხებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ეფექტურ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : ვინაიდან პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის მიერ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვადა (2025 წლის 1 იანვრამდე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითაა დარეგულირებული და ხდება აღნიშნული ნორმის 1 წლით გადავადება, საჭიროა ამავე კანონში იქნეს ცვლილება განხორციელებული. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, კომპეტენციის დადასტურების მიზნით, შესაძლებლობა ექნებათ 2026 წლის 1 იანვრამდე ჩააბარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს მიეცემათ შესაძლებლობა კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა) ჩააბარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. კერძოდ: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 3. პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა. 4. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი, უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის და მის სისტემაში შემავალი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მოცემული დროისათვის საჯარო სკოლებში დასაქმებულია 2217 სპეციალური მასწავლებელი რომელთაგან 528 არის პრაქტიკოსი მასწავლებელი. შესაბამისად, მათი შრომის ანაზღაურების გაცემა ხდება სკოლის ბიუჯეტიდან და დამატებითი ფინანსური რესურსი არ არის საჭირო. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოხდება აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, რაც გამოიწვევს მათი შრომის ანაზღაურების ზრდას. უფროსი სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგი სახით („საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება): მოსწავლეთა რაოდენობა თანამდებობრივი შესაბამისად 1 მოსწავლე 1,344 2 მოსწავლე 1,550 სარგო მოსწავლეთა რაოდენობის 3 მოსწავლე 1,630 4 მოსწავლე 1,710 5 და მეტი მოსწავლე 1,790 კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წლიური ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარების ხარჯები. კანონპროექტის მიხედვით ის სპეციალური მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ვალდებული არიან ჩააბარონ კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი გამოცდა. აღნიშნული სტატუსის მასწავლებლები გათავისუფლებულნი არიან გამოცდის საფასურის გადახდისაგან ,,სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის" მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. შესაბამისად, მათ მიერ გამოცდის ჩაბარება უკავშირდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხარჯებს, რომელსაც იგი ფარავს შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის უზრუნველყოფის ხარჯი საშუალოდ 110 ლარს შეადგენს, 528 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის შემთხვევაში გამოცდის ხარჯი განისაზღვრება 58 080 ლარით. აღნიშნული ხარჯი დაიფარება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან და დამატებით ხარჯს ბუჯეტისათვის არ გამოიწვევს. გამოცდების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : განათლების სისტემაში დასაქმებულია 528 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ სკოლაში საქმიანობის პერიოდი და ასევე, დამატებით კიდევ ერთხელ მიეცემათ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რომლის ჩაბარების შემთხვევაშიც გააგრძელებენ სკოლაში მუშაობას და გაეზრდებათ შრომის ანაზღაურება. აღნიშნული მასწავლებლები ყოველთვის და ამ ჯერადაც გათავისუფლებული არიან გამოცდის საფასურის გადახდისაგან, რომელიც შეადგენს 50 ლარს ,,სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის" მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. უფროსი სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგი სახით („საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება): მოსწავლეთა რაოდენობა 1 მოსწავლე 2 მოსწავლე 3 მოსწავლე 4 მოსწავლე 5 და მეტი მოსწავლე თანამდებობრივი შესაბამისად 1,344 1,550 1,630 1,710 1,790 სარგო მოსწავლეთა რაოდენობის აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად ეს ადამიანები ერთი წლის მანძილზე შეინარჩუნებენ სამუშაოსა და შრომის ანაზღაურებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ არსებული საკადრო დეფიციტის გათვალისწინებით, ბავშვები, რომლებსაც მოცემულ ეტაპზე ასწავლიან პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები, გააგრძელებენ აღნიშნული მომსახურების მიღებას და არ დარჩებიან სპეციალური მასწავლებლის გარეშე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება : მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებას არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა.