„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) 141-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო 2028 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ინიციატივითა
და საქართველოს მთავრობის დავალებით უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავება.
აღნიშნული გეგმის პროექტი მოწონებული უნდა იქნეს სააგენტოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და
ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტს ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ “
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
(შემდგომში
კოდექსი)
ადგენს
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარებისა
და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს.
კოდექსით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მიზანშეწონილია, სსიპ - სივრცითი და
ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომში - სააგენტო) 2025 წლის 1
იანვრამდე მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ, მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და
საქართველოს მთავრობის დავალებით უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის
დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავება, გადავადებულ
იქნეს 2028 წლის 1 იანვრამდე.
მიმდინარე
ეტაპისთვის
კოდექსის
141-ე
მუხლის
მე-3
ნაწილით
მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში,
მუნიციპალიტეტის ინიციატივითა (თხოვნით) და
საქართველოს მთავრობის დავალებით, სააგენტო ახორციელებს სივრცის დაგეგმარების გეგმის
ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტების შემუშავებას, იმ ტერიტორიებზე სადაც
დაგეგმვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს მუნიციპალიტეტი. კოდექსის 141-ე მუხლის
მე-3 ნაწილის ჩანაწერით, აღნიშნული უფლებამოსილება სააგენტოს 2025 წლის 1 იანვრამდე აქვს
მინიჭებული.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, მუნიციპალიტეტის ინიციატივის
(თხოვნის) არსებობის შემთხვევაშიც კი სააგენტოს აღარ იქნება უფლებამოსილი, დახმარება
გაუწიოს მუნიციპალიტეტს შესაბამისი გეგმების შემუშავების პროცესში.
აქვე გასათვალისწინებელია, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის თხოვნის (ინიციატივის) და
საქართველოს მთავრობის დავალებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც
ახორციელებს სააგენტო:
კერძოდ, მიმდინარე პროექტებია:
გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის
დაგეგმარების გეგმა;
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის
ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭოპორტის, სოფელი ახატანისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი
დაგეგმარების გეგმა;
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა
და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების
გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმა;
თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის,
ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და
მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა (კურორტი) მანგლისის განაშენიანების გეგმა;
ლენტეხის მუნიციპალიტეტის კურორტ მუაშის განაშენიანების დეტალური გეგმა;
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა;
ხოლო, მომდევნო წლიდან დაგეგმილია შემდეგი პროექტები:
ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმა;
ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმა;
ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმა;
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის, ბარისახოს ადმინისტრაციული
ერთეულის სოფელ ბარისახოსა და სოფელ როშკას განაშენიანების გეგმები;
მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი და დაბა მესტიის განაშენიანების გეგმა.
შენიშვნა : შემდეგი წლიდან დაგეგმილი პროექტები არის მოსამზადებელ ეტაპზე და
შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად კოდექსის 141-ე მუხლის მე-4 ნაწილით
განსაზღვრული დავალებისა („ყველა მუნიციპალიტეტმა 2028 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება“) და ზემოთ
ჩამოთვლილი პროექტებისა, არსებული მდგომარეობით ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი
ნაწილი (80%-ზე მეტი) არ არის დაფარული სივრცის დაგეგმარების გეგმებით.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი
რესურსები (როგორც ფინანსური, ისე ადამიანური) არ იძლევა საშუალებას სრულყოფილად
უზრუნველყონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მაღალი ალბათობით მოსალოდნელია, რომ სააგენტოს
მხრიდან მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის (როგორც ფინანსური,
ისე ადამიანური რესურსის გათვალისწინებით) შესაძლებლობა შემდგომ წლებშიც კვლავ
აქტუალური იყოს.
ამ პირობებში, სააგენტოსგან დახმარების (შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების
გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავება) მიღების შესაძლებლობა
მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტებისთვის გაგრძელდეს 3 წლის ვადით და გათანაბრდეს
მუნიციპალიტეტებისთვის დადგენილ საერთო ვადასთან (2028 წლის 1 იანვარი). აღნიშნული
ვადის გაგრძელება უზრუნველყოფს უკეთეს კოორდინაციას და ერთიან მიდგომას, რაც
საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ზოგადად სივრცითი/ურბანული
დაგეგმარების პროცესზე.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მოითხოვს საკმაოდ
ხანგრძლივ პროცედურებს, კერძოდ, დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება მოიცავს ორ
ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ წარმოებას, მათ შორის, ორივე სტადიაზე
საჯარო განხილვების ჩატარების სავალდებულოობას (იყოფა კვლევის, ხედვის, კონცეფციის და
საბოლოო გეგმის ეტაპებად და საშუალოდ საჭიროებს 18-24 თვეს). ქვეყნის გარდამავალი
განვითარების პერიოდისათვის ასეთი გეგმის ზემდგომი დოკუმენტის (საქართველოს სივრცითი
დაგეგმარების გეგმა) არარსებობის პირობებში გამოკვეთილი სტრატეგიისა და სრულყოფილი
სამოქმედო გეგმების არქონის გამო შეუძლებელია, ქვედა დონის - მუნიციპალიტეტის გეგმები
სრულყოფილი იყოს. აუცილებლობა მოითხოვს ეს პროცესი თანამიმდევრობისა და
მიზანშეწონილობის ერთობლიობით წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, მშენებლობის დარგი
ქვეყანაში ეკონომიკის მთლიანი მოცულობის მეხუთედზე მეტს იკავებს და ის სწრაფი ტემპით
ვითარდება. ამ პროცესის უმართავი დინება, უსისტემო და ქაოტური მშენებლობები სულ უფრო
მზარდ მასშტაბს იძენს, რაც გამოუსწორებელი პრობლემების წინაშე აყენებს ქვეყანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
სააგენტოს ზემოხსენებული გარდამავალი (დროებითი) უფლებამოსილება განსაზღვრულია
კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების ვადის
გაგრძელებისათვის აუცილებელია კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
141-ე
მუხლის
მე-3
ნაწილით,
სააგენტოსთვის
მინიჭებული
უფლებამოსილების
განხორციელების ვადა გადაიწევს - 2025 წლის 1 იანვრიდან - 2028 წლის 1 იანვრამდე, რაც ერთის
მხრივ, მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, ხოლო მეორეს მხრივ, სააგენტოს
გაუგრძელებს მინიჭებულ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტებს, მათივე ინიცირების
შემთხვევაში, გაეწიოს დახმარება სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი
გეგმის პროექტის შემუშავების პროცესში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილში და სააგენტოსთვის მინიჭებული
უფლებამოსილების განხორციელების ვადა გადაიწევს 2028 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2025
წლის 1 იანვრისა. კერძოდ, მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „სააგენტო 2028
წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და საქართველოს
მთავრობის დავალებით უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების
გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავება. აღნიშნული გეგმის პროექტი
მოწონებული უნდა იქნეს სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რის შემდეგაც
მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის
პროექტს ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცი ირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის და ქალაქთმშენებლობითი გეგმის
პროექტების დაფინანსება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, განხორციელდეს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში. კერძოდ, იმ
შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი სივრცის დაგეგმარების გეგმის და ქალაქთმშენებლობითი
გეგმის პროექტების ფინასურ მხარეს თავად უზრუნველყოფს, წარმოდგენილი კანონის
პროექტით გამოწვეული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი,
ხოლო თუ მუნიციპალიტეტი ინიციატივის ფარგლებში დააფიქსირებს თხოვნას ფინანსური
ნაწილის სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში დაფინანსების თაობაზე, ხარჯების დაფინანსების
წყარო იქნება სააგენტოს ასიგნებები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გეგმების შემუშავება, პრაქტიკიდან გამომდინარე
უმეტეს შემთხვევაში, ხორციელდებოდა სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელწმიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ზემოხსენებული გეგმების შემუშავების ხარჯი შესაძლოა გაწეულ იქნეს მუნიციპალიტეტის ან
სააგენტოს მიერ. იმ შემთხვევაში თუ გეგმების მომზადება განხორციელდება სააგენტოს
ასიგნებების ფარგლებში, მას აქვს უფლებამოსილება გეგმები მოამზადოს მისი ადამიანური
რესურსის ფარგლებში ან მესამე პირების (აუთსორსი) მეშვეობით. გეგმების სააგენტოს
არსებული რესურსის ფარგლებში მომზადების შემთხვევაში, პროექტს გავლენა არ ექნება
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
თუმცა აღსანიშნავია, რომ სააგენტო კანონის პროექტით გათვალისწინებული გეგმების
შემუშავებას უმეტესწილად ახორციელებდა მესამე პირების მეშვეობით, რომელთა
მომსახურების შესყიდვაც ხდებოდა კონკურსის გზით, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
მესამე პირების ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე განაწილებული მოგება
იბეგრება„საგადასახადო კოდექსით“ დადგენილი წესით. შესაბამისად, ზემოხსენებული პირები
ვალდებულნი იქნებიან მოგების გადასახადი გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან ის
განეკუთვნება საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს.
მოგების გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება განაწილებულ მოგებაზე (შესაბამისად
შემოსავალზე), რომელსაც ზემოხსენებული გეგმების მომზადებიდან მიიღებენ მესამე პირები.
შესაბამისად, პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა განსხვავებული
იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთვის მისი დაფუძნებიდან დღემდე ზემოხსენებული გეგმების
შემუშავების თაობაზე მომართული აქვს 9 მუნიციპალიტეტს. როგორც აღინიშნა, სააგენტომ
უმეტეს შემთხვევაში, გეგმების მომზადება განახორციელა მესამე პირების მეშვეობით, რომელთა
მომზადებული პროექტების შესყიდვის ჯამური თანხა შეადგენდა 6,292,940.00 ლარს.
შესაბამისად, თითო პროექტის მომზადების საშუალო ხარჯი შესაძლოა იყოს 699 215 ლარს.
საქართველოს „საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით,
მოგების გადასახადის განაკვეთია 15
პროცენტი, შესაბამისად თითო პროექტის მომზადებიდან გამომდინარე მოგების გადასახადის
საშუალო თანხამ შესაძლოა შეადგინოს - 104 882 ლარი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ დროისთვის 5 მუნიციპალიტეტის გეგმა მოსამზადებელ ეტაპზეა.
მათი ინიციატივისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე,
თუ სააგენტო გეგმების მომზადებას გადაწყვეტს მესამე პირების მეშვეობით, სახელმწიფო
ბიუჯეტში, მოგების გადასახადის გზით შესაძლოა შეტანილ იქნეს 524 441 ლარი.
მოცემული ციფრები სტატისტიკური მონაცემების საშუალო მაჩვენებლის შედეგად იქნა
დათვლილი, თუმცა როგორც აღინიშნა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პროექტის
მომზადებისთვის გასაწევი თანხა და შესაბამისად მოგების გადასახადიც განსხვავებულია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
წარმოდგენილი პროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
გეგმების მომზადება ფინანსურად შესაძლოა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტმა ან სააგენტომ,
რაც დამოკიდებულია თავად მუნიციპალიტეტის ინიციატივაში ასახულ თხოვნაზე და შემდგომ
მოლაპარაკებებზე.
აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ზემოხსენებული გეგმების შემუშავება სწორედ
სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში ხორციელდებოდა, რომელიც თავის მხრივ ფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ გეგმების შემუშავება ფინანსურ
გავლენას მოახდენს სააგენტოს ბიუჯეტზე და მის ასიგნებებზე კერძოდ გაზრდის ხარჯვით
ნაწილს და პირდაპირპროპორციულად შეამცირებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილს. კონკრეტული ხარჯების ოდენობა კი სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებული ინება
დასაგეგმარებელი ტერიტორიის სპეციფიკაზე.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთვის მისი დაფუძნებიდან დღემდე ზემოხსენებული გეგმების
შემუშავების თაობაზე მომართული აქვს 9 მუნიციპალიტეტს. როგორც აღინიშნა, უმეტეს
შემთხვევაში გეგმების მომზადება ფინანსდებოდა სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში
(სახელმწიფო ბიუჯეტიდან), რომელიც თავის მხრივ გეგმების მომზადებას უზრუნველყოფდა
მესამე პირების მეშვეობით. მომზადებული გეგმების შესყიდვის ჯამურმა თანხამ კი 6,292,940.00
ლარი შეადგინა. შესაბამისად, თითო პროექტის მომზადების ხარჯი საშუალოდ შესაძლოა იყოს 699 215 ლარი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით 5 მუნიციპალიტეტის გეგმა მოსამზადებელ
ეტაპზეა. მუნიციპალიტეტის ინიციატივისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი
გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათი განხორციელების ჯამური ხარჯი შესაძლოა იყოს 3, 496 075
ლარი, თუმცა თანხის ოდენობა ყოველი კონკრეტული მუნიციპალიტეტის შემთხვევაში
განსხვავებულია და დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე.
იმ
შემთხვევაში,
თუ
ზემოხსენებული
გეგმების
მომზადება
განხორციელდება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, პროექტი იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან სივრცის დაგეგმარების გეგმების, გენერალური გეგმებისა და
განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავება და დამტკიცება
განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით ;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ;
სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის და
ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტების შემუშავება განახორციელოს, როგორც საკუთარი
ადამიანური რესურსის ფარგლებში, ასევე მესამე პირების მეშვეობით (აუთსორსი).
შესაბამისად, მოცემულმა პროექტმა შესაძლოა დადებითი ფინანსური გავლენა მოახდინოს
მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის და ქალაქთმშენებლობითი გეგმის
პროექტების შემუშავების პროცესში ჩართულ მესამე პირებზე.
როგორც აღინიშნა, სააგენტოს მიერ მესამე პირების მომსახურების (ზემოხსენებული გეგმების
მომზადების) შესყიდვა ხორციელდება კონკურსის გზით, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
სააგენტო მისი ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებული გეგმების მომზადებას, პრაქტიკიდან
გამომდინარე, უმეტესწილად ახორციელებს სწორედ მესამე პირების მეშვეობით. მათ მიერ
მომზადებული პროექტების შესყიდვის ჯამურმა თანხამ კი სააგენტოს დაარსებიდან დღემდე
6,292,940.00 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ერთი პროექტის შესყიდვის საშუალო თანხამ
შესაძლოა იყოს - 699 215 ლარი (თუმცა თანხის ოდენობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში
განსხვავებულია და სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია დასაგეგმარებელი
ტერიტორიის სპეციფიკაზე).
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გეგმების მესამე პირების მიერ მომზადების შემთხვევაში
პროექტი დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს მათ შემოსავალზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება :
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტ ი, სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი
სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს მთავრობა.