„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ვასილ ჩიგოგიძე, ისკო დასენი
ნომერი
#07-3/5/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის : ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო, გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.”; ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 პუნქტი : „71. ქონების სააგენტო, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიისა და და განცალკევების მოთხოვნების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი განმახორციელებელ გაზის საწარმოებში, წარმოებისა და ვაჭრობის აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა უწყებისაგან სრულად დამოუკიდებლად.” ; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „8. ქონების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემული აქტი საჩივრდება ინდივიდუალური სამინისტროში ან საქართველოს საერთო სასამართლოში, გარდა სახელმწიფო საწარმოების 1 აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა, რომლებიც საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში.“. 2. 39-ე მუხლის : ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. იმ საწარმოში, რომლის ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო გათვალისწინებული საბჭო, შემთხვევისა. გარდა 31 პუნქტით სამეთვალყურეო საბჭოში ამ საწარმოს მუხლის სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31-32 პუნქტ ები: „31. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისა სამეთვალყურეო და ვაჭრობის განმახორციელებელ საბჭო შეიძლება შეიქმნას საწარმოებში, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრებთან მიმართებით წყალმომარაგების მოთხოვნები. შესახებ“ საწარმოს დაცული უნდა საქართველოს იყოს კანონით სამეთვალყურეო „ენერგეტიკისა და გათვალისწინებული საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. 32. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის 2 ოპერატორის ფუნქციების განმახორციელებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრებთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე.“. გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი : „5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვას ახორციელებს სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც არ ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრა/შემუშავებას, მათ შორის ახორციელებს შესაბამისი რეგულაციების შემუშავებას/დადგენას.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვალის №70 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 3 2. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოებისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსს დარჩენილი ვადით, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფისათვის (ე.წ. “Unbundling”) საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ზოგად წესს. კანონის აღნიშნული მუხლის საფუძველზე, „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 27 მარტის №9 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები“, ხოლო „საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის №682 დადგენილებით დამტკიცებული „გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმით“ გადაცემის სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელად არჩეულ იქნა ქონებრივი განცალკევება. განცალკევების გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები შესრულდა, გარდა განცალკევების გეგმის მე-4 მუხლისა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან/სხვა საჯარო დაწესებულებებთან მოლაპარაკებისა და სათანადო ცვლილებების ინიცირების საფუძველზე, თავისი მმართველობის სფეროში არსებული ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების მართვის უფლებების იმგვარი გადანაწილება, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში ერთდროულად არ აღმოჩენილიყო ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის/განაწილების და მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის პირველ აპრილს, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირების შესახებ, იმ პირობით, რომ 2021 წლის 31 დეკემბრამდე შესრულდებოდა განცალკევების გეგმის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა და 2022 წლის 28 აპრილს, კომისიამ მიიღო ელექტროსისტემის“ №18/2 წინასწარი გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გადამცემი სს „საქართველოს სისტემის სახელმწიფო ოპერატორად წინასწარ სერტიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო 2022 წლის 7 ივლისს კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უარი ეთქვა სერტიფიცირებაზე. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებას, „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 27 მარტის №9 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები“, ხოლო „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებით დამტკიცებული „გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმით“ გადაცემის სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელად არჩეულ იქნა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, თუმცა „Unbundling”-ის ძირითადი მოთხოვნა, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში ერთდროულად არ აღმოჩენილიყო ერთი მხრივ, გადაცემის/განაწილების და მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმოები, ამ შემთხვევაშიც არ შესრულებულა. შესაბამისად, 2022 წლის 7 ივლისს კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაირღვა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებისთვის კანონით დადგენილი ვადები. შესაბამისად, აუცილებელია გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფისათვის ნორმატიული ბაზის შექმნა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : ენერგეტიკულ გაერთიანებასთან კონსულტაციების შედეგად, ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისა განცალკევების უზრუნველყოფის საუკეთესო გზად, დაისახა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა („სამინისტრო“) და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ („ქონების სააგენტო“) შორის უფლებამოსილებების განაწილება იმგვარად, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში ერთდროულად არ აღმოჩნდეს ერთი მხრივ, ენერგიის გადაცემის/განაწილების და მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოები. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების სააგენტო, თავის მხრივ, ექვემდებარება სამინისტროს კონტროლს, აუცილებელია განისაზღვროს, რომ ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, საკუთრებაში არსებული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოებში (შემდგომში „ენერგეტიკულ საწარმოებში“), აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი სხვა უწყებისაგან სრულად დამოუკიდებლად. აღნიშნულის განხორციელება საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე არ არის შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქონების სააგენტო, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა დამოუკიდებლობისა და და ბუნებრივი გაზის განცალკევების გადამცემი მოთხოვნების სისტემის ოპერატორის უზრუნველსაყოფად, აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: ა) შპს „ენგურჰესი“; ბ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“; გ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. აღნიშნული ცვლილებებით შესრულდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის დანაწესი და სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების დანაწილების შედეგად, აღარ განხორციელდება გადაცემისა და წარმოება/ვაჭრობის საქმიანობაზე კონტროლი. წარმოდგენილი სქემის განხორციელების შემთხვევაში ქონების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობას; სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან სხვა სამართლებრივი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების დანიშვნასა და ასეთ საწარმოებში კენჭისყრის ან აქციონერთა სხვა უფლებების განხორციელებას; შესაბამისი საწარმოების მიერ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელების მაქსიმალურ ხელშეწყობას. ზემოთ წარმოდგენილი ცვლილებებით აღმოიფხვრება კომისიის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის სერტიფიცირებაზე უარის თქმის საფუძვლები, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებს ენერგეტიკული გაერთიანებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭებათ სერტიფიცირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, კერძოდ, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველსაყოფად, ითვალისწინებს ქონების სააგენტოს დამოუკიდებლობას შპს „ენგურჰესის“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მართვის უფლების განხორციელებისას. აღნიშნული საწარმოების მართვითი უფლებამოსილების განხორციელება ქონების სააგენტოს მიერ, ხოლო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების მართვა სამინისტროს კონკრეტული დეპარტამენტის მიერ გახდება „Unbundling”-ის მოთხოვნის შესრულების წინაპირობა. შესაბამისად, კანონპროექტის თანახმად და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების სააგენტო იმოქმედებს დამოუკიდებლად, სამინისტროს, მთავრობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა უწყების მხრიდან აღნიშნულ საქმიანობაში ჩარევის გარეშე. ქონების სააგენტოს ამოცანა იქნება შესაბამისი ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობა, ისევე, როგორც უფლებამოსილებების ჯეროვნად, ეფექტიანად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განხორციელება. ამასთან დაკავშირებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის რიგი ცვლილებები, კერძოდ:  დგინდება, რომ ქონების სააგენტო მის მართვაში მყოფ ენერგეტიკულ საწარმოებში (შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“) აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას განახორციელებს სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი სხვა უწყებისაგან სრულად დამოუკიდებლად;  ზუსტდება, რომ ქონების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საწარმოების აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, გასაჩივრდება პირდაპირ საქართველოს საერთო სასამართლოებში;  ქონების სააგენტოს უჩნდება უფლებამოსილება, მის მართვაში მყოფ ენერგეტიკულ საწარმოებში (შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“) შექმნას სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები;  კანონში ჩნდება იმპერატიული დათქმა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა ოპერატორებში აუცილებლად და ბუნებრივი უნდა იყოს გაზის გადამცემი შექმნილი სისტემის სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე.  კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების მართვას სამინისტროს ფარგლებში განახორციელებს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც არ განსაზღვრის/შემუშავების იქნება ან ჩართული რეგულაციების შემუშავების/დადგენის საკითხებში. აღნიშნული დეპარტამენტი დაექვემდებარება უშუალოდ მინისტრს.  კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოებისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსს დარჩენილი ვადით, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქონების სააგენტოს მიერ კანონის სრულად ასამოქმედებლად საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფას, ასევე, მე-3 მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქონების სააგენტომ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, მთავრობის მიერ უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, ასევე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებაში. ასევე, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დებულებაში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან აღნიშნული პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების მართვის გამიჯვნა სამინისტროსა და ქონების სააგენტოს შორის, წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტით დაწესებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულების შესრულების (ე.წ. „ანბანდლინგის“) გარანტს. როგორც უკვე აღინიშნა, „ანბანდლინგი“ გულისხმობს ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების მართვის უფლებების იმგვარ გადანაწილებას, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში არ აღმოჩნდეს ერთდროულად, ერთი მხრივ, ენერგიის გადაცემის/განაწილების და, მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოები. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, გადაცემისა და წარმოების/ვაჭრობის განცალკევების ვალდებულების შესრულება ვერ მოხდა, რამაც განაპირობა გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებაზე უარის თქმა და მისი დაჯარიმება (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ენერგეტიკულმა გაერთიანებამაც). მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შემდგომში გამოიწვევს გადამცემი სისტემის ოპერატორის ლიცენზიის დაკარგვასაც, რადგან კანონის მიხედვით, გადაცემის საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სერტიფიცირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორზე. ამასთან, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ შეუსრულებლობის გამო განცალკევებისა დაიწყო და საქართველოს სერტიფიცირების წინააღმდეგ ვალდებულების დარღვევის საპასუხო პროცედურების განხორციელება (ე.წ. infringement-ის პროცედურა). შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყნის ერთადერთი ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ლიცენზიის ჩამორთმევა და ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების სანქციები, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღების შედეგად წარმოშობილი აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სახელმწიფო საწარმო(ებ)ში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასთან შემოსავლებიდან. დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო საწარმოს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნება ენერგეტიკული საწარმოების მართვის განმახორციელებელი ახალი დეპარტამენტი, რომელიც ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდება. შესაბამისად, სამინისტროში დასაქმებული ახალი თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადი, რომლის ჯამური ოდენობა 2025 წელს 46 ათას ლარს, 2026 წელს 50.6 ათას ლარს, ხოლო 2027 წელს 55.7 ათას ლარს შეადგენს, მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც, რომლის გავლენაც საშემოსავლო გადასახადზე 31.8 ათასს შეადგენს. შესაბამისად, კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. პროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : კანონპროექტის მიღებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი იქნება შესაბამისი ასიგნება, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს მართვაში მყოფი ენერგეტიკული საწარმოების მართვის განმახორციელებელი ახალი დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი და გარდაუვალი დანახარჯების სრულ დაფინანსებას. კერძოდ, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას 2025 წელს დაახლოებით 317.5 ათასი ლარის ოდენობით, 2026 წელს 296 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 2027 წელს 323.2 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ხარჯები უზრუნველყოფს სამინისტროს მართვაში მყოფი ენერგეტიკული საწარმოების მართვის განმახორციელებელი ახალი დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი და საჭირო დანახარჯების სრულ დაფინანსებას, მათ შორის დეპარტამენტის თანამშრომლების სახელფასო ფონდი, საპენსიო შენატანები, საკანცელარიო, წარმომადგენლობითი, შესაძლო სამივლინებო, საგადასახადო და სხვა დანახარჯები როგორც აუცილებელ ძირითად საშუალებებზე (გრძელვადიან აქტივებზე), ასევე დამხმარე მასალებზე. აღნიშნული ხარჯები მოიცავს როგორც სამინისტროს დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საპენსიო შენატანებს. შრომის ანაზღაურების კომპონენტი (4 ადამიანისგან დაკომპლექტებული დეპარტამენტი) აღნიშნულ ხარჯებში შეადგენს: 2025 წელს 234.8 ათას ლარს, 2026 წელს - 258.2 ათასს და 2027 წელს - 284.1 ათასს. ერთჯერადი დანახარჯები 2025 წელს შეადგენს 46 ათას ლარს, რაც მოიცავს ტექნიკური საშუალებების და მანქანის ხარჯს. ამასთან, წარმოდგენილი ენერგეტიკული პროექტის საწარმოების ნაწილი თანახმად, სამინისტროს სამართავად გადაეცემა მართვაში არსებული ქონების სააგენტოს. ზემოაღნიშნული საწარმოების მართვას ქონების სააგენტო განახორციელებს არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსის ფარგლებში. პროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : კანოპროექტის თანახმად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რაც გამოიწვევს დამატებითი ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფო საწარმოს მიერ: 2025 წელს 174 ათასი ლარის ოდენობით (162 ათასი შრომის ანაზღაურება; 3240 დამსაქმებლის (გაზის ტრანსპორტირების კომპანიის) საპენსიო შენატანი და 8800 სხვა ხარჯები), 2026 წელს 174.2 ათასი ლარის, ხოლო 2027 წელს 174.2 ათასი ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით, სამინისტროში შეიქმნება დეპარტამენტი, ხოლო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ სამეთვალყურეო საბჭო, სადაც ახალი თანამშრომლები დასაქმდებიან. შესაბამისად, პროექტი დადებით გავლენას მოახდენს ზემოაღნიშნული დასაქმებული პირების შემოსავალზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი პირდაპირ არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებებზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ვალდებულება, განსაზღვრულია ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების ოქმის მე-2 მუხლით. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან, აგრეთვე, ენერგეტიკის სექტორში საქმიანობების განმახორციელებელ სახელმწიფო საწარმოებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ენერგეტიკული გაერთიანება თანახმაა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება განხორციელდეს წინამდებარე კანონპროექტის ფარგლებში განსაზღვრული ფორმით. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ვასილ ჩიგოგიძე, ისკო დასენი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ვასილ ჩიგოგიძე, ისკო დასენი.