„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/6/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 460070000.05.001.102213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 50- ე მუხლის : ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა) 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა) 2025 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (ფორმები); ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, საქმიანობის წესი და სტანდარტი;“ 2. 51- ე მუხლის მე-4 , მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ამ კანონის მე-6−მე-9 მუხლები და 49-ე მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ კანონის მე-11 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 6. ამ კანონის 36-ე , 37-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი , სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ვალდებულებები, რომელთა შესრულება განსაზღვრულია შესაბამისი მუხლებისა და კანონქვემდებარე აქტების ძალაში შესვლის დღიდან, კანონით გათვალისწინებულ იურიდიული და ფიზიკური სუბიექტებისათვის. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად დაიწყო კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი, რომელიც არ დასრულებულა და მოიცავს სამუშაო ჯგუფების ფორმატში განხილვებს კერძო სექტორთან, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობას, საუკეთესო პრაქტიკების კვლევას, შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მონაწილეობასა და მიდგომების შეჯერებას ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებით. ამასთანავე, სამუშაო პროცესში იკვეთება საკითხები, რომლებიც დამატებით მსჯელობას, შეთანხმებასა და მომზადებას საჭიროებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით განსაზღვრულია ზოგიერთი დებულების ამოქმედების ვადების ცვლილება, რათა მეტი დრო დაეთმოს ჩარჩო კანონიდან გამომდინარე ქვემდებარე აქტების მომზადებასა და შესაბამისი სუბიექტების ინფორმირებას. წინამდებარე კანონის პროექტი ითვალისწინებს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ - „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადების ცვლილებას. ასევე, კანონის 51-ე მუხლის მე-4-ე და მე-5-ე პუნქტებით გათვალისწინებული კანონის ცალკეული მუხლების ძალაში შესვლის ვადების ცვლილებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, გამოიკვეთა მეტი დროისა და რესურსის საჭიროება, რათა მოხდეს სექტორის ინფორმირება, მომზადება და მიდგომების შეჯერება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პროექტით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტებისა და „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების ამოქმედების ვადები გადავადდება 2025 წლის 1 ივნისამდე და 2026 წლის 1 იანვრამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის მიერ, „საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე, კანონპროექტით კი აღნიშნული ვადა გახანგრძლივებულია 2026 წლის 1 იანვრამდე; „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის (ფორმები) შემუშავება 2024 წლის 31 დეკემბრამდე. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული ვადების გადაწევას 2025 წლის 1 ივნისამდე; „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის, საქმიანობის წესისა და სტანდარტის დამტკიცებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე. კანონპროექტით აღნიშნული ვადა ხანგრძლივდება 2026 წლის 1 იანვრამდე; „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს კანონის მე-6−მე-9 მუხლებისა და 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის ამოქმედებას 2024 წლის 31 დეკემბრიდან. აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს დანიშნულების მართვის ორგანიზაციის საქმიანობის ჩარჩოსა და შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს. პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული მუხლების ამოქმედების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 1 იანვრით; „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს კანონის მე-11 მუხლისა და 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის ამოქმედებას 2025 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაციის ვალდებულებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-11 მუხლის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის ამოქმედების ვადის გადაწევა - 2025 წლის 1 ივნისამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში : სფეროში აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მისი ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბრამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : რესპუბლიკის ან/და კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ან მინუციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე ვინაიდან კანონპროექტით ვადდება ტურისტული სუბიექტების რეგისტრაციის გარეშე საქმიანობასთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე საქმიანობასთან დაკავშირებული ჯარიმები. აქვე, აღსანიშნავია, რომ სტატუსის მინიჭება და გაუქმება ხდება საფასურის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსგავსი მიზნით ტურისტული სუბიექტების დაჯარიმების წესსა და პირობებს, ასევე მათი რეგისტრაციის ვალდებულებას, შესაბამისად, არ არსებობს სამართალდაღვევათა ზუსტი სტატისტიკა, ჯარიმის რაოდენობა და სუბიექტთა რაოდენობა გავლენის ოდენობა კი დამოკიდებულია იმ პოტენციურ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე, რაც შეიძლება ჩაედინათ შესაბამის სუბიექტებს. თუმცა, გადავადების გამო, შესაბამისი ნორმების ამოქმედებამდე აღარ მოხდება მათი დაჯარიმება. აგრეთვე, გავლენას იქონიებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისათვის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის ვადის გადაწევა, რადგან აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავდა ერთი კადრის აყვანას, რომლის საშემოსავლო გადასახადის გადახდა უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული გადავადდა 2026 წლამდე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : რესპუბლიკის ან/და ტურიზმის შესახებ კანონით მე-6-მე-9 მუხლებით ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის გაცემასა და შეჩერებაზე უფლებამოსილი ორგანოა ადმინისტრაცია, ასევე კანონის ითვალისწინებს ადმინისტრაციიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიდან თითო-თითო წარმომადგენელის მონაწილეობს ორგანიზაციის მართვასა და წარმომადგენლობით ორგანოებში. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. იმის გამო რომ, მე-6-მე9 მუხლების მოქმედება ვადდება 2026 წლის 1 იანვრამდე, 2025 წლის ბიუჯეტიდან აღარ იქნება საჭირო შესაბამისი თანხის გამოყოფა. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2025 წლიდან ამ ფუნქციის შესასრულებლად ადმინისტრაციის მიერ იგეგმებოდა დამატებით თანამშრომლის აყვანა, რომლის სახელფასო ფონდი, საპენსიო შენატანი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯი წლიურად სავარაუდოდ იქნებოდა 21,390 ლარი, ხოლო კადრის აყვანასთან დაკავშირებული ერთჯერადი ხარჯი (კომპიუტერის, ავეჯისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა) დაახლოებით 4,244 ლარი. შესაბამისად, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2026 წლიდან იქნება საჭირო აღნიშნული ხარჯის გაწევა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომელზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, კერძო სექტორს, დანიშნულების მართვის ორგანიზაციებს და შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ ინდივიდუალურ პირებს, არ წარმოეშობათ დამატებითი ხარჯები, რომლებიც კანონიდან და კანონქვემდებარე აქტებიდან გამომდინარე შესაძლოა გასჩენოდათ. კერძოდ, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება სტატუსის მინიჭების გარეშე 2026 წლის პირველ იანვარმდე არ გამოიწვევს დაჯარიმებას, ასევე ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე არ დაჯარიმდება 2025 წლის 1 ივნისამდე. აგრეთვე, კანონპროექტს გავლენა ექნება პოტენციურ ახალ კადრზე, რომლის აყვანაც სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ იგეგმებოდა 2025 წლიდან და გადავადდა 2026 წლამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება : მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროპის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს პარლამენტის წევრები : შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრები : შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე.