„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე
ნომერი
#07-3/7/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 470000000.05.001.102226) შეტანილ იქნეს ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1544 და 1545 მუხლები: „მუხლი 154 4 1. 2026 წლის 1 იანვრიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობა ეკრძალება. 2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღებით სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის ქონის შემთხვევაში მიეცეს ექთნის წოდების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოპოვების უფლება. მუხლი 154 5 1. სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს: ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი; ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს; გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი; დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს; ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები; ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეანექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები; ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები; თ) ექთნისა და მეან-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების წესი; ი) საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები; კ) საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი; ლ) ექთნისა და მეან-ექთნის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული ფორმები, პროფესიული რეაბილიტაციის წესი და შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები; მ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობის განსაზღვრის წესი; ნ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე მისი გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი განმეორებით მოპოვების წესი; ო) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთან-სპეციალისტის მიერ საექთნო სპეციალობით საქმიანობის განსახორციელებლად უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების წესი; პ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შერჩევითი კონტროლის წესი. 2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 1544 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება.“. 2. მე-2 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე მოამზადოს რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული რეესტრის (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) მოდული. 2. 2026 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეანექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია. 3. 2026 წლის 1 სექტემბრამდე ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია განხორციელდეს და სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა გაიცეს უგამოცდოდ. 4. 2026 წლის 1 სექტემბრიდან პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული, აგრეთვე ის პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი დებულებით (მარეგულირებელი ნორმით) არ უსარგებლია, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ექვემდებარებიან.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ‘‘ქვეპუნქტის ,,ბ.ა‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან;‘‘. მუხლი 2. 2025 წლის 1 ივლისამდე, საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ შესაბამის პირს. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია, რომელსაც აქვს ძირითადი როლი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების და ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესების მიმართულებით. ამავდროულად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ადეკვატური რაოდენობის, ცოდნის, უნარების და კომპეტენციის მქონე ადამიანურ რესურსს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექთნების და მეანი-ექთნების როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. შესაბამისად, ექთნის და მეანი-ექთნის ადამიანური რესურსის განვითარება, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების ძირითადი პრიორიტეტია. 2024 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონები, რომელთა მიზანია ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა, რაც ექთნების და მეანიექთნების კვალიფიციური ადამიანური რესურსის გენერირების საშუალებით უზრუნველყოფს ჯანდაცვითი სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად, ექთნებისა და მეანი-ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ამოქმედების სხვადასხვა თარიღები. გარდამავალ პერიოდში დაიგეგმა რიგი კანონქვემდებარე აქტების მომზადება, რომელთა ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1 ოქტომბრიდან პერიოდი; მთელი რიგი მუხლები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 1 იანვრიდან პერიოდში. ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების მიღწევა, როგორიცაა კვალიფიციური და მოტივირებული საექთნო პერსონალით საქართველოს მოსახლეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საუკეთესო კლინიკური გამოსავლების მისაღწევად ეფექტური და მაღალი ხარისხის განათლების (დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარება) მიწოდება, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოში მიღებული განათლების აღიარება, საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა, მოითხოვს სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი, საკითხის შინაარსისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მოითხოვს დამატებით დროს როგორც უწყების, ისე დარგის მზაობის კუთხით. იმისათვის, რათა მოსამზადებელი პერიოდში არ შეიქმნას რაიმე დაბრკოლება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს იმგვარად, რომ მისი ეტაპობრივი ამოქმედების პირობებში სრული მზაობა უზრუნველყოფილ იქნეს 2026 წლის 1 სექტემბრისთვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროა კანონის ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცალკეულ ნორმათა ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან - 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მე-7 პუნქტში, მე-2 მუხლის პირველ-მე-4 პუნქტებში და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებში, რომლებითაც ხდება კანონით განსაზღვრული ცალკეული თარიღების გადავადება. გარდა ამისა, ტექნიკური ცვლილება შედის 1545 მუხლში, მინისტრის მიერ გამოსაცემი აქტების ჩამონათვალის ნაწილში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ) იქიდან გამომდინარე, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილება მიღებულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის ბოლომდე, საჭიროა მისი განხილვა დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც დაინერგება კანონის ამოქმედებით, ხოლო მოცემული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამის ზომებთან, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენებთან. რადგანაც ხდება ზემოაღნიშნული დებულებების გადავადება, პროპორციულადვე გადავადდება ის გავლენებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათი შეუსრულებლობისთვის გამოყენებულ სანქციებთან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ 2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი და ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე