„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე
ნომერი
#07-3/7/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.102227) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომ ე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ‘‘ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებით. 2024 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონები. პაკეტის მიზანი იყო ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა, რაც ექთნების და მეანი-ექთნების კვალიფიციური ადამიანური რესურსის გენერირების საშუალებით, უზრუნველყოფს ჯანდაცვითი სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად, ექთნებისა და მეანი-ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია კანონის ამოქმედების სხვადასხვა თარიღები. იმისათვის, რათა მოსამზადებელი პერიოდში არ შეიქმნას რაიმე დაბრკოლება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს იმგვარად, რომ მისი ეტაპობრივი ამოქმედების პირობებში სრული მზაობა უზრუნველყოფილ იქნეს 2026 წლის 1 სექტემბრისთვის. აღნიშნულ მიდგომასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა რამდენადაც პასუხიმგებლობის ზომები უკანონო საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობისთვის (საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადავადების პარალელურად, ორი კანონის ჰარმონიზაციისა და პასუხისმგებლობის ზომების გადავადებისათვის საჭიროა, ცვლილება განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ ვადებთან შესაბამისობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის 2024 წლის 21 თებერვალს მიღებულ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში და ხელახლა ყალიბდება მისი ამოქმედების ვადა. შედეგად, კანონი, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ) იქიდან გამომდინარე, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილება მიღებულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის ბოლომდე, საჭიროა მისი განხილვა დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამის ზომებთან, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენებთან, გადახდილი ჯარიმების შესაბამისად. რადგანაც ხდება ზემოაღნიშნული დებულებების გადავადება, პროპორციულადვე გადავადდება ის გავლენებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათი შეუსრულებლობისათვის გამოყენებულ ჯარიმებთან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამის ზომებთან და ამდენად, ფინანსურ შედეგებთან, იმ სამართალდამრღვევი პირებისათვის, რომელთაც მოუწევთ ჯარიმების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობით. მოცემული ეტაპისთვის, რამდენადაც ხდება ზემოაღნიშნული ვალდებულების გადავადება, ფინანსური გავლენები იმ პირთათვის, რომელთაც, შესაძლოა, ჩაედინათ მოცემული სამართალდარღვევა, რაც დაკავშირებული იქნებოდა მათ მიერ ჯარიმების გადახდასთან, - არ წარმოიშობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ 2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი და ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : გამოყენებული კანონპროექტის ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი : კანონპროექტის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე