„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
,,ადამიანის
ორგანოთა
გადანერგვის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/11/2023, სარეგისტრაციო კოდი:
470100000.05.001.021094) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
46-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინისტრმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს:
ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება დონორთა
ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების (მათ შორის, პირის დონორთა ეროვნულ
რეესტრში რეგისტრაციის ან დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლის/ამოღების) წესის,
აგრეთვე ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და
ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის
ფორმებისა და შინაარსის განსაზღვრის შესახებ;
ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-13 მუხლის
მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება (ბრძანებები) მომლოდინეთა ეროვნული სიის
წარმოების (მათ შორის, პირის მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის) წესის
განსაზღვრის შესახებ, გარდაცვლილი დონორისგან მოპოვებული ორგანოების განაწილების
წესების განსაზღვრის თაობაზე და რეციპიენტისგან ინფორმირებული თანხმობის მიღების
წესისა და აღნიშნული ინფორმირებული თანხმობის ფორმისა და შინაარსის განსაზღვრის
შესახებ;
გ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოების
საერთაშორისო გაცვლისთვის საჭირო საინფორმაციო პროცედურების დამტკიცების შესახებ;
დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოს
ჯვარედინი დონაციის წესისა და პირობების დადგენის შესახებ;
ე) ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ბრძანება ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების
წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სათანადო რისკების
შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის
წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ;
ვ) ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გარდაცვალების
ფაქტის (მათ შორის, გულის შეუქცევი გაჩერებისა და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან
ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის) დადგენის პროტოკოლის დამტკიცების შესახებ;
ზ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გარდაცვლილი
პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის განსაზღვრის თაობაზე;
თ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება (ბრძანებები)
ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და ტექნიკური
მოთხოვნების
(მათ
შორის,
ორგანოების
შენახვასთან,
კარანტინში
განადგურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) განსაზღვრის შესახებ;
მოთავსებასა
და
ი) ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბრძანება
(ბრძანებები) დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების განხორციელების წესის
დადგენის შესახებ და დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების
განსაზღვრის თაობაზე;
კ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოს
მოპოვების პროცედურების (მათ შორის, ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინების (ოქმის)
ფორმატის) განსაზღვრის თაობაზე;
ლ) ამ კანონის 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოების
გადანერგვის სტანდარტების (მათ შორის, ორგანოების გადანერგვის შედეგების რეგისტრაციის,
აგრეთვე გადანერგილი ორგანოებისა და რეციპიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის
მონიტორინგისა
და
ყოველწლიური
ანგარიშგების
სახელმძღვანელო
პრინციპების)
განსაზღვრის შესახებ;
მ) ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ბრძანება (ბრძანებები) სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და
სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ დროულად შეტყობინების, ანგარიშგებისა და
მართვის ეროვნული ოპერაციული პროტოკოლის განსაზღვრის თაობაზე და მიკვლევადობის
წესის განსაზღვრის შესახებ;
ნ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ამ კანონის
შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო პროცედურების ანაზღაურების მოდელისა და
ტარიფების/ხარჯების შესახებ ინსტრუქციის განსაზღვრის თაობაზე;
ო) ამ კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ინსპექტორის
კვალიფიკაციასა და პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და
ინსპექტირების ჩატარებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებების განსაზღვრის
შესახებ;
პ) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი ბრძანებები.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესმა
საბჭომ
2026
წლის
1
სექტემბრამდე
უზრუნველყოს მოსამართლეთა პროფესიული მომზადება ორგანოების გადანერგვის სფეროში
და დაადგინოს უფლებამოსილი მოსამართლეების სპეციალიზაციის სტანდარტი.“;
გ) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამინისტრომ/მინისტრმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელოს:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ტრანსპლანტაციის საბჭოს/ცოცხალი დონაციის
კომისიის შექმნასა და ფუნქციონირებასთან და მათი დებულებების დამტკიცებასთან/მათ
დებულებებში სათანადო ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
ბ) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი ღონისძიებები.
7. სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ
ამ კანონით გათვალისწინებული ოპერაციული პროტოკოლების შემუშავება და დამტკიცება.
8. საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ
ამ კანონით გათვალისწინებული კომპეტენტური უწყების (უწყებების) განსაზღვრა, აგრეთვე
საჭიროების შემთხვევაში − მისი (მათი) ფუნქციების განსაზღვრა (განაწილება).“;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებებმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ
კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის
შესაბამისად
დადგენილ
სალიცენზიო/სანებართვო
პირობებთან
შესაბამისობა
სათანადო ლიცენზიის მოპოვებით/სანებართვო პირობების შესრულებით. ამისთვის აღნიშნულ
თარიღამდე შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებებმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
ამ
კანონით
განსაზღვრულ
ლიცენზიის/ნებართვის გამცემ კომპეტენტურ უწყებას წარუდგინონ სათანადო განცხადება და
დოკუმენტაცია. აღნიშნულ თარიღამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები ამ კანონით
გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებენ 2026 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული
შესაბამისი
ლიცენზიის/ნებართვის
საფუძველზე.
ლიცენზიის/ნებართვის
გამცემი
კომპეტენტური უწყება გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.“.
2. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი−45-ე და 47-ე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოში
საერთაშორისო
ადამიანის
სტანდარტებთან
ორგანოების
და
შესაბამისობის
ქსოვილების
გადანერგვის
უზრუნველყოფის
და
პროცესის
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგის
მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2023 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების
გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონები და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი.
კანონების ძირითადი მუხლების ამოქმედებისთვის განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, ხოლო
გარდამავალი პერიოდისთვის დაიგეგმა მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მომზადება და
საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება.
ახალი
კანონმდებლობა
მოითხოვს
ორგანოთა
გადანერგვის
სფეროში
ორგანოთა
გადანერგვის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას, რითაც შესაძლებელი იქნება დონორთა
რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის
უზრუნველყოფა, ლიცენზირება როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულებების,
ისე - იმ დაწესებულებებისა, სადაც უნდა განხორციელდეს ტრანსპლანტაცია და სხვა.
აღნიშნული საკითხი, მისი შინაარსისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მოითხოვს
შესაბამის ექსპერტულ მხარდაჭერას როგორც თანმდევი სამართლებრივი ბაზის მომზადების,
ისე, ზოგადად, მისი იმპლემენტაციისას ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული კაპიტალის
მობილიზების კუთხით. შესაბამისად, იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კანონების
სრულყოფილი აღსრულება და ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურეობის
პროცესს, არ მოხდეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების
რაიმე ფორმით შეფერხება, მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის
ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს „ადამიანის
ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას.
ცვლილების შედეგად, კანონი ძალაში შევა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროა კანონის ცალკეული ნორმების
ამოქმედების გადავადება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიღებით
უზრუნველყოფილი
იქნება
„ადამიანის
ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცალკეულ ნორმათა ამოქმედების
გადავადება 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
საქართველოს კანონის 46-ე და 48-ე მუხლებში, რითაც ხდება კანონის ცალკეული მუხლების
ამოქმედებისათვის განსაზღვრული თარიღების გადავადება. გარდა ამისა, კანონის 46-ე მუხლში
(კანონის მიღებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები) ზუსტდება კანონის ამოქმედებასთან
დაკავშირებით გამოსაცემი აქტების ჩამონათვალი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში
შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით განხილვის
მიზეზები
და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას )
იქიდან გამომდინარე, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილება მიღებულ უნდა
იქნეს მიმდინარე წლის ბოლომდე, საჭიროა მისი განხილვა დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულია მთელი
რიგი რეგულაციები, რომლებიც დაინერგება კანონის ამოქმედებით, ხოლო მოცემული
ვალდებულებების შეუსრულებლობა დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამის
ზომებთან, რომლებიც განსაზღვრულია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსებით და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
გავლენებთან.
რადგან
ხდება
ზემოაღნიშნული
დებულებების
გადავადება,
პროპორციულადვე გადავადდება ის გავლენებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო
მათი შეუსრულებლობისათვის გამოყენებულ სანქციებთან.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
დადგენილი
გადასახადის ,
მოსაკრებლის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის
ბიუჯეტში
ან
სხვა
სახის
და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამისი
სფეროს წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე,
ვლადიმერ კახაძე
ვ) კანონ პროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა
ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე