„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/11/2023,
სარეგისტრაციო კოდი:080000000.05.001.021099) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოში ადამიანის ორგანოების და ქსოვილების გადანერგვის პროცესის საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის და „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2023 წლის ნოემბერში
საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონები და მათგან გამომდინარე
საკანონმდებლო პაკეტი. კანონების ძირითადი მუხლების ამოქმედებისთვის განისაზღვრა 2025 წლის 1
იანვარი, ხოლო გარდამავალი პერიოდისთვის დაიგეგმა მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების
მომზადება და საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება.
ახალი კანონმდებლობა მოითხოვს ორგანოთა გადანერგვის სფეროში ორგანოთა გადანერგვის
სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას, რითაც შესაძლებელი იქნება დონორთა რეგისტრაცია,
ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება
როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულებების, ისე - იმ დაწესებულებებისა, სადაც უნდა
განხორციელდეს ტრანსპლანტაცია და სხვა.
აღნიშნული საკითხი, მისი შინაარსისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მოითხოვს შესაბამის
ექსპერტულ მხარდაჭერას როგორც თანმდევი სამართლებრივი ბაზის მომზადების, ისე, ზოგადად, მისი
იმპლემენტაციისას ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული კაპიტალის მობილიზების კუთხით.
შესაბამისად, იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კანონების სრულყოფილი აღსრულება და ხელი
არ შეეშალოს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურეობის პროცესს, არ მოხდეს ადამიანისთვის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების რაიმე ფორმით შეფერხება, მოცემულ ეტაპზე
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდი
გახანგრძლივდეს 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროა კანონის ცალკეული ნორმების
ამოქმედების გადავადება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ,,ადამიანის ორგანოთა
გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ვადებთან მისი თანმდევი საკანონმდებლო
აქტების ამოქმედების ვადების შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი წარმოადგენს ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ პროექტს. შესაბამისად, საკანონმდებლო პაკეტის
ამოქმედების ერთიანი ვადის განსაზღვრის მიზნით, კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედების
ვადად განისაზღვრება 2026 წლის 1 სექტემბერი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის
ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას )
იქიდან გამომდინარე, რომ პროექტით გათვალისწინებული ცვლილება მიღებულ უნდა იქნეს
მიმდინარე წლის ბოლომდე, საჭიროა მისი განხილვა დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულია მთელი რიგი
რეგულაციები, რომლებიც დაინერგება კანონის ამოქმედებით, ხოლო აღნიშნული ვალდებულებების
შეუსრულებლობა დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამის ზომებთან, რომლებიც
განსაზღვრულია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით და
შესაბამისად,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე
გავლენებთან.
რადგან
ხდება
ზემოაღნიშნული დებულებების გადავადება, პროპორციულადვე გადავადდება ის გავლენებიც, რაც
შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათი შეუსრულებლობისათვის გამოყენებულ სანქციებთან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები ,
კანონპროექტის
გავლენით
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში ,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა)
სახელმწიფო ,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამისი სფეროს
წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის ,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში ,
იმ გამოცდილების
მიმოხილვა , რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ
კახაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე,
ვლადიმერ კახაძე