„საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიულ ი მთლიანობის აღდგენისა
და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული
დროებითი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მეორე
პუნქტისა და 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შეიქმნას
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ :
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი :
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე,
ასევე უფლებამოსილება შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლისა და 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად
მიზანშეწონილია
საქართველოს
პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი
კომისიის შექმნა, რომლის საქმიანობაც მიმართული იქნება საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების გადაჭრის
ხელშეწყობისაკენ. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია
მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხების გადაჭრის ხელშეწყობას. შესაბამისად, აღნიშნული კომისია
განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
· შეისწავლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებასთან
დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს წინადადებებსა და
რეკომენდაციებს;
· თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად
მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების
სრულმასშტაბიანი მოწესრიგების საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების
შემუშავებაში;
· კონტროლს გაუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების
მოწესრიგების
საკითხებზე
მიღებული
კანონების,
დადგენილებებისა
და
გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას, შესაბამის დასკვნებსა და
რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარულ
სხდომას;
· კონტროლს გაუწევს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის
თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ
მიღებული კანონების, დადგენილებების და სხვა აქტების შესრულებას;
· კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციალურეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით თავის სხდომებზე მოუსმენს მინისტრების,
დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების
ხელმძღვანელთა ინფორმაციებს და ანგარიშებს.
ა.ა.ბ)
არსებული
აუცილებლობა :
პრობლების
გადასაჭრელად
დადგენილების
მიღების
აღნიშნული დადგენილების მიღებით, იქმნება ტერიტორიული მთლიანობისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, რომელიც
განახორციელებს კომისიის კომპეტენციის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის
ეფექტიან საქმიანობას.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები :
დადგენილების მიხედვით, კომისია შეძლებს მონიტორინგი გაუწიოს, ქვეყანაში
არსებული სამთავრობო უწყებების მიერ ტერიტორიული მთილანობისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით ეფექტიანი საქმიანობის განხორციელებას,
მათ
შორის,
აღნიშნულ
საკითხებთან
დაკავშირებით
კანონპროექტების,
რეზოლუციებისა და დადგენილების პროექტების მომზადებას.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
დადგენილების პროექტის მიხედვით იქმნება საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენისა
და
დეოკუპაციის
საკითხებთან
დაკავშირებული
დროებითი
კომისია.
დროებითი
კომისია
საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში
საქმიანობს და უზრუნველყოფს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების
მოსაწესრიგებლად მიმართულ ღონისძიებათა კოორდინირებას, მათ განხორციელებაზე
საპარლამენტო კონტროლის დაწესებას, დეოკუპაციისა და სამშვიდობო პროცესისათვის
ხელის შეწყობას, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებისა
და დასკვნების მომზადებას, რეკომენდაციებისა და წარდგინებების შემუშავებას.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის
თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
დაგენილების მიღებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების
აღმოფხვრის დაჩქარების ხელშეწყობას, ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების
დაჩქარებული წესით განხილვას):
პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილები პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო :
დადგენილების დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის
სახელმწიფო ბიუჯეტი (პარლამენტის ასიგნებები).
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
დადგენილებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის
მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლისა და 74-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნას საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის
პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. ზემოაღნიშნული დროებითი კომისიის
შექმნის საბიუჯეტო გავლენა პარლამენტის ბიუჯეტზე შესაბამის პერიოდში
უკავშირდება კომისიის აპარატის შრომის ანაზღაურებისათვის განკუთვნილ სახსრებს,
რომლის წლიური ოდენობაც, არსებული პრაქტიკით, შეადგენს თვიურად 10374 ლარს
(წლიური ოდენობა - 124,488 ლარი) და კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა
სახის ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები )
მითითებით :
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების
პროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დადგენილების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები კომისიის მოქმედების პერიოდში
შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ პირებზე გავლენას, რომელთა საქმიანობაც
პირდაპირ უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებას.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი :
დადგენილებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
დადგენილების
პროექტის გავლენის
შეფასება ; დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
დადგენილების მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება :
დადგენილების ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ)
დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
დადგენილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
დაგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დაგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა)
სახელმწიფო ,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტები , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
დადგენილების პროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი :
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი :
დადგენილების პროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“