„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 2281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 228 1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების
ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა , საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი
1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 7 პარლამენტის
წევრს, რომელმაც დატოვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეუძლია
რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი
მოთხოვნების (გარდა
პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა)
შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ −
პოლიტიკური ჯგუფი). სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი
პარლამენტის წევრების ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია.
2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით
დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის
რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის
შემადგენლობაში 7 პარლამენტის წევრზე ნაკლები დარჩა. პარლამენტის წევრის
პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის
პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის
წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის
ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით.
3. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს
ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული
უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს
კანონმდებლობის
ის
ნორმები,
რომლებითაც
წესრიგდება
ფრაქციის
საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, რეგლამენტის 54-ე
მუხლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნორმები იმავდროულად
კონსტიტუციური ნორმებია. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს,
სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.
4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის
მოადგილე არიან პარლამენტის თანამდებობის პირები და სარგებლობენ იმავე
უფლებებით, რომლებიც აქვთ ფრაქციის თავმჯდომარეს (მათ შორის,
რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უფლებით), გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის
განსაზღვრული უფლებებისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის
განსაზღვრული უფლებებით. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს და
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვთ, ეკავოთ სხვა
საპარლამენტო თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს,
არ იყოს პარლამენტის კომიტეტის წევრი. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური
ჯგუფის შემადგენლობაში 7 წევრზე მეტია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს
შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე.
5. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფში.
ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს
ფრაქციის წევრი.
6. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე,
თუ პოლიტიკური ჯგუფი არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2
პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების
მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი
გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
7. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან
პოლიტიკურ ჯგუფში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ;
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი ;
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი :
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიმართულია საპარლამენტო საქმიანობის
უკეთ განხორციელებაში პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობისკენ.
შესაბამისად, აღნიშნულის განხორციელებისათვის წარმოდგენილი კანონპროექტის
მიხედვით 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
არანაკლებ 7 პარლამენტის წევრი, რომელმაც დატოვა ის პარტია, რომლის მიერაც
წარდგენილი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ პარტიულ
სიაში, შეძლებს რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების
(გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა)
შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში
მთელი რიგი უფლებამოსილებები განახორციელოს. აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფს
ეყოლება თავმჯდომარე და მისი მოადგილე, რომელთაც ექნებათ ფრაქციის
თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის მსგავსი უფლებები.
ა.ა.ბ) არსებული
აუცილებლობა :
პრობლემის
გადასაჭრელად
რეგლამენტის
მიღების
ვინაიდან, განმარტებითი ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი
რეგულირდება
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით,
საჭიროა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები :
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში
2028 წლის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე არანაკლებ 7 პარლამენტის წევრი,
რომელმაც დატოვა ის პარტია, რომლის მიერაც წარდგენილი იყო 2024 წლის
საპარლამენტო
არჩევნებისთვის
განსაზღვრულ
პარტიულ
სიაში,
შეძლებს
რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის
წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი
და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი
უფლებები განახორციელოს.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლში და ახლებურად ყალიბდება
პოლიტიკური ჯგუფების შექმნის წესი, კერძოდ, 2028 წლის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
შექმნის შესაძლებლობა ჩნდება, აგრეთვე განისაზღვრება საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის
მიმართ (რეგლამენტის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის
მიერ);
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი ,
ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის
თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
გამომდინარე იქედან, რომ რეგლამენტის სრულად ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიების განხორციელება ან/და დრო არ არის საჭირო, აგრეთვე ამ რეგულაციის
შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ეს რეგლამენტი ამოქმედდეს მისი
შესაბამისი წესით გამოქვეყნებისთანავე. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს;
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას ):
საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.
იმისათვის, რომ წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღება 2024 წელს მოესწროს,
აუცილებელია მისი დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, ინიციატორების მიერ
მოთხოვნილია წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი);
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის
ხარჯების დაფინანსების წყარო :
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების
გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის
პროექტით გათვალისწინებული საკითხის ახლებურად მოწესრიგების შედეგად
გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი
ასიგნებების ფარგლებში.ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე :
თუ პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად პარლამენტში
შეიქმნება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა
გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ვინაიდან საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გაღებული თანხების
მიმღებ პირებს მოუწევთ გადასახადების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო
ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება საქართველოს
პარლამენტში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობასა და მათ
წარმომადგენლობაზე.
ბ.გ) რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო , ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე :
რეგლამენტის პროექტი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის
შესაძლებლობას აჩენს და შესაბამისად, იზრდება ახალი საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფების და მათი ფუნქციონირებისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გაღების ალბათობა. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით
გამოწვეული დამატებითი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე,
შეიქმნება თუ არა, ან დამატებით რამდენი პოლიტკური ჯგუფი შეიქმნება პარლამენტში
და როგორი იქნება მათი წარმომადგენლობა. ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა
სახელფასო ფონდი განისაზღვრება ჯგუფის წარმომადგენლობის პროპორციულად და
ფრაქციის ანალოგიურად, ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის
განსაზღვრის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას
პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ამ
ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის,
მათ შორის, ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის, ოდენობა თვის
განმავლობაში მოიცავს 11 980 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის
798 ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და
მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს.
პოლიტიკური ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოყოფილი იქნება
სამუშაო ფართობი და ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა,
განისაზღვრება ჯგუფში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
პროპორციულად. გარდა ამისა, პარლამენტის ბიუჯეტიდან გაიცემა ის ხარჯები რაც
საჭირო იქნება პოლიტიკური ჯგუფის ხელფასის ანაზღაურებისთვისა და მისი
მოადგილის/მოადგილეების ხელფასებისთვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , რეგლამენტის
პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები ) მითითებით :
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება , იმ
ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით ,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
რეგლამენტის
პროექტის
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით, პარლამენტში პოლიტიკური
ჯგუფების შექმნის შემთხვევაში, გაიზრდება იმ პარლამენტის წევრთა შემოსავალი,
რომლებიც შექმნილ სუბიექტებში დაიკავებენ შესაბამის თანამდებობებს. გარდა ამისა,
პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ასევე გამოიყოფა თანხა მათი
შესაბამისი აპარატის თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, რაც გავლენას მოახდენს ამ
ანაზღაურების მიმღებ პირებზე. ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე და მათ წარმომადგენლობაზე.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი :
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება :
რეგლამენტის
მდგომარეობაზე;
პროექტი
არ
ახდენს
ზეგავლენას
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება :
ბავშვის
უფლებრივ
რეგლამენტის პროექტის
ინიციატორთა მოსაზრებით რეგლამენტის პროექტს არა აქვს მოსალოდნელი
ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე;
გ) რეგლამენტის
სტანდარტებთან ;
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი
ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი მხრივ ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს;
დ)
რეგლამენტის
კონსულტაციები :
პროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
დ.ა)
სახელმწიფო ,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა
მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ორგანიზაციის /დაწესებულების ,
სამუშაო
ჯგუფის ,
ექსპერტის
რეგლამენტის პროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
მონაწილე
შეფასება
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ზაალ მიქელაძე,
სოზარ სუბარი, დავით კაჭარავა, ეკა სეფაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი ბერაია,
ვიქტორ ჯაფარიძე.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ზაალ მიქელაძე,
სოზარ სუბარი, დავით კაჭარავა, ეკა სეფაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი ბერაია,
ვიქტორ ჯაფარიძე.