„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წერები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/12/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) მე-6 მუხლის: ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“, ს3, „ფ1“, „ფ6“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი;“; ბ) „ს 2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს3“ ქვეპუნქტი : „ს3) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 100 ლარი;“; გ) „ფ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ და ,,ფ6“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი;“; დ) „ფ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ6“ ქვეპუნქტი : „ფ6) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ და ,,ფ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 130 ლარი;“; ე) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ1“ და „შ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 50 ლარი;“; ვ) „შ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ2“ ქვეპუნქტი : „შ2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 130 ლარი;“; ზ) შენიშვნის : ზ.ა) მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ1“, „ფ“, „ფ1“, „ფ6“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა. 5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“, „ფ6“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.“; ზ.ბ) მე-7 პუნქტ ის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ბ) ამ მუხლის „ფ1“ და „ფ6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 30 ლარით მცირდება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდე ნტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : კანონპროექტი შემუშავებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ − მომსახურების სააგენტო) სერვისების დახვეწისა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფის მიზნით. აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების სახეები, საფასურები, მათი გადახდის წესი და პირობები. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურების კორექტირებას. გასათვალისწინებელია, რომ მომსახურების სააგენტო წლის განმავლობაში საშუალოდ 583 500 მოქალაქესა და 42 900 ორგანიზაციას უწევს მომსახურებას. ამასთან, ყურადსაღებია, რომ საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 100 000 ერთეულით იზრდება, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის მომსახურების სააგენტოს დატვირთულობას. მეტი სიცხადისთვის, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში განხორციელებულია 116 000-ზე მეტი ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურა (დეკლარაციის შევსება, გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება, საექსპერტო შემოწმება). ამასთანავე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების სერვისებზე. აღნიშნული, თავის მხრივ, მოითხოვს ადამიანური რესურსისა და სახელფასო ფონდისა გაზრდას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომსახურების სააგენტოს მიერ დროული, ეფექტიანი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს მიერ საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ს“, „ფ1“ და „შ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლს ემატება „ს3“, „ფ6“ და „შ2“ ქვეპუნქტები. კერძოდ: √ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური, ნაცვლად 30 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარით; √ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, საფასური 60 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 130 ლარით; √ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური, ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრება 130 ლარით. ასევე, იცვლება აღნიშნული მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 პუნქტები, აგრეთვე, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. კერძოდ: √ სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ1“, „ფ“, „ფ1“, „ფ6“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა. √ სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“, „ფ6“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს. √ პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, ღირებულება მცირდება 30 ლარით, შესაბამისად საფასურად განისაზღვრება 100 ლარი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : მომსახურების სააგენტოს მიერ საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, მიზანშეწონილია წარმოდგენილი ცვლილებები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს მომსახურების სააგენტოს სერვისების დროული გაუმჯობესება შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსის მობილიზებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტი (საკუთარი შემოსავალი). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების დაწესებული საფასურები კორექტირდება, კერძოდ: √ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური, ნაცვლად 30 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარით; √ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, საფასური 60 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 130 ლარით; √ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური, ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრება 130 ლარით. წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების ცვლილება მომსახურების სააგენტოს შემოსავალს გაზრდის დაახლოებით 15 000 000 ლარით. აღნიშნული თანხობრივი მაჩვენებლის დაანგარიშებისას გათვალისწინებულია 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული რეექსპორტის რაოდენობა. კერძოდ, როგორც აღინიშნა, მომსახურების სააგენტომ 2023 წელს განახორციელა 116 000-ზე მეტი ექსპორტის პროცედურა და რეექსპორტი, საიდანაც წარმოდგენილი ცვლილებით, დაახლოებით 100 000 არის რეექსპორტი. რეექსპორტისთვის განკუთვნილ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე საფასური იზრდება ჯამში 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაერთი მოიცავს: საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის გაზრდილი საფასურების სხვაობის ჯამს. კერძოდ: საექსპერტო შემოწმების განხორციელება როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა იზრდება 80 ლარით (ჯამში: 70+80= 150 ლარი). აქედან გამომდინარე, 100000 X 150 = 15 000 000). ამასთან, ვინაიდან იურიდიული პირი საქართველოს ვალდებულია კანონმდებლობის მის მიერ თანახმად, საჯარო მობილიზებული, სამართლის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შემოსავლებისცილდება 1 000 000 ლარს, წარმოდგენილი ცვლილებები ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პროპორციულ ზრდას. აქვე აღსანიშნავია, რომ ადამიანური რესურსის მატებასთან ერთად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსულობები. მათ შორის, ერთი ახალი თანამშრომლის სახელფასო ფონდიდან საშემოსავლო გადასახადის სახით საშუალოდ 500 ლარის ოდენობით თვეში, ასევე, აღნიშნულ შემოსულობებს დაემატება საპენსიო შენატანიც, რომელიც აისახება თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთის პირდაპირ პროპორციულად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულება მოხდება მომსახურების სააგენტოს არსებული ასიგნებებით. წინამდებარე ცვლილება გავლენას იქონიებს მომსახურების სააგენტოს ხარჯვით ნაწილზე: მოსალოდნელი შემოსავალი მოხმარდება საჯაროსამართლებრივი ფუნქციის ეფექტიანი შესრულებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას და მომსახურების სააგენტოს სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას. ამასთან, რამდენადაც საგრძნობლად გაიზარდა ექსპორტისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების როგორც სააგენტოში, ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ საექსპერტო შემოწმების განხორციელებისთვის მომართვიანობა (მაგალითად, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით განხორციელებულია დაახლოებით 51000 სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება), წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლებით დაფინანსდება აღნიშნული მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები, კერძოდ: სერვისების განსახორციელებლად საჭირო იქნება ადამიანური რესურსის მობილიზება და მათზე ანაზღაურების გაცემა (ერთი თანამშრომლის დარიცხული ხელფასი შეადგენს საშუალოდ 2500 ლარს, საპენსიო შენატანი ერთ თანამშრომელზე შეადგენს საშუალოდ 50 ლარს, დაზღვევის ანაზღაურება – დაახლოებით 87 ლარს, უნიფორმის ღირებულება – საშუალოდ 600 ლარს). დასამატებელი თანამშრომლების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე განსაზღვრულია არ არის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, იმ პირებისთვის, რომლებიც ისარგებლებენ მომსახურების სააგენტოს სერვისებით. წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების დაწესებული საფასურები კორექტირდება, კერძოდ: √ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური, ნაცვლად 30 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარით; √ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, საფასური 60 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 130 ლარით; √ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური, ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრება 130 ლარით. შესაბამისად, მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასური ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე, ექსპორტისა და რეექსპორტის შემთხვევაში, გაიზრდება დაახლოებით 150 ლარის ოდენობით, ვინაიდან საექსპერტო შემოწმების განხორციელება როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა იზრდება 80 ლარით (ჯამში: 70+80=150 ლარი). წარმოდგენილი პროექტი, გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ამ ცვლილების შემდეგ ისარგებლებენ ზემოაღნიშნული მომსახურებებით. თუ სააგენტო უარს განაცხადებს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების განხორციელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმების მიზნით წარმოადგინოს სააგენტოში, რისთვისაც პირი ვალდებული იქნება გადაიხადოს მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით. ამასთან, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე შესაბამისი აქტის შედგენით საექსპერტო შემოწმების მომსახურებისათვის განისაზღვრება საშეღავათო საფასური – სტანდარტულ საფასურს აკლდება 30 ლარი, შესაბამისად, პირი ვალდებული იქნება გადაიხადოს მომსახურების ღირებულება 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 130 ლარისა). აღსანიშნავია, რომ წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული სერვისების სათანადოდ გაწევის მიზნით მომსახურების სააგენტოში დაგეგმილია ადამიანური რესურსის ზრდა. ამასთან, ერთი ახალი თანამშრომელი მიიღებს ანაზღაურებას საშუალოდ 2 500 ლარის ოდენობით; ასევე საპენსიო შენატანი დაიფარება დამსაქმებლის მიერ, რაც ერთ თანამშრომელზე საშუალოდ შეადგენს 50 ლარს, დაზღვევის ოდენობა – საშუალოდ 87 ლარს, უნიფორმის ღირებულება საშუალოდ – 600 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილებას არცერთი დონის ბიუჯეტში, თუმცა აღნიშნული კანონპროექტით კორექტირდება მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურები. სერვისების საფასურების შესახებ ინფორმაცია მითითებულია განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ 2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს პარლამენტის წერები : რატი იონათამიშვილი , ალუდა ღუდუშაური , ალექსანდრე ტაბატაძე , თენგიზ შარმანაშვილი , ირაკლი შატაკიშვილი , გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წერები : რატი იონათამიშვილი , ალუდა ღუდუშაური , ალექსანდრე ტაბატაძე , თენგიზ შარმანაშვილი , ირაკლი შატაკიშვილი , გურამ მაჭარაშვილი