„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/13/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-5 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა, ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია. ამ თანამდებობის პირების უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნება აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. 41. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/გაუგრძელდეს: ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა, ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა, ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია, მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; გ) ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ სხვა პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა, ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა, რომელიც უნარჩუნდება 1 წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნება აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ დაენიშნება პერსონალური დაცვა, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. იმისათვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. შედეგად, კვორუმის არ არსებობის პირობებში მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ერთი მხრივ შესაბამისმა თანამდებობის პირმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს დადასტურდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და მეორე მხრივ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება. შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ შეუნარჩუნდება პერსონალური დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის დამრღვევად. გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, იმისათვის, რომ პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იქნეს ეფექტურად, ამასთანავე, იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება ისარგებლოს სახელმწიფო დაცვით, საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რის მიხედვითაც დაიხვეწება, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას, რათა სრულად რეალიზდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ მე-5 მუხლში, კერძოდ მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა და 41 მუხლის მიხედვით განისაზღვრება ის შემთხვევები, რომელთა არსებობის დროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს პრემიერ - მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაენიშნება/გაუგრძელდება პერსონალური დაცვა. კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება 2024 წლის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მოესწროს, აუცილებელია მისი დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო : მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : აღნიშნულ კანონპროექტს ექნება დადებითი გავლენა სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც, თუ დადგება, ისეთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდება დანაშაულის ჩადენის შედეგად ან თუ შესაბამისი თანამდებობის პირი დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და თუ ეს ფაქტი დადასტურდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ აღარ დაენიშნება 1 წლით პერსონალური დაცვა, შესაბამისად, დაიზოგება პერსონალური დაცვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსური ვალდებულებების აღებას. სახელმწიფო მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : აღნიშნული კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : მდგომარეობაზე კანონპროექტის კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.