„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 81-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და
სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული
დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად სისტემურ-ელექტრონული
ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, იბეგრება 20
პროცენტით.“.
2. 98-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და
მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო
ქვეყნის
მოქალაქეების
თამაშობებში
სისტემურ-ელექტრონული
მონაწილეობის
შედეგად
ფორმით
ორგანიზებულ
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, იბეგრება 20 პროცენტით.“.
აზარტულ
აზარტული
3. 130-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები
იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ
მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. 2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი
გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ
შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ აღნიშნული დივიდენდი გაცემულია სათამაშო აპარატების
სალონის მომწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების
ორგანიზატორის მიერ (რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 98-ე მუხლის
მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განაკვეთით) საქმიანობის ამ ნაწილის კუთვნილი
მოგებიდან.“.
4. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„
თამბაქო , თამბაქოს ნაწარმი
3
2401
თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები
1 კგ
30
2402 10 000 01
– – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით
1 ღერი
2.1
2402 10 000 02
– – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით
20 ღერი
2.4
2402 20
– სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით
20 ღერი
1.9
2403 11 000 00
− − ჩილიმით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის 1-
1 კგ
30
1 კგ
30
ელი შენიშვნის შესაბამისად
2403 19
− − დანარჩენი
2403 91 000 00
− − ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო
1 კგ
30
2403 99 100 00
− − − საღეჭი ან საყნოსი ( ბურნუთი ) თამბაქო
1 კგ
30
2404 11 000 00
– – თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით
20 ცალი/ღე
1.85
რი
2404 12 000 00
– – დანარჩენი, ნიკოტინის შემცველობით
1 მლ
1.2
2404 19 900 00
– – – დანარჩენი
1 მლ
1.2
.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა.) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
საქართველოს
საგადასახადო
აუცილებლობა გამოწვეულია
კოდექსში
(შემდგომ-სსკ)
ცვლილების
შეტანის
სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროში
ცალკეული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება
სათამაშო
აპარატების
სალონის
მომწყობის
ან/და
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული მოგების საშემოსავლო/მოგების
გადასახადის და გაცემულ დივიდენდზე დადგენილი გადასახადის განაკვეთი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის
ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ
მიღებული შემოსავალი/მოგება იბეგრება საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის
15%-იანი განაკვეთით (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
აზარტული
რეზიდენტი
საწარმოს
თამაშობების
მიერ
ორგანიზატორის
ფიზიკური
პირისთვის,
დასაბეგრი
შემოსავლისა),
არასამეწარმეო
ხოლო
(არაკომერციული)
იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები
იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
აღნიშნული დაბეგვრის სისტემა ქმნის უთანასწორო პირობებს სათამაშო ბიზნესის
ორგანიზატორ ფიზიკურ პირებსა და საწარმოებს შორის, რისი აღმოფხვრაც ხორციელდება
წარმოდგენილი კანონპროექტით. კერძოდ, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და
სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული
შემოსავლი/მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 პროცენტისა, ხოლო
აღნიშნული პირების მიერ გადახდილი დივიდენდები დაიბეგრება გადახდის წყაროსთან
გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლოობით
გათვალისწინებული - 5 პროცენტისა. აღნიშნული, უზრუნველყოფს სამართლიან დაბეგვრას და
სექტორის კონკურენტუნარიანობას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.
ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ფიქსირებული კომპონენტის დღეს მოქმედი
განაკვეთები დადგენილია 2016 წელს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ვერ
პასუხობს
არსებულ
აუცილებელია
გამოწვევებს.
აქციზის
სიგარეტზე
განაკვეთის
მატება.
გაზრდილი
მოთხოვნის
შესამცირებლად
შესაბამისად,
კანონპროექტის
შემუშავება
გამოწვეულია საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების,
სიგარეტზე ხელმისაწვდომობის შემცირების და ამ გზით ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების
აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
კანონპროექტის მიღებით ხორციელდება უთანასწორო პირობების აღმოფხვრა სათამაშო
ბიზნესის დაბეგვრის სექტორში, რადგან აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი დაბეგვრის
სისტემა ქმნის უთანასწორო პირობებს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორ ფიზიკურ პირებსა და
საწარმოებს შორის.
კანონპროექტის მიხედვით, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურელექტრონული
ფორმით
აზარტული
თამაშობების
ორგანიზატორის
მიერ
მიღებული
შემოსავლი/მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 პროცენტისა, ხოლო
აღნიშნული პირების მიერ გადახდილი დივიდენდები აღარ დაიბეგრება. აღნიშნულის, შედეგად,
უზრუნველყოფს სამართლიან დაბეგვრას და სექტორის კონკურენტუნარიანობას,
ასევე
ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.
კანონპროექტის მიხედვით იცვლება სიგარის, სიგარილას, ფილტრიანი/უფილტრო
სიგარეტის და წვის პროცესის გარეშე ინჰალაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის აქციზის
განაკვეთი. შედეგად, თამბაქოზე აქციზის მატებით მოსალოდნელია აღნიშნულ საქონელზე
მოხმარების შემცირება და ამავდროულად, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად:
1.
კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის
მოწყობიდან
ან/და
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
აზარტული
თამაშობების
ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის
შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის
დასაბეგრი შემოსავლისა, ნაცვლად 15%-იანი განაკვეთისა, დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით.
შესაბამისად, ცვლილებები საქართველოს ხორციელდება სსკ-ის 81-ე მუხლის 31-ე ნაწილში.
2. კანონპროექტის მიხედვით, სსკ-ის 98-ე მუხლს ემატება მე-6 ნაწილი, რომლის მიხედვით
იზრდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი
მოგების განაკვეთი. კერძოდ, მოგების გადასახადი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე რედაქციული ხასიათის ცვლილება ხორციელდება სსკ-ის 98-ე
მუხლის პირველ ნაწილშიც.
3. წარმოდგენილი კანონპროექტით საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის ემატება მე-9 ნაწილი,
რომლის თანახმად სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების შემთხვევაში, აღარ დაიბეგრება
ამ პირების მიერ 2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული
დივიდენდი, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით.
აღნიშნული
ცვლილებიდან გამომდინარე რედაქციული ხასიათის ცვლილება ხორციელდება საგადასახადო
კოდექსის 130-ე მუხლის პირველ ნაწილშიც.
4. სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფა ყალიბდება ახალი რედაქციით.
თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი იზრდება 15/20 თეთრით და 2402 20 კოდში
შემავალ სიგარეტზე დგინდება განაკვეთი 1.9 ლარის ოდენობით 20 ღერზე, 2402 10 000 01 კოდში
შემავალ სიგარაზე − 2.1 ლარის ოდენობით ღერზე, 2402 10 000 02 კოდში შემავალ სიგარილაზე −
2.4 ლარის ოდენობით 20 ღერზე, 2404 11 000 00 კოდში შემავალ პროდუქტებზე − 1.85 ლარის
ოდენობით 20 ღერზე/ცალზე, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში შემავალ სითხეზე − 1.2
ლარის ოდენობით 1 მლ.-ზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
განმარტებითი
ბარათის
წინამდებარე
პუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ;
კანონპროექტი შეეხება სათამაშო ბიზნესის სფეროსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან
დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას და საჭიროებს კანონით გათვალისწინებული
ღონისძიებების დანერგვის სამართლებრივი მექანიზმების ოპერატიულად განხორციელებას,
მიზანშეწონილია წარმოდგენილი ცვლილებები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით განხილვის
მიზეზები
და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
ვინაიდან
ინდუსტრიასთან
კანონპროექტი
შეეხება
დაკავშირებული
სათამაშო
საკითხების
ბიზნესის
მოწესრიგებას
სფეროსა
და
და
თამბაქოს
საჭიროებს
კანონით
გათვალისწინებული ღონისძიებების დანერგვის სამართლებრივი მექანიზმების ოპერატიულად
განხორციელებას, მიზანშეწონილია წარმოდგენილი ცვლილებები განხორციელდეს 2024 წლის
საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, საჭიროა კანონპროექტის განხილვა და მიღება მოხდეს
დაჩქარებულ ვადაში. შესაბამისად მოთხოვნილია კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 117-ე მუხლით დადგენილი დაჩქარებული წესით განხილვა. -
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
აღნიშნული კანონპროექტი შესაძლებელს ხდის სახელმწიფო და ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას შესაბამისი
ნებართვების მფლობელებისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის განაკვეთების გაზრდის
შედეგად.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
სავარაუდოა
სახელმწიფო
და
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა
გადასახადების ნაწილში. კერძოდ, პროექტით შემოთავაზებული ცვლილების მიღების, მოგების
გადასახადის განაკვეთის 5%-ით გაზრდისა და შესაბამისი დივიდენდის 5%-იანი განაკვეთის
გაუქმების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლები, წლის ჭრილში, სავარაუდოდ გაიზრდება 115
000 000 ლარით (დათვლაში გათვალისწინებულია/გამოკლებულია საპროგნოზო დივიდენდის
მოცულობა).
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აღნიშნულ ნაწილში, არსებული რეგულაციების
პირობებში, საპროგნოზო დასაბეგრი ბაზა 2025 წელს შეადგენს 14 631 880 ლარს, პროექტით
შემოთავაზებული ცვლილების მიღების, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 5%-ით
გაზრდის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადი, წლის ჭრილში, გაიზრდება 731 594 ლარით,
საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი
საპროგნოზო საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 145 000 ლარს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აქციზის ნაწილში, აღსანიშნავია, რომ 2402 20 კოდში შემავალ
სიგარეტებთან მიმართებაში, იმპორტირებული სიგარეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წელს
შეადგენს 325 740 879 კოლოფს, კანონპროექტის მიღებისა და აქციზის განაკვეთის 1.9 ლარამდე
გაზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის ჭრილში, ჯამურად, გაიზრდება 76
874 847 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 65 148 176 ლარი, ხოლო დღგ-ის - 11 726 672 ლარი.
რაც შეეხება 2404 11 000 00 კოდში შემავალ „აიქოსებს“ (პროდუქტები, განკუთვნილი წვის
პროცესის გარეშე ინჰალაციისთვის), იმპორტირებული „აიქოსის“ საპროგნოზო მაჩვენებელი
2025 წელს შეადგენს 22 645 088 კოლოფს, კანონპროექტის მიღებისა და აქციზის განაკვეთის
განაკვეთის 1.85 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის ჭრილში,
ჯამურად, გაიზრდება 5 344 241 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 4 529 018 ლარი, ხოლო დღგის - 815 223 ლარი.
2402 10 000 01 და 2402 10 000 01 კოდებში შემავალი სიგარებისა და სიგარილების
საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წელს შეადგენს 355 493 ერთეულს, კანონპროექტის მიღებისა და
აქციზის განაკვეთის 20 თეთრიანი ზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის
ჭრილში, ჯამურად, გაიზრდება 83 893 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 71 099 ლარი, ხოლო
დღგ-ის - 12 798 ლარი.
2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში შემავალი ელ. სიგარეტის სითხის საპროგნოზო
მაჩვენებელი 2025 წელს შეადგენს 9 414 101 მილილიტრს, კანონპროექტის მიღებისა და აქციზის
განაკვეთის 1.2 ზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის ჭრილში, ჯამურად,
გაიზრდება 2 221 728 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 1 882 820 ლარი, ხოლო დღგ-ის - 338 908
ლარი.
მოლოდინი და პროგნოზი მომდევნო 3 წელზე - ეფუძნება ფაქტიურად ბიუჯეტში
წლიურად დეკლარირებულ და აკუმულირებულ/გადახდილ გადასახადს ახალი გაზრდილი
განაკვეთის გათვალისწინებით. დამატებით, მომდევნო 3 წელი ასევე დამოკიდებული იქნება
წლიურ ეკონომიკური ზრდის ტემპზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლების ბუნებისა და მიმართულების
მითითებით , რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანონპროექტის მიღების შედეგად, 6 ფიზიკური პირის მიერ, რომლებიც ფლობენ სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებს, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და
სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული
დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, დაიბეგრება 20
პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა.
აღნიშნული გაზრდის ასეთი პირების მიერ გადასახდელ საშემოსავლო გადასახადს, წლის
ჭრილში, 731 594 ლარით.
კანონპროექტის მიღების შედეგად, 62 ორგანიზატორის მიერ, რომლებიც ფლობენ შესაბამის
ნებართვებს, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო
ქვეყნის
მოქალაქეების
თამაშობებში
სისტემურ-ელექტრონული
მონაწილეობის
შედეგად
ფორმით
ორგანიზებულ
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
აზარტულ
აზარტული
თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15
პროცენტისა.
აღნიშნული გაზრდის ასეთი პირების მიერ გადასახდელ მოგების გადასახადს, წლის ჭრილში,
115 000 000 ლარით.
კანონპროექტის მიღების შედეგად, წლის ჭრილში, 2402 20 კოდში შემავალი სიგარეტების
იმპორტიორებს გაეზრდებათ მათ მიერ გადასახდელი შესაბამისი გადასახადები 76 874 847
ლარით, 2404 11 000 00 კოდში შემავალ „აიქოსების“ (პროდუქტები, განკუთვნილი წვის პროცესის
გარეშე ინჰალაციისთვის) იმპორტიორებს - 5 344 241 ლარით, 2402 10 000 01 და 2402 10 000 01
კოდებში შემავალი სიგარებისა და სიგარილების იმპორტიორებს - 83 893 ლარით, ხოლო 2404
12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში შემავალი ელ. სიგარეტის სითხის იმპორტიორებს 2 221 728
ლარით.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
დადგენილი
(ფულადი
გადასახადის ,
შენატანის ) ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
სხვა
სახის
და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტით იცვლება საშემოსავლო და მოგების გადასახადების განაკვეთები
სათამაშო აპარატების სალონის მომწყობებისა ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
აზარტული
თამაშობების
ორგანიზატორებისთვის
და
უქმდება
დივიდენდის
5%-იანი
განაკვეთი, ასევე იზრდება აქციზის განაკვეთები ცალკეულ თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში.
კერძოდ:
1. ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი
შემოსავალი,
გარდა
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეების
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, იბეგრება 20
პროცენტით, ანუ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი იზრდება 5%-ით.
2. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო ქვეყნის
მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში
მონაწილეობის
შედეგად
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
აზარტული
თამაშობების
ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, იბეგრება 20 პროცენტით, ანუ მოგების გადასახადის
განაკვეთი იზრდება 5%-ით.
3. უქმდება დივიდენდის 5%-იანი განაკვეთი, თუ დივიდენდი გაცემულია 2025 წლისა
და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის
ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ
(რომელიც
მოგების
გადასახადით
იბეგრება
სსკ-ის
98-ე
მუხლის
მე-6
გათვალისწინებული განაკვეთით) საქმიანობის ამ ნაწილის კუთვნილი მოგებიდან.
ნაწილით
4. თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი იზრდება 15/20 თეთრით და 2402
20 კოდში შემავალ სიგარეტზე დგინდება განაკვეთი 1.9 ლარის ოდენობით 20 ღერზე, 2402 10 000
01 კოდში შემავალ სიგარაზე − 2.1 ლარის ოდენობით ღერზე, 2402 10 000 02 კოდში შემავალ
სიგარილაზე − 2.4 ლარის ოდენობით 20 ღერზე, 2404 11 000 00 კოდში შემავალ პროდუქტებზე −
1.85 ლარის ოდენობით 20 ღერზე/ცალზე, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში შემავალ
სითხეზე − 1.2 ლარის ოდენობით 1 მლ.-ზე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება :
ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის
მომზადება , − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების
მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი :
პაატა კვიჟინაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა,
რამინა ბერაძე, ირაკლი ხელაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი : პაატა კვიჟინაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა,
რამინა ბერაძე, ირაკლი ხელაძე.