საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქები
იქმნება და მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები განისაზღვრება ამ
კანონის შესაბამისად.“.
2. 137- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 137. საარჩევნო ოლქები
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის
ყოველი მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.
2. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების
მითითებით.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს
ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები,
ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს
ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის
ვადაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული და ადმინისტრაციული
თავისებურებების გათვალისწინებით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, ცესკოს ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.“.
3. 140- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 140. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს შემადგენლობა
1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო
სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა
დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ
თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
1
არჩეული თითო წევრისაგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში,
სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება,
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა
რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის
ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია,
მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა
საკრებულოს 4 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.
2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო
შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.“.
4. 148- ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით :
„1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში
პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ
პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს
არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი
ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი
საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების
რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება,
გაუნაწილებელი
მანდატებიდან
თითო
მანდატი,
პირველ
რიგში,
თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს,
რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს
მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ
ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო
მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი
მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში
მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო
ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“.
5. 155- ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი
აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.“.
2
6. 162- ე მუხლის პირველი−მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს
რედაქციით :
შემდეგი
„1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები
ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში
მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მანდატები ნაწილდება ამ მუხლით
დადგენილი წესით.
2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა
იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს
არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი
ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი
საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი
25-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი,
პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ
პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით
ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ
4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები),
თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც
ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ.
არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი
საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 203 8 მუხლი :
„მუხლი 203 8. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებისათვის
ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის:
ა) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების
შექმნა, მათი საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და
შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
ბ) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და
სხვა თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და
შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა ან/და ცვლილებების
განხორციელება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
არჩევნებისას საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი
3
ერთმანდატიანი
მაჟორიტარული
საარჩევნო
ოლქების,
2017
წელს
განხორციელებული
თვითმმართველი
ერთეულების
ტერიტორიული
ცვლილებების და ამ კანონის 140-ე მუხლით დადგენილი ოდენობების
გათვალისწინებით;
დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას ან/და ცვლილებები განხორციელდეს
არაუგვიანეს 2025 წლის 1 აგვისტოსი;
ე) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში ამომრჩეველთა
რაოდენობა განისაზღვრება 2017 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.“.
8. დანართი N1 და დანართი N2 ამოღებულ იქნეს .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ, მმართველმა პარტიასა და ოპოზიციურ
პარტიებს შორის გააფორმდა „შარლ მიშელის შეთანხმება“, მართველი პარტიის მიერ
გადადგმული იქნა ნაბიჯი და მიღებულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილებები.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობდა
კონკრეტული საკითხების გადაჭრისთვის
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისთვის
განსახილველად წარდგენას. მმართველი გუნდი იმთავითვე ხაზს უსვამდა, რომ
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ
წევრთა რაოდენობის შემცირება ასუსტებდა კავშირს მუნიციპალიტეტის შესაბამის
ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველსა და საკრებულოს მაჟორიტარ წევრს შორის, რასაც
სამაჟორიტარო ოლქების გამსხვილება იწვევდა. ამ კავშირის შესუსტება კი განსაკუთრებით
უარყოფითად აისახება მუნიციპალიტეტის დონეზე, სადაც საკრებულოს წევრებს კიდევ
უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან და სხვა საქმიანობასთან
ერთად,
მათი
ყოველდღიურობა
მოქალაქეების
პირველადი
საჭიროებების
უზრუნველყოფაში დახმარებაა. თუმცა, შეთანხმების მისაღწევად, მმართველი გუნდი
იძულებული გახდა ამ კომპრომისზეც კი წასულიყო.
მას შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა, უხეშად დაარღვიეს შეთანხმებით
გათვალისწინებული რიგი საკითხები, შეთანხმებამ ძალა დაკარგა. შეთანხმების შედეგად
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გამოიკვეთა რიგი ხარვეზებისა,
რომელთა გამოსწორებაც საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვას მოითხოვს.
მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ არჩევნებში სრულად იყოს ასახული ამომრჩევლის
ხმა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
შემადგენლობა და შესაბამისი საარჩევნო ოლქები უნდა დაკომპლექტდეს, იმგვარად,
რომ მაგალითად თვითმმართველი თემის
მოსახლეობას ჰყავდეს საკუთარი
წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რათა მაქსიმალურად იყოს
შესაძლებელი, რომ თითოეულ მაცხოვრებელს შეეძლოს თავისი საკითხის დააყენება
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე.
აღნიშნული პრობლების გადასაჭრელად, სამომავლოდ საარჩევნო სისტემისა და
პროცედურების გასაუმჯობესებლად, აუცილებელია მიღებულ იქნეს შესაბამისი
საკანონმდებლო ინიციატივა, რათა აღმოიფხვრას გამოვლენილი ხარვეზები და
ძირითადად საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
1
აღდგენილი იქნეს 2017 წლის მდგომარეობით არსებული დებულებები, რომლებიც უკეთ
უზრუნველყოფდა ხალხის წარმომადგენლობას მუნიციპალიტეტის საკრებულოებში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სრულად აღმოიფხვრება
არსებული საკანონმდებლო ხარვეზები. წარმოდგენილი ცვლილების შედეგად,
სამომავლოდ გაუმჯობესდება საარჩევნო სისტემა თუ პროცედურები. მუნიციპალურ
არჩევნებში სრულად იქნება ასახული ამომრჩევლის ხმა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა და შესაბამისი საარჩევნო
ოლქები, კერძოდ:
თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული
საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული
ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ
თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
არჩეული თითო წევრისაგან.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა
რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი.
თვითმმართველი
თემის
ადმინისტრაციულ
ცენტრში,
სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება,
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა
რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. თვითმმართველი თემის
ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია,
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.
განსხვავებულად
დაკომპლექტდება
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულო, კერძოდ, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან
25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო
2
ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე)
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება :
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის
გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და
საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება 2024 წლის საშემოდგომო
სესიის დასრულებამდე მოესწროს, აუცილებელია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.
შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია წარმოდგენილი კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ასევე, ცენტრალური საარჩევნო
კომისიის ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო , ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე,
მუნიციპალიტეტების
საკრებულოებში რაოდენობრივად გაზრდილი მაჟორიტარების ბიუროებში დასაქმებული
ადამიანების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის სახით.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
3
კანონპროექტის გავლენა, მ.შ. როგორც საკრებულოს წევრებთან, ასევე
მაჟორიტარების ბიუროების დაფინანსებასთან, თანაშემწეებთან, მათ ანაზღაურებასთან და
საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, დამოკიდებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ
საზღვრების დადგენაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
ითვალისწინებს
სახელმწიფო მიერ
ახალი ფინანსური
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის ,
რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება , იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
ბუნებისა
მიმართულების
პირებზე
გავლენის
და
მითითებით ,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა :
გავლენა იქნება იმ პირებზე, რომლებიც გაზრდილი მაჟორიტარების პირობებში
გახდებიან მაჟორიტარების თანაშემწეები და დასაქმდებიან მათ ბიუროებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს გავლენა
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მოსალოდნელი
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
4
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან ,
აგრეთვე ,
ისეთი
ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება
არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის
შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი :
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ნიკა ელისაშვილი,დიმიტრი
სამხარაძე, ანზორ ბოლქვაძე,ზვიად შალამბერიძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ირაკლი
ქადაგიშვილი
5