„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/16/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1-3 2 ნაწილები : „31. პიროტექნიკური შემადგენლობა – დეტონაციის უნარის არმქონე წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში ახდენს წვის პროდუქტების (აეროზოლი, კვამლი) გენერირებას სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად, სხვადასხვა სპეციალური (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური) ეფექტების შესაქმნელად. 32. პიროტექნიკური ნაწარმი – პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ნებართვის/ლიცენზიის განკუთვნილია ან/და მქონე სპეციალური რეალიზაცია დასაშვებია ფიზიკური/იურიდიული სამუშაოების პირის მიმდინარეობის, მხოლოდ შესაბამისი მიერ რომელიც და აგრეთვე, მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად.“. 2. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 1 მუხლი : „მუხლი 11 1. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება 1. პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო), ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნებზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო. 3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენასა და გამოყენებაზე უფლებამოსილია მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირი. სპეციალიზებული ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. 4. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესი და პირობები, მათ შორის, პიროტექნიკური ნაწარმის კატეგორიებად დაყოფა, მისი უსაფრთხოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, იმპორტის, ექსპორტის, წარმოების, რეალიზაციის, ეტიკეტირებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. 1. 2025 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება; ბ) პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცება. 2. ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდა პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციას, ვალდებულია საქართველოში 2025 წლის იმპორტს, 1 ექსპორტს, მარტამდე წარმოებას უზრუნველყოს ან/და საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მიღების მიზნით მიმართოს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს. 3. 2025 წლის 1 აპრილამდე სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გაცემას. 4. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა. მუხლი 3. 1. ეს კანონის, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : წინამდებარე პროექტის შემუშავება განპირობებულია პრაქტიკაში წარმოშობილი საჭიროებით, მოხდეს მომეტებული საფრთხის მქონე პროდუქტის ბაზარზე განთავსების რეგულირება. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ სახიფათო პროდუქტს წარმოადგენს პიროტექნიკური ნაწარმი, რომლის არასწორმა გამოყენებამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები: ადამიანის ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, ხელების, სახის, თვალების დამწვრობა, კიდურების დაკარგვა ან ადამიანის გარდაცვალება. აღსანიშნავია, რომ პიროტექნიკის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, რამდენადაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ პიროტექნიკურ ნაწარმს, ამასთან, სრულად ვერ აცნობიერებენ მისგან მომდინარე საფრთხეებს. შესაბამისად, არასრულწლოვნების მიერ პიროტექნიკის დაუფიქრებლად გამოყენება რისკის ქვეშ აყენებს, როგორც მათ, ასევე, გარშემო მყოფ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ადამიანისთვის მიყენებული საფრთხეებისა, პიროტექნიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. აფეთქების შემდგომ ნაწილაკებად დაშლილი პიროტექნიკა ხვდება ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც პიროტექნიკა შენობებსა და ნარგავებთან ახლოს გამოიყენება, რადგან შესაძლოა პიროტექნიკის გამოყენებისას გაჩენილი ცეცხლი სწრაფად გავრცელდეს და გამოიწვიოს ხანძარი. საგულისხმოა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია. ამასთან, ფიზიკურ პირთა მიერ მათი გამოყენებისთვის არ არის დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა და ყველა პირისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის, მათ შორის, მაღალი რისკის მქონე პიროტექნიკური ნაწარმი. პიროტექნიკის რეალიზაციისა და მისი გამოყენების მასშტაბი განსაკუთრებით იზრდება ახალ წელს და სხვა დღესასწაულებზე, ხოლო ხარვეზული კანონმდებლობის პირობებში, ხალხმრავალ ადგილას მათი შეუზღუდავი გამოყენება ზრდის დაზიანების რისკს და დამატებით საშიშროებას წარმოადგენს. აღსანიშნავია ევროკავშირის დირექტივა (Directive 2013/29/EU), რომელიც ითვალისწინებს პიროტექნიკული ნაწარმის კატეგორიებად დაყოფას, მათგან მომდინარე საფრთხეების შესაბამისად და კონკრეტულ სახეობებზე გარკვეულ ასაკობრივ თუ სხვა სახის შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, შეზღუდვები დაწესებულია ევროპის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობებითაც (იხილეთ განმარტებითი ბარათის „დ.გ“ ქვეპუნქტი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის რეგულირებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმით გამოწვეულ მძიმე შედეგების შემცირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში და განიმარტება პიროტექნიკური შემადგენლობისა და პიროტექნიკური ნაწარმის ტერმინები. კერძოდ, პიროტექნიკური შემადგენლობა არის დეტონაციის უნარის არმქონე წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში ახდენს წვის პროდუქტების (აეროზოლი, კვამლი) გენერირებას სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად, სხვადასხვა სპეციალური (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური) ეფექტების შესაქმნელად. რაც შეეხება პიროტექნიკურ ნაწარმს, ეს უკანასკნელი მოიაზრებს პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობას, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე, მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად. წარმოდგენილი კანონის პროექტით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს ემატება ახალი ნორმა, რომლითაც რეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება. ცვლილების თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნებზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო. საგულისხმოა, რომ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს გასცემს სააგენტო. წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმად 2025 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას. ამასთან, იმ ფიზიკური/იურიდიული პირისთვის, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდა პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტს, ექსპორტს, წარმოებას ან/და რეალიზაციას, დაწესდება გარდამავალი პერიოდი, კერძოდ, დასახელებულ პირს განესაზღვრება ვალდებულება, რომ 2025 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, აგრეთვე, 2025 წლის 1 მარტამდე მიმართოს სააგენტოს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მიღების მიზნით. გარდამავალი დებულებების შესაბამისად, სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ნებართვის/ლიცენზიის გაცემას 2025 წლის 1 აპრილამდე. წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული ვადისგან განსხვავებული ვადის განსაზღვრა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-3 მუხლის თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 თებერვალი, რადგან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების აღსრულებისთვის აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გამოსცეს სამართლებრივი აქტები, რისთვისაც საჭიროა გარკვეული პერიოდი. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის დროული რეგულირება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებით გამოწვეული განხორციელდება საქართველოს აუცილებელი სახელმწიფო ბიუჯეტისა ხარჯების და დაფინანსება სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც გასცემს სააგენტო. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის ლიცენზიისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 200 ლარით ოდენობით, ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი ასევე იქნება 200 ლარი. შესაბამისად, ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ ლიცენზიას/ნებართვას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული სუბიექტების ოდენობაზე. ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვისთვის და ლიცენზიისთვის გათვალისწინებული იქნება საფასურის გადახდა. კერძოდ, 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარს. დასახლებული მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ ნებართვისა და ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობასა და ასევე დაჩქარებული მომსახურების გაწევის რაოდენობაზე. წარმოდგენილი კანონის პროექტით მკაცრდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის რეგულირება. საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ პირს აღარ შეეძლება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, რამაც შესაძლოა შეამციროს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია და გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით სააგენტოს ემატება ახალი ფუნქცია, კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების და რეალიზაციის ლიცენზიისა და პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის გაცემა. დასახელებულ ფუნქციას სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯებს სააგენტო დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, ასევე, საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებისთვის აუცილებელია ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება, კერძოდ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას. აღნიშნული დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : წარმოდგენილი კანონის პროექტით, მკაცრდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის რეგულირება და საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ პირს არ ექნება უფლებამოსილება განახორციელოს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია. აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე თავისუფლად ახორციელებდნენ ზემოაღნიშნულ საქმიანობას, ხოლო ფინანსური გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია წლის განმავლობაში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის შედეგად ამ პირთა მიერ მიღებულ ფინანსურ სარგებელზე. წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც პიროტექნიკური ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა, ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი და ექსპორტი – სანებართვო საქმიანობა. აღნიშნული ლიცენზიის და ნებართვის მოსაკრებლების განაკვეთი განისაზღვრება აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა საკანონმდებლო ცვლილებით და იგი შეადგენს 200 ლარს. ამასთან, ნებართვისთვის და ლიცენზიისთვის გათვალისწინებული იქნება საფასურის გადახდა. კერძოდ, 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარს. შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას, მოსაკრებლისა და საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : გასათვალისწინებელია, რომ პიროტექნიკას ხშირად იყენებენ ბავშვები, რომლებიც სრულყოფილად ვერ აღიქვამენ და აფასებენ მისგან მომდინარე საფრთხეებს. ამასთან, მათ პიროტექნიკის გამოყენებისას არ შეუძლიათ დაიცვან უსაფრთხოების წესები, აღნიშნული კი საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ისე გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. წარმოდგენილი კანონის პროექტის საფუძველზე დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლოა დაწესდეს გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვები ცალკეული სახის პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებისას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონის პროექტი დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან დაცული იქნება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ამასთან უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება. ბ 2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. ხელშეკრულებას/შეთანხმებას. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : წარმოდგენილი კანონის პროექტით, საქართველოში დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტი, იმპორტი და რეალიზაცია. წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროკავშირის დირექტივა (Directive 2013/29/EU) და ევროპის ცალკეული ქვეყნის კანონმდებლობა.  ევროკავშირის დირექტივა (Directive 2013/29/EU ) ევროკავშირში მოქმედებს „პიროტექნიკის ნაწარმის ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოს კანონმდებლობების ჰარმონიზაციის თაობაზე“ 2013 წლის 12 ივნისის დირექტივა, რომელიც არ ზღუდავს კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენებას, თუმცა პიროტექნიკის კონკრეტულ სახეობებზე გარკვეულ ასაკობრივ თუ სხვა სახის შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ დირექტივის მე-7 მუხლის1 თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის ხელმისაწვდომობისთვის დაწესებულია შემდეგი სახის ასაკობრივი ცენზი: (a) ფოიერვერკი : (i) კატეგორია F1 − 12 წელი 1 ევროკავშირის დირექტივა (Directive 2013/29/EU) lex.europa.eu/eli/dir/2013/29/oj; (ბოლოს ნანახია: 02.12.2024) ხელმისაწვდომია: https://eur- შეიცავს საფრთხის ძალიან დაბალ დონეს და აღწევს ხმაურის უმნიშვნელო დონეს. აღნიშნული განკუთვნილია დახურულ ადგილებში გამოსაყენებლად, საყოფაცხოვრებო შენობებში გამოსაყენებლად განკუთვნილი ფოიერვერკების ჩათვლით; (ii) კატეგორია F2 − 16 წელი შეიცავს საფრთხის დაბალ დონეს და აღწევს ხმაურის დაბალ დონეს. აღნიშნული განკუთვნილია გარე, შემოსაზღვრულ სივრცეებში გამოყენებისთვის; (iii) კატეგორია F3 − 18 წელი შეიცავს საფრთხის საშუალო დონეს, რომელიც განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის დიდ ღია ადგილებში და რომლის ხმაურის დონე არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. b) T1 კატეგორიის თეატრალური პიროტექნიკური ნაწარმი (სცენაზე გამოსაყენებელი პიროტექნიკური ნაწარმი, რომელიც წარმოადგენს დაბალ საშიშროებას) და P1 კატეგორიის სხვა პიროტექნიკური ნაწარმი (პიროტექნიკური ნაწარმი, გარდა ფოიერვერკებისა და თეატრალური პიროტექნიკური ნაწარმისა, რომლებიც წარმოადგენენ დაბალ საშიშროებას) − 18 წელი. ამასთან, დირექტივის თანახმად, მწარმოებლებმა, იმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა არ უნდა გახადონ ბაზარზე ხელმისაწვდომი შემდეგი პიროტექნიკური ნაწარმი, გარდა სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირებისა: a) F4 კატეგორიის ფოიერვერკი – მაღალი საფრთხის შემცველი ფოიერვერკი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირთათვის (საყოველთაოდ ცნობილი, როგორც პროფესიული გამოყენების ფოიერვერკი) და რომლის ხმაურის დონე არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის; b) T2 კატეგორიის თეატრალური პიროტექნიკური ნაწარმი (პიროტექნიკური ნაწარმი სასცენო გამოყენებისთვის, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირების მიერ გამოსაყენებლად) და P2 კატეგორიის სხვა პიროტექნიკური ნაწარმი (პიროტექნიკური ნაწარმი, გარდა ფოიერვერკებისა და თეატრალური პიროტექნიკური ნაწარმისა, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირების დასამუშავებლად ან გამოსაყენებლად).  დიდი ბრიტანეთი დიდ ბრიტანეთში პიროტექნიკასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი ჩარჩო: რეგულაციების მიხედვით გამოიყოფა ფოიერვერკის 4 კატეგორია,2 ამასთან, ბრიტანეთის კანონმდებლობა ცალკე კატეგორიად გამოყოფს საშობაო ასაფეთქებელ (Christmas Crackers), რომლის ყიდვა შეუძლია 12 წელს მიღწეულ პირს.3 დიდ ბრიტანეთში ფოიერვერკის კატეგორიის მიხედვით განსხვავდება ყიდვა-გაყიდვის უფლების შეზღუდვის ფარგლები, მათ შორის, დადგენილია ასაკობრივი შეზღუდვებიც. ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში მომხმარებელს არ სჭირდება რაიმე სახის ლიცენზია ფოიერვერკის შესაძენად ან გამოსაყენებლად. ამასთან, F4 კატეგორიის ფოიერვერკები მხოლოდ პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი. გასათვალისწინებელია, რომ დიდ ბრიტანეთში 2005 წლის იანვრიდან ფოიერვერკების გაყიდვა აკრძალულია, გარდა ლიცენზირებული მოვაჭრეებისა. არალიცენზირებულ მოვაჭრეებს შეუძლიათ ფიერვერკების გაყიდვა მხოლოდ საგამონაკლისო წესით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში.4 პიროტექნიკის უსაფრთხოების შესახებ რეგულაცია5 ეხება ფოიერვერკების, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოებას. მწარმოებლებმა, იმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე არ უნდა განათავსონ ან ხელმისაწვდომი არ უნდა გახადონ ფოიერვერკი, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.6  გერმანია გერმანიაში 12 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს F1 პიროტექნიკური ნაწარმი, რაც მოიცავს შუშხუნას და ფოიერვერკს, ხოლო F3 და F4 კატეგორიაში შემავალი პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ სახელმწიფო ნებართვის ან სპეციალური მომზადების მქონე პირებს. F2 კატეგორიის მცირე ფოიერვერკები მომხმარებლებისთვის შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ 29-დან 31 დეკემბრის პერიოდში.7 2 Regulations of Fireworks (published 27.10.2023), UK Parliament, House of Commons of Library; ხელმისაწვდომია: https://commonslibrary.parliament.uk/research-briefings/sn05704/ (ბოლო ნახვა: 03.12.2024.) 3 New Years’ Eve Celebrations: What are the UK fireworks laws? The Standard, 28/12/2023; ხელმისაწვდომია: https://www.standard.co.uk/news/uk/new-years-eve-celebration-fireworks-laws-uk-fire-brigade-policeb1036400.html (ბოლო ნახვა: 03.12.2024.) 4 Regulations of Fireworks (published 27.10.2023), UK Parliament, House of Commons of Library; ხელმისაწვდომია: https://commonslibrary.parliament.uk/research-briefings/sn05704/ (ბოლო ნახვა: 03.12.2024.) 5 The Pyrotechnic Articles (Safety) Regulations 2015 (as amended by the Product Safety and Metrology etc. (Amendment etc.) (EU Exit) Regulations 2019 <https://urlis.net/g2mvmvd3> [24/01/2024]. 6 Regulations of Fireworks (published 27.10.2023), UK Parliament, House of Commons of Library https://urlis.net/4bqudv8i [24/01/2024].  ავსტრიის რესპუბლიკა ავსტრიის რესპუბლიკის კანონმდებლობაც ითვალისწინებს პიროტექნიკის კატეგორიებად დაყოფას, მათი გამოყენების მიზნისა და საფრთხის მიხედვით. ამასთან კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისას ავსტრიაში კატეგორიების მიხედვით დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც.8 გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ავსტრიაში პიროტექნიკის გამოყენება არ არის დასაშვები დასახლებულ ადგილებსა და საავადმყოფოებთან, ასევე, ზოოპარკებთან, ცხოველთა თავშესაფრებსა და რელიგიურ ადგილებთან.9  ბელგია ბელგიაში პიროტექნიკის კერძო პირებზე გაყიდვა ნებადართულია, თუმცა მუნიციპალიტეტებს აქვთ საკუთარი შეზღუდვების დაწესების საშუალება. მაგალითად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 3 იანვრამდე, აკრძალვები დაწესდა ბრიუსელის მასშტაბით, საჯარო სივრცეში გამოყენებაზე ფოიერვერკებისა და პიროტექნიკის ცალკეულ კატეგორიებთან მიმართებით. ამასთან, ბრიუსელში აკრძალულ იქნა ხმოვანი ქვემეხებისა და კარბიდის ქვემეხების გამოყენება. მოცემული შეზღუდვები არ ვრცელდება პიროტექნიკის სპეციალისტებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ნებართვა.10 საგულისხმოა, რომ 2023 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე, 31 დეკემბერს და 2024 წლის 1 იანვარს, ქ. ბრიუსელში, საჯარო სივრცეში, კერძო პირებს ეკრძალებოდათ ფოიერვერკების შენახვა და ტრანსპორტირება. ხოლო, 2023 წლის 15-დან 22 დეკემბრამდე პერიოდში და 2024 წლის 2-3 იანვარს, პიროტექნიკური საშუალებების ფლობა და ტრანსპორტირება აკრძალული იყო მხოლოდ საღამოს 4 საათიდან მეორე დღის დილის 10 საათამდე პერიოდში.11 აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, მოცემული რეგულაციების დარღვევისათვის პირებს შესაძლოა დაკისრებოდათ ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 14 დღემდე ვადით.12 გარდა ამისა, ბრიუსელის ზოგადი პოლიციის რეგულაციის 43-ე მუხლი ეხება სახიფათო მოქმედებებს საზოგადოებრივ ადგილებში და უბნებზე. აღნიშნულის თანახმად, აკრძალულია საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ადგილებში და კერძო საკუთრებაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ან უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, გარდა კომპეტენტური ორგანოს მიერ 7 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://urlis.net/t9pyped9 8 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kmvK3 9 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/jFIL0 10 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://urlis.net/7fv0s998 11 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://urlis.net/a2owhjis; https://urlis.net/ssz9msg1 12 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://tiny.cc/lmp9wz გაცემული ნებართვის არსებობისას. დასახელებული მუხლი ასევე არეგულირებს ფოიერვერკების გამოყენებასაც, კერძოდ ფოიერვერკები და ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მოცემულ მუხლს, შესაძლოა ამოღებულ იქნეს.13 ამასთან, დასაშვებია სხვა პიროტექნიკული ნაწარმის კონფისკაციის განხორციელებაც.14 ბრიუსელის გარდა, შეზღუდვები დააწესეს ბელგიის სხვა ქალაქებმაც. ქალაქ დენდერმონდში დაწესებული მკაცრი რეგულაციების თანახმად, 2023 წლის 22 დეკემბრიდან 2024 წლის 8 იანვრამდე, საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში აიკრძალა ფოიერვერკების ანთება, ტრანსპორტირება და ფლობა.15 ქალაქ გენტში მსგავსი წესი მოქმედებდა 2023 წლის 15 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 იანვრამდე იმ გამონაკლისით, რომ შესაძლებელი იყო ფოიერვერკის ანთება 2023 წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათიდან 2024 წლის 1 იანვრის დილის 1 საათამდე.16 აღსანიშნავია, რომ ორივე ქალაქში (დენდერმონდში და გენტში) აკრძალულია ფოიერვერკების და სხვა სახის ხმამაღალი ფოიერვერკების ფლობა და გამოყენება მთელი წლის განმავლობაში. ადგილობრივი პოლიცია უზრუნველყოფს ამ წესების აღსრულებას და ზრდის საკუთარი წარმომადგენლების რაოდენობას იმ უბნებში, რომლებიც მიდრეკილია ფოიერვერკებთან დაკავშირებული არეულობებისკენ. 17  ესპანეთის სამეფო ესპანეთის სამეფოში პიროტექნიკა, მისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით იყოფა ოთხ (პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე) კატეგორიად. საგულისხმოა, რომ კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენებასთან მიმართებით დასახელებული კატეგორიების მიხედვით ესპანეთის სამეფოში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. საგულისხმოა, რომ ესპანეთის სამეფოში აკრძალულია პიროტექნიკის ყიდვა ონლაინ, ასევე, ტელეფონის ან მეილის საშუალებით. პიროტექნიკის ყიდვა დასაშვებია მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში. ამასთან, პიროტექნიკით მოვაჭრეს უფლება აქვს უარი თქვას ხსენებული საშუალებების გაყიდვაზე მაშინ, როცა მყიდველი არის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. გარდა ამისა, გარე სივრცეში პიროტექნიკის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალიზებულ, „უსაფრთხო ზონებში“.18 13 ბრიუსელის პოლიციის ზოგადი რეგულაცია, 43-ე მუხლის მე-10 პუნქტი, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://tiny.cc/omp9wz 14 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://tiny.cc/pmp9wz 15 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://urlis.net/5rgifhdh 16 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://urlis.net/sy4tkj8u 17 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://urlis.net/6d7giexx  ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, 2020 წლიდან კერძო პირების მიერ ასევე, მათ პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია:  ბუნებრივი დაცვის ზონებში;  მდინარეებიდან, არხებიდან, კაშხლებიდან, წყალსაცავებიდან, ტერიტორიაზე მდებარე კუნძულებიდან 50 მეტრის რადიუსში;  სამედიცინო სტაციონარული მოვლის დაწესებულებებისა და მოხუცთა ან შშმ პირთა თავშესაფრებიდან 250 მეტრის რადიუსში;  სპეციალურად დაცულ ზონებში, ეროვნულ პარკებში და ამ ტერიტორიებიდან 50 მეტრის რადიუსში;  პრაღის ზოოლოგიური პარკიდან, ასევე ცხოველთა თავშესაფრებიდან და ვეტერინარული კლინიკებიდან 250 მეტრის რადიუსში. გარდა ამისა, პრაღის მთელს ტერიტორიაზე აკრძალულია ისეთი პიროტექნიკის გამოყენება, რომელსაც ფუნქციონირებისთვის გაცხელებული ჰაერი ან სხვა სახის ცხელი აირები სჭირდება. ზემოხსენებული რეგულაციების დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლოა ადმინისტრაციული პროცედურის ფარგლებში დაეკისროთ ჯარიმა 100 000 ჩეხურ კრონამდე (4,000 ევრო). ამასთან, პოლიცია უფლებამოსილია დამრღვევი ადგილზე დააჯარიმოს, რა დროსაც ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ჩეხურ კრონას (400 ევრო).19 ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. 18 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://urlis.net/8dykyoo5; https://urlis.net/2pxk8xfo 19 ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/dejM1