„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/16/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 90-ე-91-ე პუნქტ ები: „90. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია. 91. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია.“. 2. 24- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე-58- ე პუნქტები : „57. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა. 58. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმადაც, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე. გამომდინარე იქედან, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, ასევე, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს, საჭიროა თანმდევი ცვლილება განხორციელდეს დასახელებულ კანონშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, ასევე, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს, შესაბამისად, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში სანებართვო/სალიცენზიო იმპორტის, საქმიანობად ექსპორტის, წარმოების მიჩნევისთვის ან/და აუცილებელია რეალიზაციის ცვლილება განხორციელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შედეგად პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში და საქმიანობის ლიცენზიის სახეებს ემატება პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია და პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია. წარმოდგენილი პროექტით ცვლილება ასევე ხორციელდება კანონის 24-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ნებართვის სახეებს ემატება პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა და პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებას, ვინაიდან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პიროტექნიკური კანონის ნაწარმის პროექტის საქართველოში ის ნორმები, იმპორტის, რომელიც ექსპორტის, უკავშირდება წარმოების ან/და რეალიზაციის რეგულირებას, ამოქმედდება 2025 წლის 1 თებერვლიდან. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითადი კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის დროული რეგულირება. შესაბამისად, წინამდებარე კანონპროექტის განხილვაც უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება სალიცენზიო და სანებართვო საქმიანობის ახალი სახეები. ლიცენზიის ახალი სახე იქნება პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია და პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია. რაც შეეხება ნებართვის ახალ სახეებს, აღნიშნული მოიცავს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვასა და პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვას. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, ზემოაღნიშნული ლიცენზიებისა და ნებართვების მიმართ განისაზღვრება მოსაკრებლის განაკვეთი 200 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ ლიცენზიას/ნებართვას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული სუბიექტების ოდენობაზე. ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, ზემოაღნიშნულ ლიცენზიებს და ნებართვებს გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვისთვის და ლიცენზიისთვის გათვალისწინებული იქნება საფასურის გადახდა. კერძოდ, 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარს. დასახლებული მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს. დამოკიდებული იქნება საგულისხმოა, კანონის რომ ამოქმედების აღნიშნული შემდეგ შემოსავლების ნებართვისა და მიღება ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობასა და ასევე დაჩქარებული მომსახურების გაწევის რაოდენობაზე. წარმოდგენილი კანონის პროექტით პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვები იქნება ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე, შესაბამისად, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ პირს აღარ შეეძლება დასახელებული საქმიანობის განხორციელება, რამაც შესაძლოა შეამციროს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია და გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება სალიცენზიო და სანებართვო საქმიანობის ახალი სახეები. ლიცენზიის ახალი სახე იქნება პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია და პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია. რაც შეეხება ნებართვის ახალ სახეებს, აღნიშნული მოიცავს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვასა და პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ზემოაღნიშნული ლიცენზიებისა ნებართვების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო. დასახელებულ ფუნქციას სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯებს სააგენტო დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, ასევე, საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება სალიცენზიო და სანებართვო საქმიანობის ახალი სახეები. ლიცენზიის ახალი სახე იქნება პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია და პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია. რაც შეეხება ნებართვის ახალ სახეებს, აღნიშნული მოიცავს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვასა და პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვას. ზემოაღნიშნული ლიცენზიის და ნებართვის მოსაკრებლების განაკვეთი განისაზღვრება აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა საკანონმდებლო ცვლილებით და იგი შეადგენს 200 ლარს. ამასთან, ნებართვისთვის და ლიცენზიისთვის გათვალისწინებული იქნება საფასურის გადახდა. კერძოდ, 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარს. ამიტომ წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას და, შესაბამისად, მოსაკრებლისა და საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ 2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.