„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე-31-ე პუნქტ ები:
„30. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია – 200 ლარი.
31. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია – 200 ლარი.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე-34-ე პუნქტები :
„33. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა – 200 ლარი.
34. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვა – 200 ლარი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
მომზადება
განპირობებულია
„პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმადაც, პიროტექნიკური
ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვები იქნება
მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის
საფუძველზე.
გამომდინარე იქიდან, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობა იბეგრება სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით
და მხოლოდ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი
განსაზღვრავს
სახელმწიფოს
მიერ
კანონით
დადგენილი
სალიცენზიო/სანებართვო
საქმიანობის განხორციელებისთვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს,
მათი გადახდევინების წესსა და ვადებს, საჭიროა თანმდევი ცვლილება განხორციელდეს
დასახელებულ კანონშიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
სალიცენზიო/სანებართვო
მოსაკრებლის
დაწესება
და
გადახდევინება
ხორციელდება
მხოლოდ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
განსაზღვრული
პიროტექნიკური
ნაწარმის
საქართველოში
იმპორტის,
ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით
დაბეგვრისთვის აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლების
განაკვეთები პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების
ან/და რეალიზაციის ლიცენზიებისთვის/ნებართვებისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებში. ცვლილების
თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, ასევე, რეალიზაციის ლიცენზიებისთვის
სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 200-200 ლარი, ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის
იმპორტის და ექსპორტის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი ასევე იქნება 200-200 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებას, ვინაიდან
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს
პიროტექნიკური
კანონის
ნაწარმის
პროექტის
საქართველოში
ის
ნორმები,
იმპორტის,
რომელიც
ექსპორტის,
უკავშირდება
წარმოების
ან/და
რეალიზაციის რეგულირებას, ამოქმედდება 2025 წლის 1 თებერვლიდან. ამასთანავე,
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითადი კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს
დაჩქარებული წესით, რათა ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს პიროტექნიკური
ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის დროული
რეგულირება.
შესაბამისად,
წინამდებარე
კანონპროექტის
განხილვაც
უნდა
მოხდეს
დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რადგან ლიცენზიისა და ნებართვის ახალი სახეებისთვის განისაზღვრება
მოსაკრებლის
განაკვეთი.
კერძოდ,
რეალიზაციის
ლიცენზიებისთვის
სალიცენზიო
მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 200-200 ლარი, ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის და
ექსპორტის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი იქნება ასევე 200-200 ლარი. შესაბამისად, ის
სუბიექტები,
რომლებიც
მოიპოვებენ
ლიცენზიას/ნებართვას,
მოსაკრებლის
სახით
გადაიხდიან აღნიშნულ თანხას, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება
აღნიშნული სუბიექტების ოდენობაზე.
წარმოდგენილი კანონის პროექტით პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი,
ექსპორტი,
წარმოება
ან/და
რეალიზაცია
დასაშვები
იქნება
ნებართვის/ლიცენზიის
საფუძველზე, რისთვისაც განისაზღვრება მოსაკრებლის განაკვეთები. აღნიშნულმა კი
შესაძლოა შეამციროს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი,
წარმოება ან/და რეალიზაცია და გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს
ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
წარმოდგენილი კანონის პროექტით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის
ლიცენზიისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 200 ლარით ოდენობით, ხოლო
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი
ასევე იქნება 200 ლარი. შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ
ლიცენზიას ან/და ნებართვას, მოსაკრებლისა და საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ
თანხას.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
დადგენილი
გადასახადის ,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
განაკვეთი.
კერძოდ,
პიროტექნიკური
ნაწარმის
წარმოების,
ასევე,
რეალიზაციის
ლიცენზიებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 200-200 ლარი, ხოლო
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის და ექსპორტის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი
ასევე იქნება 200-200 ლარი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ 2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის
ის სამართლებრივი
აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ
შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ
მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ
შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ
მაჭარაშვილი.