„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/16/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის: 1. 41- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1-12 პუნქტები : „11. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო აგრეთვე უზრუნველყოფს ფიზიკური/იურიდიული პირისთვის საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, წარმოების ან/და რეალიზაციის ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს. 12. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, აგრეთვე, წარმოების ან/და რეალიზაციის ლიცენზიის გაცემის საფასური შეადგენს: ა) 20 სამუშო დღის ვადაში − 500 ლარს; ბ) 10 სამუშო დღის ვადაში − 1 000 ლარს.“. 2. 52- ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმადაც, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიხედვით საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვას/ლიცენზიას გასცემს და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საჭიროა თანმდევი ცვლილება განხორციელდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვას/ლიცენზიას გასცემს და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს განახორციელებს სააგენტო. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, აუცილებელია სააგენტოსთვის მინიჭებული ახალი კომპეტენციები აისახოს დასახელებულ კანონშიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოში პიროტექნიკური სააგენტოს ნაწარმის უფლებამოსილებად იმპორტის, ექსპორტის, განისაზღვრება წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი, ასევე, დადგინდება საფასურები აღნიშნული ნებართვების/ლიცენზიების გაცემისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი 41-ე მუხლში და სააგენტოს ემატება ახალი უფლებამოსილება − ფიზიკური/იურიდიული პირისთვის საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, ასევე, წარმოების ან/და რეალიზაციის ლიცენზიის გაცემა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, აგრეთვე, წარმოების ან/და რეალიზაციის ლიცენზიის გაცემის საფასურის ოდენობა. კერძოდ, 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარს. წარმოდგენილი კანონის კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებას კანონის 52-ე მუხლში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებას, ვინაიდან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პიროტექნიკური კანონის ნაწარმის პროექტის საქართველოში ის ნორმები, იმპორტის, რომელიც ექსპორტის, უკავშირდება წარმოების ან/და რეალიზაციის რეგულირებას, ამოქმედდება 2025 წლის 1 თებერვლიდან. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითადი კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის დროული რეგულირება. შესაბამისად, წინამდებარე კანონპროექტის განხილვაც უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებით გამოწვეული განხორციელდება საქართველოს აუცილებელი სახელმწიფო ბიუჯეტისა ხარჯების და დაფინანსება სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური/იურიდიული სააგენტოს პირისთვის ემატება ახალი საქართველოში უფლებამოსილება, კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, ასევე, წარმოების ან/და რეალიზაციის ლიცენზიის გაცემა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი. ამასთან, სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვისთვის და ლიცენზიისთვის გათვალისწინებული იქნება საფასურის გადახდა. კერძოდ, 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარს. დასახლებული მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ ნებართვისა და ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობასა და ასევე დაჩქარებული მომსახურების გაწევის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით სააგენტოს ემატება ახალი ფუნქცია, კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების და რეალიზაციის ლიცენზიისა და პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის გაცემა. დასახელებულ ფუნქციას სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯებს სააგენტო დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, ასევე, საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : წარმოდგენილი პროექტით პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების და რეალიზაციის ლიცენზიისა და პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო. ზემოაღნიშნული ნებართვისთვის და ლიცენზიისთვის გათვალისწინებული იქნება საფასურის გადახდა. კერძოდ, 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარს. აგრეთვე, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრება ლიცენზიის და ნებართვის მოსაკრებლების განაკვეთი, რაც შეადგენს 200 ლარს. ამიტომ წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას და, შესაბამისად, მოსაკრებლისა და საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ 2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.