„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
11.11.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება
შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევისა. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის
სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი
მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი
არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.“.
2. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან
შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით
გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას
თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი
კომპეტენციის გათვალისწინებით.“.
3. 53- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 პუნქტი :
„31. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია შეცვალოს მოხელის უშუალო
ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 3 თვის ვადაში. თუ საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეცვლის მოხელის შეფასებას, იგი რჩება ძალაში. თუ ამ 3
თვის ვადაში მოხელის გადაყვანა ხდება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი
ვალდებულია მოხელის გადაყვანამდე მიიღოს გადაწყვეტილება მოხელის შეფასების
თაობაზე.“.
4. 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის
შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა.
რეორგანიზაციად აგრეთვე ითვლება საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და
შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული
ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა. რეორგანიზაციის
საფუძველი აგრეთვე შესაძლებელია გახდეს სტრუქტურულ ერთეულში თითოეული
დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება.“.
5. 104- ე მუხლის :
ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„გ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან
შერწყმისას ხელი შეუწყოს შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელეების მობილობას
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის
შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჯარო
დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის
პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო რეორგანიზაციის პერიოდი არ უნდა
აღემატებოდეს 2 თვეს.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები :
„5. რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი
ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან
სხვა ერთეულის შერწყმა ხდება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მცირდება შტატები,
შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ თითოეულ მოხელეს 1 თვით ადრე უნდა
ეცნობოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და კონკურსის გამოცხადების თაობაზე. ამ
შემთხვევაში, ყველა მოხელე (მათ შორის, ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის
მოხელე), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ინიშნება ღია,
დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს
დაწესებულების ხელმძღვანელი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების
შეჩერებას. ამ საჩივრის ან კონკურსის შედეგების თაობაზე საჩივრის სასამართლოს მიერ
დაკმაყოფილება არ იწვევს შესაბამისი კონკურსის შედეგად თანამდებობაზე დანიშნული
მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებას და გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა
განაცდური და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ასევე იგი
სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება.“.
6. 108- ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო
დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ან ამ კანონის 104ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;“.
7. 110- ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების
ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების
შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული
მობილობა შეუძლებელია.“.
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2025 წლის 1 თებერვლამდე
უზურნველყონ ყველა შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში სათანადო ცვლილების
განხორციელება და ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.
საქართ ველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი
რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. კერძოდ, შემუშავდება საჯარო
სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც შექმნის ერთიან ხედვას მიმზიდველი
საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების, მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის,
საჯარო
სამსახურში
დასაქმებული
ადამიანური
კაპიტალის
გაძლიერების,
პროფესიონალიზმის ამაღლების, ძლიერი, ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო
დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე შესაბამისი პოლიტიკური დონის
პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და რეფორმის კოორდინირებული განხორციელების
მიზნით. საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული
პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწება კანონმდებლობა და მკაფიოდ დადგინდება
საჯარო სამსახურის ფარგლები, მათ შორის, დაზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული
პირების სამართლებრივი ჩარჩო. საჯარო სამსახურში დაინერგება ადამიანური რესურსების
მართვის თანამედროვე მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების მართვის
ოპერაციული სისტემიდან ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული განვითარების სისტემაზე
გადასვლას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
საჯარო
სამსახურის
რეფორმის
ცენტრალურ
მიზანს
წარმოადგენს
კეთილსინდისიერებაზე,
პოლიტიკურ
ნეიტრალიტეტზე,
მიუკერძოებლობასა
და
ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის
ჩამოყალიბება და მისი ეფექტიანი ოპერირებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, მეტად დაიხვეწება საკანონმდებლო
ჩარჩო, რომელიც ნაწილობრივ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებებით იხვეწება საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან
დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, ცვლილებები ხორციელდება კანონის 34-ე, 52-ე, 53ე, 103-ე, 104-ე, 108-ე, 110-ე მუხლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება.
რაც შეეხება კანონის პირველ მუხლს, მისი ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025
წლის 1 თებერვალი, ვინაიდან შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2025 წლის 1
თებერვლამდე უზურნველყონ ყველა შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში
სათანადო ცვლილების განხორციელება და ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული
წესით, რათა მისი მიღება და ამოქმედება მოესწროს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე,
რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით
გათვალისწინებული მიზნების დროულ და განუხრელად შესრულებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების წყაროა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის
ასიგნებები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
რესპუბლიკის
რეორგანიზაციის შემთხვევაში დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლებისას,
შესაბამის პირზე კომპენსაციის გაცემა გავლენას იქონიებს შესაბამისი დამსაქმებელი
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხარჯვით ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
გათავისუფლების შემთხვევების რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
წარმოდგენილი ცვლილებით, მოხელეები ვეღარ შეძლებენ მობილობით სარგებლობას
რეორგანიზაციის შემთხვევაში, შესაბამისად, აღნიშნულს ფინანსური გავლენა ექნება
შესაბამის პირებზე. „რეორგანიზაციის შემთხვევაში დასაქმებულის სამსახურიდან
გათავისუფლებისას, აღნიშნულს გავლენა ექნება შესაბამის პირებზე, როგორც სამსახურიდან
გათავისუფლების, ასევე რეორგანიზაციის შედეგად მათზე 3 თვის ოდენობის კომპენსაციის,
ასევე შემდგომში შესაბამის პოზიციაზე არ აღდგენის თვალსაზრისით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი,ირაკლი
შატაკიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი
შატაკიშვილი.