საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-15750/24/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის 2024 წლის 10 დეკემბერი, 10.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს პარლამენტისწევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ღარიბაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის, დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში წესით წარმოდგენილი: ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) განხილვა. მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 10 დეკემბერი, 10.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N4 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა; სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ღარიბაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის, დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) I მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს პარლამენტისწევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ივანიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ივანიშვილის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ბიძინა ივანიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ივანიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ღარიბაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ღარიბაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი ღარიბაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: 2 ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ღარიბაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ღარიბაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2024 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს მიხეილ ყაველაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) ) I მოსმენით განხილვა 3 მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგულაციის თანახმად, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით. აგრეთვე დადგენილებით იქმნება პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ასევე, მტკიცდება პარლამენტის დადგენილებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები ხშირად იცვლება, მიზანშეწონილი იქნება არსებობდეს მუდმივმოქმედი დელეგაციების და მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებისა და შემადგენლობების ცვლილების უფრო მოქნილი და მარტივი მექანიზმი. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს და შემადგენლობებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო. კვოტები, ამჟამად მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, განისაზღვრება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ. რეგლამენტის პროექტის თანახმად, როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ოლქის დელეგატის ბიუროს საკითხს. კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებით მოხდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, აღარ არსებობს მაჟორიტარების ინსტიტუტი, თუმცა, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და კომპეტენტური რეაგირების მოხდენის მიზნით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები უფლებამოსილნი იყვნენ განსაზღვრული წესით ჰყოლოდათ თავიანთი ოლქის დელეგატობის კანდიდატი და შემდგომ დელეგატი, რაც დარეგულირებულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ხოლო წარმოდგენილი რეგლამეტის პროექტით განსაზღვული ცვლილების შემთხვევაში, დარეგულირდება აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მსგავსად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროსი, შეიქმნება ოლქის დელეგატის ბიურო მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში ოლქის დელეგატის მონაწილეობის მიზნით. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა, ბიუროს ხარჯების ანაზღაურების წყარო, გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშგებისა და სხვა საკითხები, განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მსგავსად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ხარჯებისა ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ოლქის დელეგატი ვალდებული იქნება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. პროექტის თანახმად, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, განისაზღვრება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს შესაბამისი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების (საქართველოს პარლამენტის 3 წევრი) დანიშვნის წესი. აღნიშნული ცვლილება განაპირობა საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს სახელის შეცვლამ, კერძოდ, ნაცვლად „საინვესტიციო საბჭოსი“ მას ეწოდა „მმართველობითი საბჭო“. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს პირველადი დაკომპლექტებისათვის შესარჩევი კომისიის 3 წევრის პარლამენტის მიერ დანიშვნის წესი გამოყენებულ იქნება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს პირველადი დაკომპლექტებისთვის შესარჩევი კომისიის საქართველოს პარლამენტის 3 წევრის დასანიშნად. როგორც დავით მათიკაშვილმა განმარტა, ვინაიდან აღნიშნული რეგულაცია შეეხება კონკრეტულ პერიოდს, უმჯობესია ნაცვლად 210-ე მუხლის ცვლილებისა შესაბამისი ფორმულირება ჩამოყალიბდეს გარდამავალი ნორმის სახით და დაემატოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლს მე-7 პუნქტად. 4 მომხსენებელმა განმარტა, რომ ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, სადაც განსაზღვრულია ოლქის დელეგატის ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-5 პუნქტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უკავშირდება ოლქის დელეგატის ბიუროს შექმნას, შესაბამისად: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ნაცვლად „შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებისა“ უნდა მიეთითოს საქართელოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატები“. აზრი გამოთქვეს: ირაკლი შატაკიშვილი მიესალმა წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც შეეხება ოლქის დელეგატის ბიუროს ჩამოყალიბებას და აღნიშნა, რომ ის აჟღერებს ყველა დელეგატის პოზიციას აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით. ოლქის დელეგატის ბიუროს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაზრდის რეგიონებში ხალხის პარლამენტთან მჭიდრო კომუნიკაციას და ოლქის დელეგატების საქმიანობის ეფექტურობას. გენრიეტა წიწავამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების ფორმირების მექანიზმების დახვეწის ანალოგიურად, მიზანშეწონილი იქნება, რომ ამავე ცვლილებების პაკეტით განისაზღვროს აგრეთვე კომიტეტის შემადგენლობასთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, კომიტეტის სრული შემადგენლობა ნაცვლად 10 პარლამენტის წევრისა განისაზღვროს არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით, ხოლო კომიტეტი მუშაობას შეუდგება იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი, ნაცვლად 7 წევრისა და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე, რაც შესაბამისად, უნდა აისახოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში. გენრიეტა წიწავამ გამოთქვა მოსაზრება, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარის პერსონალური დაცვის საკითხებს. კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი რეგულირდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მისი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დამატებითი რეგულირების საჭიროება არ არსებობს და მიზანშეწონილი იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი. დავით მათიკაშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, დაეთანხმა გენრიეტა წიწავას მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს და ირაკლი შატაკიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ოლქის დელეგატების ბიუროს ჩამოყალიბება და დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა „ნამდვილად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის და პარლამენტარიზმის ინტერესებს“ . კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი. გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ 5 - - საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი და საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის, დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) I მოსმენით განხილვა. მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის მოხსენება. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში, გარკვეული დათქმით, კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრებს შეეძლოთ შექმენათ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, იმ შემთხვევასი თუ დატოვებდნენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წარდგენითაც იყვნენ პარლამენტში არჩეული. აღნიშნულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმუშავა საკმაოდ კარგად და ეფექტურად. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, არანაკლებ 7 პარლამენტის წევრი, რომელმაც დატოვა ის პარტია, რომლის მიერაც წარდგენილი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ პარტიულ სიაში, შეძლებს რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებამოსილებები განახორციელოს. აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფს ეყოლება თავმჯდომარე და მოადგილე/მოადგილეები, რომელთაც ექნებათ ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის მსგავსი უფლებები. აზრი გამოთქვეს: გენრიეტა წიწავამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პოლიტიკურ ჯგუფში 7 წევრზე მეტის გაწევრების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს ჰყავდეს 2 მოადგილე, მიზანშეწონილი იქნება, პოლიტიკურ ჯგუფსა და საპარლამენტო ფრაქციასთან დაკავშირებით მსგავსი საკანონმდებლო რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით, ფრაქციაშიც გახდეს შესაძლებელი, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის ყოველ 7 წევრზე ჰყავდეს 1 მოადგილე, რაც წარმოდგენილი მოსაზრების გათვალისწინების შემთხვევაში, შესაბამისად უნდა აისახოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტში. გურამ მაჭარაშვილი დაეთანხმა გენრიეტა წიწავას მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის, დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი. გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის, დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის 6 - მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (№07- 3/11; 04.12.2024) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 7