საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია 2024 წლის 12 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გუგუჩიას არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 3
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/16/24, 12:33 PM
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
12 დეკემბერი 2024 11:30
2024 წლის 12 დეკემბერი, 11:30 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N331
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხი.
მომხსენებელი: გელა სამხარაული - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/3085?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N3
2024 წლის 12 დეკემბერი, 11:30 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი #331
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები:
გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე,
დავით შერაზადიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი
(დაჩი) ბერაია, გიორგი გუგუჩია, ზაალ დუგლაძე, ედიშერ თოლორაია
(უფლებამონაცვლე - გენრიეტა წიწავა), სამველ მანუკიანი.
აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, ირმა ქიტიაშვილი.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხი.
(მომხსენებელი: გელა სამხარაული - საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I. მოისმინეს:
გელა
სამხარაულის
ინფორმაცია
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევასთან დაკავშირებით, რომელმაც
აღნიშნულ თანამდებობაზე წარადგინა კომიტეტის წევრი - გიორგი გუგუჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის შვიდმა (7) წევრმა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად, მომხრე-7; წინააღმდეგი-0)
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის
შესაბამისად, ღია კენჭისყრით, თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანამდებობაზე, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, ერთხმად აირჩია
კომიტეტის წევრი - გიორგი გუგუჩია.
აღნიშნული ინფორმაცია ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის თავმჯდომარე
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი
ირმა ქიტიაშვილი
2