საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია წინა მოწვევის პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილის და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/223; 09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეუწონლობის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15975/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 3

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1/3/25, 11:36 AM დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 12 დეკემბერი 2024 11:00 2024 წლის 12 დეკემბერი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი მე-10 მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/223; 09.06.2022) განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის განხილვა (წამყვანი კომიტეტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი); მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა. https://parliament.ge/print/announcement/3091?local=true 1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N3 2024 წლის 12 დეკემბერი, 11.00 საათი; საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ილია ინჯია, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ეკატერინე ჭიჭინაძე, თორნიკე ბერეკაშვილი. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი მე-10 მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/223; 09.06.2022) განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის განხილვა (წამყვანი კომიტეტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი). მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიასპორისა და კავკასიის ზარქუას განცხადებით, მე-10 საკითხთა კომიტეტის მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის ირაკლი საკითხის განხილვისას კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. სხდომაზე ასევე, აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ მიხედვით, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. მომხსენებელის განცხადებით, რომ არ მოხდეს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების გადაკვეთა, არ იქნება მიზანშეწონილი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/223; 09.06.2022)“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელება. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრთა გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული - „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/223; 09.06.2022)“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელება. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ზარქუა სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი